x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ტრამპი: პირველი და მეორე მსოფლიო ომები ყველას „პატარა ბრძოლებად“ მოეჩვენება
image
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სისუსტემ და არაკომპეტენტურობამ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე მიიყვანა.ეს მოსაზრება თეთრი სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა.


„თავისი სისუსტითა და არაკომპეტენტურობით ბაიდენმა მიგვიყვანა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე.“ - თქვა მან სამხრეთ კაროლინაში რესპუბლიკელებთან საუბრისას.



პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის ამპლუაში „მშვიდობას ძალის მეშვეობით დააბრუნებს“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის რომ იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მაშინ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი არ იქნებოდა.



ტრამპმა დასძინა, რომ მზად არის 24 საათის განმავლობაში მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას.




27 იანვარს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ის დაბრუნდება სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე, მას სურს შექმნას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ქვეყნის თავზე „რკინის გუმბათის“ მსგავსი, როგორიც ისრაელს აქვს. მისი თქმით, მესამე მსოფლიო ომი ისეთი საშინელი კატასტროფა იქნება, რომ პირველი და მეორე მსოფლიო ომები ყველას „პატარა ბრძოლებად“ მოეჩვენება. ის თვლის, რომ კატასტროფის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ბრძოლისთვის მომზადება „არნახული სიმძლავრის ტექნოლოგიით.“


0
128
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0