x
image
დავითი ჩუთლაშვილი
10 დაუჯერებელი ფაქტი კოსმოსის შესახებ, რომელიც შენ აუცილებლად უნდა იცოდე!
შესაძლოა კოსმოსი ძალიან გაინტერესებდეს, მაგრამ დაგენაძლევები, რომ იმ გასაოცარი ფაქტების აბსოლუტური უმრავლესობა, რაზეც ამ სტატიაში გვექნება საუბარი, ჯერჯერობით არ იცი. მაგრამ ეს პრობლემა არ არის: წაიკითხე, გაოცდი და ისწავლე. მაშ ასე, დავიწყოთ:


1. ვირუსები სამყაროს ყველაზე საოცარი არსებები არიან. დედამიწაზე ისინი იმდენად გავრცელებულ ცოცხალ ორგანიზმებს წარმოადგენენ, რომ ყველა მათგანი ერთმანეთზე რომ დაგვედო, მივიღებდით კოშკს, რომელიც გასცდებოდა მთვარეს, მზეს, კენტავრის ალფას, ჩვენს გალაქტიკას და მიაღწევდა 200 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ ერთ-ერთ შორეულ გალაქტიკას.


2. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ასტრონავტები მზის ამისვლას და ჩასვლას დღეღამეში 15-ჯერ ხედავენ.


3. მზის დაბნელების დროს დედამიწაზე მყოფ დამკვირვებელს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს მზე და მთვარე თანაბარი სიდიდის ციური სხეულები იყვნენ. არადა, ეს გასაოცარი დამთხვევის შედეგია: მზე 400-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე მთვარე, მაგრამ მისგან 400-ჯერ უფრო შორს მდებარეობს.



4. სკაფანდრის გარეშე ადამიანს 2 წუთამდე შეუძლია კოსმოსში გაძლება.


5. მარსზე დაისი ლურჯი ფერისაა.


6. იმის გამო, რომ ყოველწლიურად დედამიწა მზეს სულ უფრო ნელა უვლის გარშემო, ყოველი მომდევნო წელიწადი ერთი წამით უფრო გრძელია, ვიდრე წინა.


7. დედამიწა ერთადერთი პლანეტაა მთელ მზის სისტემაში, სადაც ცეცხლის დანთება შეგიძლიათ. არცერთ სხვა რომელიმე პლანეტაზე საამისოდ საკმარისი ჟანგბადი არ მოიპოვება.


8. ვენერა თავისი ღერძის გარშემო საათში 6, 5 კილომეტრის სისწრაფით ბრუნავს. ამრიგად თქვენ ფეხით შეგიძლიათ მას ირგვლივ იმაზე სწრაფად შემოუაროთ, ვიდრე ის ამას მოასწრებს.


9. NASA უახლოესი 6 წლის მანძილზე მთვარეზე მცენარეების გახარებას გეგმავს.


10. “ცხელ ნეპტუნებს” უწოდებენ ეგზოპლანეტებს, რომლებზეც ზედაპირის ტემპერატურა 6000 გრადუსია. ეს პლანეტები ცხელი ყინულის ლოდებით გახლავან დაფარულები, რაც კოლოსალური წნევის ზემოქმედებით წარმოიქმნება.


კოსმო

0
686
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
686
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0