x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ამერიკაში სასულიერო სკოლის კონსერვატორ ხელმძღვანელს წლების მანძილზე მოსწავლეებთან ჰქონდა სექსი
მის სკოლაში მოსწავლეებს მკაცრად ჰქონდათ აკრძალული ერთმანეთისთვის ხელის ჩაჭიდება და უბრალო მეგობრული კოცნაც კი. ამას ტენესის შტატში მდებარე თავისუფალი ქრისტიანული აკადემიის ხელმძღვანელი სარწმუნოებრივი პოსტულატებით ხსნიდა, თუმცა თავად იმავე პოსტულატების საპირისპირო ცხოვრებით ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ პასტორ ჯეისონ კენედის ცოლი ჰყავდა, მინიმუმ 5 მცირეწლოვან მოსწავლესთან ჰქონდა სექსი, ხოლო ერთ-ერთთან ჯგუფური კონტაქტიც კი დაამყარა საკუთარი სკოლის მდივნის თანამონაწილეობით.


მაგრამ სასულიერო პირის უკანასკნელმა მსხვერპლმა პასტორი 2021 წელს პოლიციაში დაასმინა და ოფიცრებს უამბო, რომ 2019 წელს 47 წლის პასტორმა შეაცდინა, როცა 17 წლის იყო.


მოძალადე


საბრალდებო ჩვენება შეიცავს საოცრად გარყვნილ დეტალებს, თუ როგორ დაიმორჩილა კონსერვატორმა პასტორმა თინეიჯერი გოგონა, რაშიც მას 28 წლის მდივანი ბრიტნი ბრეჰემი დაეხმარა, რომელიც პასტორ კენედისა და მის ცოლთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობდა.



ბრეჰემმა გოგონას შესთავაზა, ღამე მასთან დარჩენილიყო, რადგან ამ უკანასკნელზე მშობლები ძალადობდნენ. ღამით მდივნის ოთახში პასტორი კენედი გამოჩნდა, რომელმაც გოგონას სექსზე დაუწყო საუბარი. თავის მხრივ 28 წლის მდივანმაც დაუწყო დარწმუნება გოგონას, რომ სასულიერო პირს ინტიმურ ადგილებში შეხებოდა. როგორც გოგონას მონაყოლიდან ირკვევა, ამის შემდეგ პასტორმა და მისმა მდივანმა ერთმანეთი დააკმაყოფილეს და გოგონაც აიძულეს, ამ პროცესში თავისი განსაზღვრული როლი შეესრულებინა.


ქალი


ამ ყოველივეს შემდეგ პასტორმა და მდივანმა ჩაიცვეს და ისე გააგრძელეს საუბარი, თითქოს არაფერიც არ მომხდარიყოს. თუმცა შემდეგ რამდენჯერმე კვლავაც დაესხნენ გოგონას თავს.


სახელმწიფო ბრალმდებელ სტეფენ კრამპის განცხადების თანახმად, კენედი სერიული მოძალადეა, რომელმაც ბოლო წლების მაძილზე მინიმუმ კიდევ 4 მოსწავლე გოგონა აიძულა, მასთან სექსი ჰქონოდათ.


პასტორი უკვე დაჯარიმდა 400 ათასი დოლარით და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ხოლო მდივანი ბრეჰემი გამოძიების დასრულებამდე დაპატიმრებული არ არის.

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0