x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ირანის სტრატეგიული სამხედრო ობიექტები დრონებით დაიბომბა, ირანში სამხედრო განგაშია
image ცნობილი ფაქტია ირანი ხელს უწყობს სირიაში და ღაზას სექტორში ტერორისტულ ორგანიზაციებს, იქნება ეს ფინანსური დახმარება თუ სამხედრო დახმარება.


უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსულ აგრესიაში ირანულმა დრონმა-კამიკაძეებმა ძალიან ეფექტურად იმუშავეს თავიდან, დრონები ძალიან იაფად იყიდა რუსეთმა ირანისგან და პირველ ეტაპზე წარმატებითაც იყენებდა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლებსი, თუმცა მას შემდეგ რაც უკრაინამ მიიღო სათანადო შეიარაღება ირანული დრონების ეფექტურიბა მინიმუმამდე დაეცა.


დღეს დილით ირანში დრონებით მასიურად დაიბომბა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, დარტყმები წერტილოვანი იყო და სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.


როგორც "BBC" იტყობინება: დღეს დილით, გამთენიისას მძლავრი აფეთქებების სერია განხორციელდა ირანის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე, საუბარია სამხედრო დანიშბულების ინფრასტრიქტურაზე.



როგორც "IRNA", ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო იუწყება ქალაქ შაჰიდ-სალიმში აღმოსავლეთ აზერბაიჯაბის საზღვართან ახლოს აფეთქდა ძრავის ზეთების მწარმოებელი უზარმაზარი საწარმო.


საინფორმაციო სააგენტო "Tasnim"-ი იუწყება: რომ დრონების თავდასხმა მოხდა ასევე იპაჰანის ცენტრალურ პროვინციაში სამხედრო დანიშნულების საწარმოზე, რომელიც საბრძოლო მასალებს უშვებს.


ასევე იტყობინებიან ირანის დასავლეთით ქალაქ დიზფულში მდებარე ავიაბაზას შეუტიეს დრონებმა, ასევე დრონების შეტევა განხორციელდა სამხედრო ობიექტებზე ქალაქებში ჰამადანი ირანის დასავლეთ ნაწილში და ქალაქ რეშტში, ირანის ჩრდილოეთ ნაწილში.


აფეთქებების ხმაი ისმოდა თეირანშიც, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აწვდიან ინფორმაციას ტელეარხ "Al Arabiya"-ს დრონების თავდასხმის ობიექტები გახდა ასევე სამთავრობო ობიექტები.


ირანის ხლისუფლებამ განგაში გამოაცხადა და ირანის ცაში აფრინდნენ ირანული გამანადგურებლები, რომლებიც ამ დრომდე მორიგეობენ ირანის ცაში.


ასევე ვრცელდბა ისრაელის პრემიერის განცხადებით: "დღეს ღამით ჩვენ გადავწყვიტეეთ შეგვეტია ტერორისტული ორგანიზაციისათვის. ჩვემი პასუხი იქნება მძლავრი, სწრაფი და ზუსტი. ვისაც უნდა ჩვენი დაზარალება, ჩვენ მას სერიოზულად დავაზარალებთ.


0
133
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
133