x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ევროპელები, ჩვენ ვართ განსხვავებული..."

ეს "წერილი" 9 წლის წინ დამიწერია, მართალია ასაკით სულაც არ ვიყავი ბავშვი, 22 წლის ვიქნებოდი, მაგრამ გარეგნობით, საქციელით, ხასიათით ნამდვილად ვიყავი ბავშვი და ბავშვური. ასე იყო მერეც და 31 წლის ასაკში გავიზარდე ერთიანად, ერთი ფაქტის გამო, ერთბაშად გავიზარდე. შემთხვევა, რომელიც ალბათ უნდა მომხდარიყო ასე... ყველაფერი ხომ ღვთის ნებაა...უკვე გაზრდილ, ჩამოყალიბებულ, დამოუკიდებელ და საკუთარ თავ ნაპოვნ თეონას შეუძლია შეცვალოს ბევრი რამ ამ წერილში, მაგრამ დაე იყოს ასე... რასაც ვფიქრობდი იმ ეტაპზე. საინტერესოა გარკვეულ საკითხებზე როგორ ფიქრობენ დღევანდელი 22 წლის ახალგაზრდები, ალბათ მათთან ბევრ თემასთან დაკავშირებით ძველმოდური აღმოვჩნდები...

image

გამარჯობა, მე თეონა ვარ გორდეზიანი.სულ ისეთ საკითხებზე ვწერ რაც მე მეხება, ჩემს სულთანაა ახლოს, ან უბრალოდ ვწერ და არ ვასაჯაროებ ამ ქსელის საშუალებით. ვწერ და ჩუმად ვინახავ, ვინ იცის რისთვის, ვინ იცის რატომ...ამ წერილის დაწერა კი საყოველთაო პრობლემის გამო გადავწყვიტე, რაზეც ადრე არ ვფიქრობდი. ახლა კი, ნამდვილად მქონდა დრო დავფიქრებულიყავი და თან შევწუხებულიყავი კიდეც....

ქართულ სალიტერატურო ენაში არსებობს ისეთი სიტყვები, როგორიცაა ღირსება, პატიოსნება, პატივისცემა, რიდი, მოკრძალება, ჰუმანურობა...არსებობდა, არსებობს და ვიმედოვნებ იარსებებს. თუ არ გაგაჩნია ღირსება, აკეთებ იმას რაც გინდა, ისე როგორც გინდა, არავის სცემ პატივს და არ იმსახურებ არავის პატივისცემას..თუ არ იცი უფროსუმცროსობა, არ გაქვს არავის რიდი, მოკრძალების პროცენტულობა შენში ნულს უტოლდება..თუ არ გაინტერესებს სივრცე სადაც ხარ, ცხოვრობ და შენი მიზნის მისაღწევად შეგიძლია ყველაფერი გააკეთო, თუნდაც ვიღაცის დაჩაგვრის ხარჯზე წახვიდე წინ მიუთითებს იმას თუ არა, რომ ჰუმანურობაზე არაფერი გსმენია.

ისევე როგორც ყველა მეც მომხრე ვარ რომ ადამიანებმა რაც უნდათ ის უნდა აკეთონ, როგორც უნდათ ისე იცხოვრონ, ხშირად არასასურველ ჭორებს აარიდონ თავი, მათი გაკიცხვის გამო პოზიციები არ უნდა დათმონ, მაგრამ...არსებობს დიდი და მრავლისმეტყველი მაგრამ....წინა თაობებს შორის არიან ადამიანები, ვისაც ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავთ..არიან ჭორიკანა, ცუდის მსურველი, შურიანი ხალხის გარდა ადამიანები..ვინც ჩვენ აქამდე მოგვიყვანა, გადაგვარჩინა.შეინარჩუნა ქართული გენი, სიწმინდე, პატიოსნება, შეინარჩუნა ქართული ენა, თბილი სიტყვები...რომელ ენაში არსებობს გენაცვალე, შენი ჭირიმე, შენ შემოგევლე (აბა სცადეთ და გადათარგმნეთ ინგლისურად...) ჰოდა, იმას ვამბობდი რომ არსებობენ ღირსეული ქართველები ვის გამოც ქართველობას არ უნდა გადავაბიჯოთ..არ უნდა დავივწყოთ რანი ვიყავით...მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეა და ევროპისკენ, ევროპული, ხშირად მანკიერი ჩვევებისკენ ვისწრაფვით. ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ევროპელები..ჩვენ ვართ ქართველები, განსხვავებული, განსაკუთრებული ერი...(თუმცა ბატონი ჟვანიას ფრაზა მომხიბვლელად ჟღერს, საჭიროც იყო: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი'')

უგუნურმა ქართველებმა ამ ოცდამეერთე საუკუნის ახალგაზრდა შვილებმა, აიღეს არა ის, რაც დადებითია ევროპულ სამყაროში..თუნდაც ის, რომ ზუსტად იციან როდის რა უნდათ, სად მიდიან, როდის უნდა იმუშაონ, როგორ ხარისხიანად დაგეგმონ შაბათ-კვირა მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად..როგორ მიყვნენ ჯანსაღი ცხოვრების წესს და გაილამაზონ სიბერე...აიღეს მხოლოდ სიტყვიერი და ხორციელი თავისუფლება...ცხოვრობენ ვისთანაც უნდათ, რამდენ ხანსაც და როგორც გაეხარდებათ...მაგრამ ამაში საძრახისი არაფერია და არც მაქვს სურვილი გავკიცხო ასეთი ქართველი, უბრალოდ მომხრე ვარ არ გაეწიოს ამას პროპაგანდა...ყველამ იცხოვროს ისე როგორც უნდა, ვისთანაც უნდა, მაგრამ ნუ მიეძღვნება ამას გადაცემები, ნუ ილაპარაკებენ ამას მეტიჩარა ქართველები, რომ ამით ჩვენი თავისუფლება გამოიხატება და ვინც ასე არ ფიქრობს გოიმი და ბნელია...

ჩემი აზრით პირიქით ასეთი ადამიანია უგუნური და ბნელი ვინც მარტივ გზას ეძებს ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის, თუნდაც ჩემი ფიქრი ''გოიმურად '' ჟღერდეს...ის უფრო რთულ საქმედ მიმაჩნია, რომ ამ ბინძურ სამყაროში იპოვო ერთი შენნაირი და შენი ცხოვრება მას დაუკავშირო სამუდამოდ...მაგრამ რატომ მოიქცევიან ასე როცა არსებობს მარტივი გზა...ურთიერთობა ერთთან, არ გამოვა??მეორესთან..მესამესთან და ხომ გაგიმართლებს ოდესღაც...სასაცილოა.(გოიმი ვარ)

კიდევ ვიმეორებ არ ვკიცხავ კონკრეტულ ადამიანებს, იცხოვროს ყველამ ისე როგორც უნდათ, გააკეთონ ის რაც უნდათ, მგარამ ნუ ეწევიან ამის პროპაგანდას.ყველას აქვს თავისი შეგნება და გადაწყვეტს რამდენს და როგორ დაუკავშიროს ცხოვრება..მაგრამ ეს სანამ ადამიანის გონება ჩამოყალიბდება, მანამდე კი ასეთ ინფორმაციას იღებენ და შესაბამისად როცა დადებითად გაწვდიან, ვითომდა და აქტუალური ტელევიზიით, ჩამოუყალიბებელი გონება ფიქრობს ამაში ხომ ცუდი არაფერია...

თუნდაც შემრაცხონ გოიმად და ბნელად მაინც ამ აზრზე დავრჩები...და არ ჩავწერები ისეთი ადამიანების რიცხვში ვინც სხვის ცხოვრებაში ყოფენ ცხვირს, უფრო მინდა ის კატეგორია ვიყო..ვინც დაიცავს ღირსებას, სცემს ოჯახის წევრების აზრს პატივს, უფრთხილდება და უყვარს ყველა მეგობარი ვინც გარშემოა და მაინც იმას აკეთებს რაც უნდა ...ჩემს გარშემო მომავალიც ასეთი გაიზრდება და იქნება.ვიცი ჩემს გარშემოც ბევრია ვინც ჩემნაირად ფიქრობს და ზუსტად თქვენი იმედი მაქვს რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება... მე, თქვენ, ჩემი, თქვენი, ჩემი მეგობრების და თქვენი მეგობრების შვილები...ბევრს შევცვლით, შევცვლით და თან შევინარჩუნებთ ქართველობას, ყველგან გამორჩეულები უნდა ვიყოთ და ვამაყობდეთ რომ ასეთები ვართ..

4
36
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
36
  
2023, 30 იანვარი, 9:43
ამიტომ თეონა,ნუ იქნებით იმ კეი ადამსივით მეამიტი და ნუ დაუჯერებ იმ უაზრობებს,რასაც დიდი ხანია გვატენიან. ყველა ადამიანი არის განსხვავებული,განსხვავებული ინტერესით და სურვილები,რომლის შესასრულებლად ყველაფერს აკეთებენ,ადამიანსაც მოკლავენ და ვიღაცას გაძარცვავენ. ასე ხდებოდა და მომავლალშიც ასე იქნება. თავის დროზე ქრისტე აწამეს იმის გამო რო წესრიგს არღვევდა და ეს ეკლესიებმა ამორალურად შერაცხეს,ხოლო როცა თავიანთ წესრიგს შეექმნა საფრთხე ინდულიგენცია გამოიყენეს,ხოლო პროტესტანტებმა დიდ ბრიტანეთში ჟუჟეს კათოლიკენი.ყველა ჩამოთვლილი თავის მორალს ქადაგებდა და ატენიდა საზოგაოდებას,მაგრამ როცა მათ ინტერესებს საფრთხე შეექმნა,მაშინვე დაივიწყეს მორალი და ჰუმანურობა. ასეა ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც,მორალისტი ხარ მანამდე,სანამ შენს ინტერესს საფრთხე არ შეექმნება,ხოლო მერე გერთვება ბუნებრივი გადარჩევის მიდგომა.
2023, 30 იანვარი, 9:34
სხვათაშორის,ე.წ. ქურდულ სამყაროს ამ თემაზე საკმაოდ განსაზღვრული პრაქტიკა გააჩნია,ყველა იღებს იმ დაფაფასებს,რასაც საკუთარი ტრ... იმსახურებს და არა იმიტო რო ვიღაცის შვილია ან შვილიშვილი.არც უფროსების პატივისცემაზეა არიან ჩაციკლულები,თუ პატარას იმის ტრ... აქვს რო უფროსი ჩაკიდოს მტკვარში,ამისათვის არავინ წაუკითხავს მორალს,თუ ის ახსნის მის ქმედებას და რატომ გააკეთა ასე. ამ სამყაროში მოქმედი ადამიანები არაფრით განსხვავდებიან იმ ე.წ. მართველი ელიტისგან,უფრო მეტიც,ისინი ღიად ამბობენ ამას და ნაცარს თვალებში არ გაყრიან. უბრალოდ,ამ ხალხმა უარი განაცხადეს იმ დადგენილი წესების მიღებაზე და ფეხებზე კიდიათ,რადგანაც ხვდებიან რო მათი დაჩმორებისთვის მოგონილი ამბავია ეს. არის ასეთი ფილმი ნათლია და იქ ერთი ეპიზოდია,როცა მაიკლ კორლეონე ბრუნდება ამერიკაში თავის საცოლესთან და სკოლასთან ხვდება კეი ადამსს,რადაც ასეთი დიალოგი შედგება," მაიკლ,როგორი მეამიტი ხარ,სენატორები და კონგრესმენები ხალხს არ ხოცავენ". მაიკლი პასუხობს"კეი,ვინ არის მეამიტი ჩვენს შორის". არცერთი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი არ ხოცავს იმდენს,რასაც მართველი ჯგუფები და ამ ყველაფერს ნორმად გვასაღებენ,არცერთი "კრიმინალი" არ იპარავს იმდენს,რასაც ყველა ქვეყანაში მთავრობები ძარცვავენ თავის მოსახლეობას და ამასაც კანონიერად გვასაღებენ.ჩვენ შემთხვევაში,ეს არის ჩვენი შემოსავლების 36% და ამ ფულს თავისი ინტერესსთვის იყენებენ. მაგალითისთვის,საფრანგეთში პროგრესული გადასახადი აქვთ,რაც უფრო მეტს გამოიმუშვებ მით მეტს გართმევენ,ამიტომ გაიქცა რუსეთში დეპარდიე და ამიტომ არიან ბევრი სპორტსმენი მონაკოს რეზიდენტად დარეგისტრირებლები. ჩვენ ევროპული მძარცველების პრაქტიკა კი არა,ამერიკის გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ,თუ გვინდა მეტნაკლებად სამართლიანი წესრიგი მივიღოთ. ამერიკა არის მესაკუთრეების ქვეყანა,რომელიც სწორედ ბუნებრივი გადარჩევის შედეგად გახდა ასეთი და დღესაც ეგრეა. ყველა შტატი თვითმყოფადია და ზოგიერთ შტატიში იარაღი ლეგალურია,რომელიც ადამიანს შეუძლია გამოიყენოს თავისი უფლებების დასაცავად. სხვადასხვა კომუნები არსებობს,რომლებიც თავისი გაქანებით ცხოვრობენ,თავისი წესებით და თვითონ იცავენ თავს. ამერიკა თავი დროზე ბრიტანეთიდან და არა მარტო კანონდამრღევთ
2023, 30 იანვარი, 9:12
ამიტომ თავის მოტყუება არის იმის მტკიცება,რომ ადამიანები საკუთარი ინტერესებით არ უნდა მოქმედებდნენ. იყო ერთი კაცი,ბუნებრივ გადარჩევაზე გაამახვილა ყურადღება და გვითხრა,რომ მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან,რაც სიმართლეა 100%. უბრალოდ,ამ კაცის მერე ყველა ბობოლა იმის მტკიცებაშია,რომ ეს არის უაზრობა და ტყუილი,თქვენაირებს აჯერებენ იმას,რომ არსებობს ე.წ. ჰუმანურობა და ტვინს გირეცხავენ,ხოლო თვითონ იმ ბუნებრივი გადარჩევის პრინციპით მოქმედებენ. ამიტომაც არის სოციალური უთანასწორობა,რადგან მათ შემოღებულ წესებს და კანონებს თქვენაირები ასრულებენ,ხოლო ამ წესების შემოქმედნი არა,რადგან იციან სიმართლე,მაგრამ საკუთარი ინტერესისთვის სჭირდებათ,რომ თქვენ გჯეროდეთ ამ სისულელის. სინამდვილეში არ არსებობს უფროსუმცროსობა და ესეც ხელოვნურად შემდგებული აბდაუბდაა,რათა ძველმა თაობამ მართოს ახალი და საკუთარი ინტერესისთვის გამოიყენოს.
2023, 30 იანვარი, 9:03
ეჰ,თეონა,ფანტაზიურ სამყაროში ცხოვრობთ და რეალობას ვერ/არ უსწორებთ თვლას. ეს სამყარო ისეა მოწყობილი,რომ ყველა თავისი ინტერესით და სურვილებით მოქმედებს,ასევე აღწევენ წარმატებას და ამის უარყოფა არის დიდი შეცდომა.ადამიანური ამბავი არის ეს და როგორც ყველა არსება სამყაროში,ადამიანიც გადარჩენისთვის იბრძვის. ყველაზე კარგად ეს ამბავი ჩანს მაშინ,როცა კრიზისული სიტუაცია არის და სულ ახლახან იყო,ადამიანების გარარჩენისთვის ბრძოლამ სხვა ადამიანებს შეუქმნა ყოფნა/არყოფნის პირობები. გემახსოვრებათ,კორონა ისტერიის დროს,რას სჩადიოდნენ ადამიანები და რა პრობლემის წინაშე დააყენეს სხვები. თუნდაც წინა წელს,როცა შაქრის დეფიციტი შექმნეს და ვიღაცეებისთვის როგორ გაძვირდა ეს პროდუქტი. ეს არის რეალობა და დასტური იმის,რომ ადამიანები მხოლოდ საკუთარი ინტერესით მოქმედებენ. როცა ჩაკეტვა გამოცხადდა,ადამიანებს გადადგილება შეუზღუდეს,რატომ გააკეთეს ასე?თქვენი აზრით,ადამიანების ჯამრთელობაზე ფიქრობდნენ? ჩემს აზრს გეტყვით,იმიტო გააკეთეს ეს ამბავი,რომ პრობლემა არ შექმნოდა ელიტარულ ჯგუფებს და ამის გაკეთებაში თვითონ ეს ადამიანები გამოიყენეს. გაზომბეს ადამიანთა ჯგუფები და საკუთარი ინტერესი გაატარეს. საინტერესოა,თქვენ რას უჭერდით მხარს? დაუკარით თუ არა ტაში ხელისუფლების ამ ქმედებას? საჯაროდ ნუ მეტყვით,თქვენს თავს გამოუტყდით და ეგ არის პასუხი იმაზე,რამდენად მართალს წერთ ამ სტატიაში ან როგორ გესმით/აღიქვამთ რეალობას. თუნდაც ე.წ. კანონის დამრღვევის ტელევიზიით გამოჭენების დროს,რა დამოკიდებულება გქონდათ ამ ადამიანებზე,როცა ისინი ჩაკეტვის დროს გადადგილდებოდნენ. ადამიანები არჩევანის წინაშე დააყენეს,კორონათი გარდაცვლილიყვნენ თუ შიმშილით მომკვდარიყვნენ. ისიც კარგად მახსოვს,როცა ადამიანები ორ ჯგუფად დაყვეს და როგორ მოიხსენიებდნენ ერთი ჯგუფი მეორეს,ასე იყო მთელ მსოფლიოში,მათ შორის იმ ევროპებშიც და ამერიკებში.
0 1 4