x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
უახლესი რევოლუციური კვლევა გვიჩვენებს, რომ გაახალგაზრდავება შესაძლებელია
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დაბერება - ეს არის ორგანიზმის უნარის დაკარგვა, წაიკითხოს საკუთარი უჯრედების დნმ.


დაბერების პროცესის შეჩერება და გაახალგაზრდავება შეუძლებელია - ეს საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებაა, რასაც ყველა ისე ვიღებთ, როგორც უტყუარ ჭეშმარიტებას. მაგრამ Boston Labs-ის კვლევების თანახმად მსგავსი მოსაზრება ეჭვმიუტანელი ფაქტი არ გახლავთ. Boston Labs-ის მეცნიერებმა ვირთხებს მხედველობა დაუბრუნეს და ჯანმრთელობაც აღუდგინეს. ცდაში მონაწილე ვირთხებს დღეს ბევრად უფრო ჯანმრთელი კუნთები და ბევრად უფრო ახალგაზრდა ტვინი აქვთ.


ამერიკელმა მეცნიერებმა სიბერესთან ბრძოლაში რევოლუციურ წარმატებებს მიაღწიეს. ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მკვლევარებმა დაბერების პროცესის მნიშვნელოვანწილად შეჩერება მოახერხეს. მათ თაგვებზე ჩატარებული ცდებით დაადგინეს, რომ გაახალგაზრდავება შესაძლებელია.


როგორც კვლევის უფროსი ავტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ სინკლერი განმარტავს, ადამიანის ორგანიზმს აქვს სხეულის სარეზერვო ახალგაზრდა ასლი, რომელიც შესაძლებელია გააქტიურდეს და გამოყენებულ იქნას უჯრედების რეგენერაციის მიზნით.



ასაკი


სინკლერი ამტკიცებს, რომ სიბერეს იწვევს ორგანიზმის უნარის დაკარგვა, წაიკითხოს საკუთარი დნმ და იმუშაოს დადგენილ რიტმში.


არადა, წინათ მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ დაბერება გენეტიკური მუტაციების შედეგი იყო, რომელთა შედეგად ჩვენი დნმ სუსტდებოდა. აღნიშნული კვლევით კი ცნობილი გახდა, რომ დაბერება სხვა არაფერია, თუ არა ინფორმაციის დაკარგვა. ხანდაზმული ადამიანის უჯრედებს საკუთარი სხეულის დნმ-ის წაკითხვა არ შეუძლიათ.


ეს ძალიან ჰგავს იმ პროცესს, როცა ძველი კომპიუტერი პროგრამული უზრუნველყოფის გადამუშავებას დაზიანებებით ახდენს, რაც მის გამართულ მუშაობას უშლის ხელს.


არსობრივად ეს იმას ნიშნავს, რომ დაბერება შექცევადი პროცესია და ის ასაკზე დამოკიდებული არ გახლავთ.


ასაკი


სინკლერი ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, როგორც კი ასაკოვან ადამიანებში ხელახლა გააქტიურდება სხეულის უნარი, სწორად წაიკითხოს უჯრედების გენომი, ახალგაზრდობა დაგვიბრუნდება მაშინაც კი, თუ ძალიან ხანდაზმულები ვართ და ასაკის თანმხლები დაავადებებისგან ვიტანჯებით.


ჰარვარდის უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორმა თქვა, რომ მისმა გუნდმა რამდენჯერმე წარმატებით შეცვალა თაგვების უჯრედები, რაც იმას გვიჩვენებს, რომ გაახალგაზრდავება მრავალგზის არის შესაძლებელი. მისი გუნდი ამჟამად აპირებს პრიმატების უჯრედების გენეტიკურ გადატვირთვას. ამის შემდეგ რჩება დაბერების საწინააღმდეგო საშუალებების გამოცდა ადამიანებზე და თუ ეს გამოცდაც წარმატებით ჩაივლის, დაბერება ისეთივე ჩვეულებრივი პროცესი გახდება, როგორც ნებისმიერი იმ დაავადების მიმდინარეობა, რომლის განკურნება შესაძლებელია.

2
156
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
156
  
2023, 31 იანვარი, 19:56
მოწონება კი იყოს აგერ,,, აქ რომ ტილიან კაპიკებს გვიხდიან ზუსტად ისეთ ციფრებში, როგორც ათი წლის წინ და ამათ ელდორადოსი არაფერი გაძვირებულა, ისევ ასე თუ წავამატებინებთ ერთმანეთისთვის ისევ კაპიკებს...
2023, 31 იანვარი, 19:54
ადამიანის სხეულში რამდენი უჯრედია, გეხოდინებათ... თითოეულ უჯრედში არის ქრომოსომების ერთი და იგივე ნაკრები - გენოტიპი, გენომი, ახლა წარმოგიდგენიათ, თითოეული უჯრედი როგორ უნდა გადატვირთონ? ადამიანის ორგანიზმი არაა კომპიუტერული მანქანა, დენის წაროს შეაერთო, მისცე რესტარტი და გადაიტვირთოს. და თუ ამ შესაძლებლობას რუდუნებით შემოგვთავაზებენ, მაშინ მზად უნდა იოს იმისთვისაც,რომ დედამიწაზე ადამიანის პოპულაცია გეომეტრიული სიჩქარით დაიწყებს ზრდას. ახალგაზრდაორგანიზმს რეპროდუქციის უნარიც აქვს და იმიტომ... ამას კი იქ " ზევით" თუმცა ღმერთის ქვევით, არ დაუშვებენ არასდროს.
0 1 2