x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
„ის არ გეყოფოდათ, წლების განმავლობაში დედებს შვილებს რომ პარავდით, ახლა..." - თამუნა მუსერიძე „ჩაჩავას კლინიკასთან" აქციებს აანონსებს
თამუნა მუსერიძე


ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ჩაჩავას კლინიკასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ქვეყნებს და სამშობიაროსთან აქციებს აანონსებს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:


„თქვე უნამუსოებო!


ის არ გეყოფოდათ, წლების განმავლობაში დედებს შვილებს რომ პარავდით, ახლა ქალებს მშობიარობის ისტორიის მოთხოვნაში 50 ლარი დაუწესეთ გადასახადი? არაადამიანებო! არც ერთ სამშობიაროში არ ხდება მსგავსი ამაზრზენი ფაქტი! არცერთში!
ჰოდა, დაგველოდეთ! აქციებს თქვენი სამშობიაროდან დავიწყებთ!" - წერს მუსერიძე.



პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აქვე, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს თამუნა მუსერიძის აღნიშნული პოსტიდან:

„Tika Miqaberidze
მანდ ბავშვი კინაღამ მომიკლეს. ეგ დამავიწყდება? რო ვიმშობიარე ფილტვი არ გაეხსნა და მთელი ღამე ართქვეს ბავშვი ისე იყო და მიზეზი? დაკავებული იყო აპარატი, თანამშრომლის შვილიშვილი წევსო."


„Elene Shavtvaladze
თამუნა მე მინდოდა ჩემი შვილის მშობიარობის ისტორიის მოთხოვნა რომელიც 2010 წელს დაიბადა, მაინტერესებდა ვინ იყო ის ექთანი როდესაც მას აცრა გაუკეთეს.... ( დიდი ისტორიაა და მინდოდა ეს ინფორმაცია მცოდნოდა) ხოდა პასუხი იყო ასეთი კონფიდენციალურიაო ინფორმაციაო ვერ გაიგებ მაგასო????????????"


„Mancho Tamazashvili
1 წლის წინ 40ლარი გადამახდევინეს ფურცელში აღრიცხვაზე სადაც ვიდექი იქიდან რო გაეტანებინათ ე.წ. გავცლა გამოცვლის ფურცელში და დეკრეტული თანხა რო დამრიცხვოდა 1000ლარი იმ ფურცელშჲი პლიუს 50 ლარი.. ოღონდ სხვა კლინიკაშიი მარტო ფურცლებში 90ლარი გადამახდვინეს ანუ".


მუსერიძე





0
505
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0