x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134498
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508559
მიხეილ სააკაშვილის მამამ "ვივამედის" კლინიკურ დირექტორს გადადგომისაკენ მოუწოდა


image
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, მან როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ დაარღვია კანონი და უკანონოს შემოაღწია საქართველოში, რის გამოც დაკავებულ იქნა კანონიერად.


მაგრამ როცა ხედავ რომ ეს კაცი თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი შენს ქვეყანას უქმნის პრობლემას საერთაშორისო პოლიტიკური იმიჯის მხრივ, ვალდებული ხარ გადადგა კომპრომისული ნაბიჯი და ეს პრობლემა მოიშორო, გადასცე ეს კაცი იმ ქვეყანას რომლის მოქალაქეცაა, ამ შემთხვევაში საუბარია უკრაინაზე.


1 წელია სააკაშვილის მომხრეები გაიძახიან კაცი კვდება, კვდებაო, და ეს მაშინ როცა ყოფილი პრეზიდენტი საკმაოდ დიდი მოცულობის ტექსტებს წერს და უგზავნის ქართულ ოპოზიციას და უცხოელ ლიდერებს, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს, რომელსაც პასუხიც კი არ გაუცია ამ წერილზე.


კი ბატონო სააკაშვილი დასასჯელია იმ რეჟიმის შექმნისათვის რაც მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში იყო საქართველოში, დასასჯელია იმისათვის, რომ გარს შემოიკრიბა სადისტური მიდრეკილებების მქონე ადამიენები, მინისტრებად ნიშნავდა გაუნათლებელ, დანიშნული დანამდებობისათვის სრულიად შეუსაბამო ადამიანებს.



ვერა ქობალია თუნდაც, რომელიც ეკონომიკის მინისტრად დანიშნა რომელსაც არანაირი სახის სამსახურეობრივი გზა არ ჰქონდა მანამდე გავლილი, მიმო კალანდაძე რომელსაც ისე ესმოდა საგარეო პოლიტიკა, როგორც მე ჩინური, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ხათუნა კალმახელიძე რომელიც პატიმრების წამებაზე თვალებს კი არ ხუჭავდა, არამედ სრულიად იბრმავებდა.


კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობაა იმისი დადასტურება, თუ როგორ შეიძლება ღატაკი იქცეს რამდენიმე წელიწადში მილიარდელად.


შსს-ს მინისტრს, შემდგომში კი უკვე მთავრობის ხელმძღვანელ მერაბიშვილს გიორგი რურუამ პირდაპირ საჯაროდ დასდო ბრალი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში.


მერაბიშვილმა "გაუჩალიჩა" ბაჩანა ახალაიას ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა ესეც ფაქტია.


სწორედ მერაბიშვილის დამსახურებით დაიშალა საქართველოში ყველაზე ბრძოლისუნარიანი გორის ცალკეული სატანკო ბატალიონი, გახსოვთ ალბათ ორ გვამს რომ ითხოვდა მერაბიშვილი.


მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დავუშვი მერაბიშვილი უნდა მომეხსნაო!
უნდა მოგეხსნა კი არა უნდა დაგეკავებინა და კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაგესაჯა.


ქვეყნის პრემიერის გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილიც მიაფუჩეჩეს.


ჯანდაბას ამას შევეშვათ, 2008 წელს როცა ქართველი სამხედროები რუს ოკუპანტებს ვებრზოდით სააკაშვილმა სიმბოლურ ფასად საკუთარ დედას-გიული ალასანიას ტექნიკური უნივერსიტეტის ერთი კორპუსი აჩუქა.


აღარაფერს ვამბობ საკუთარი მამა (დიდი ვერაფერი ექიმი, როგორც სამედიცინო წრეებში ამბობენ) "ლეჩკომბინატის" დირექტორად დაანიშნინა.


ახლა კი ეს ექიმი გამოდის და "ვივამედის" აღმასრულებელ დირექტორს გადადგომისკენ მოუწოდებს.


არ მესმის რატომ უნდა გადადგეს ის კაცი ნიკოლოზ სააკაშვილის მოწოდების გამო.


ერთი რამ ცხადია და ფაქტია, მიხეილ სააკაშვილი პრობლემას უქმნის საქართველოს პოლიტიკურ იმიჯს და ის დროულად უნდა იქნას დეპორტირებული უკრაინაში, არანაირი ვალდებულება არა გვაქვს ჩვენი ხარჯებით უმკურნალონ მას მსოფლიოს რომელიმე წამყვან კლინიკაში.


გიული ალასანიას ჩაცმულობას და ნიკოლოზ სააკაშვილის სურათს თუ დააკვირდებით მიხვდებით, არ უჭირთ მათ ფინანსურად და უკრაინაში დეპორტირებული შვილი, სადაც უნდათ იქ წაიყვანონ.

0
80
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
80