x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მსოფლიოს უძველესი სასტუმრო 1300 წლისაა და მას მთელი ამ ხნის მანძილზე ერთი და იგივე ოჯახი მართავს
დაუჯერებელია, მაგრამ ამ იაპონურ სასტუმროში ვიზიტორებს ჩვენი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნის დასაწყისიდან იღებენ და მას დღემდე ერთი და იგივე ოჯახი მართავს.


ეს სასტუმრო იამანასის პრეფექტურაში მდებარეობს და მისი სახელწოდება ნიშიამა ონსენ კეიუნკანია. სასტუმრო 705 წლიდან ფუნქციონირებს. 2011 წელს ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე ძველი სასტუმრო მსოფლიოში.


სასტუმრო


სასტუმროს 37 ნომერი აქვს და ის ცხელი წყაროების სიახლოვეს, აკაისის მთების ძირში მდებარეობს. მას შემდეგ, რაც 1318 წლის წინ გაიხსნა, სასტუმროში მოხმარებული მთელი ცხელი წყალი ადგილობრივი ბუნებრივი წარმომავლობისაა.



აქ ყველა ნომერში მიწის წიაღიდან ამოხეთქილი ცხელი წყალი მოდის და აქვე არსებობს ასევე ცხელი წყლის საერთო აუზები სტუმრებისთვის.


სასტუმრო


სასტუმრო ფუძივარა მაჰიტომ დააარსა და მას შემდეგ მაჰიტოების 52 თაობაა ამ საოჯახო ბიზნესით დაკავებული.


სასტუმროს რასაკვირველია არაერთგზის ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ბოლო კაპიტალური რემონტი აქ 1997 წელს განხორციელდა. WiFi შეიყვანეს 2019 წელს. მანამდე რატომღაც თავს იკავებდნენ WiFi-ს შეყვანისგან (სავარაუდოდ იმ მოსაზრებით, რომ არ დაეზიანებინათ სასტუმროს ძველი იმიჯი).


სასტუმრო


ნიშიამა ონსენ კეიუნკანი ტრადიციულ იაპონურ სტილში მოწყობილი სასტუმროა. აქაც ისევე, როგორც ყველა ტრადიციულ იაპონურ ნაგებობაში, დიდძალი ხეა გამოყენებული. ამიტომ როგორც სასტუმრო თავისი ტრადიციული იერსახით, ასევე მისი მასპინძელი 13-საუკუნოვანი ოჯახი მარადიულობის განცდას ბადებენ. შემზარავია იმის გაცნობიერება, რომ ამ ადამიანების წინაპრები ჯერ კიდევ მაშინ ემსახურებოდნენ სტუმრებს, როცა ბაგრატიონები მხოლოდ კლარჯი ერისმთავრები იყვნენ, ხოლო დღეს დედამიწაზე არსებულ სახელმწიფოთაგან სულ რაღაც ორი-სამი ათეული თუ არსებობდა.


სასტუმრო

2
254
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
254
  
2023, 3 თებერვალი, 22:59
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 1 თებერვალი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2