x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
გელა ზედელაშვილი: „აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! იწყება საყოველთაო მობილიზაცია..."

გელა ხაბეიშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან და თავმჯდომარეობის კანდიდატთან ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„აი, თურმე რაში ყოფილა საქმე!

არმიასა ჰქმნის, არმიას!


ამ ეტაპზე მეზარბაზნეებს აგროვებს, მძიმე „ტეხნიკა" გააქვს ფრონტის წინა ხაზზე. ყველა ნიუანსი კონტროლზეა, ყველა დეტალს ჭოგრიტით ამოწმებს. მარჯვენა ფლანგზე პეტრე ცისკარიშვილის ბატალიონი განლაგდება, მარცხენა ფლანგზე - ვანო მერაბიშვილისა, ცენტრალურ ნაწილს თვითონ დაიკავებს, როგორც ძლევამოსილი მხედართმთავარი.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, 30 იანვარს დილის 9 საათიდან საქართველოში იწყება საყოველთაო მობილიზაცია, რათა სასწრაფოდ დაკომპლექტდეს არმია ტრ...წა ლევანას მეთაურობით.



იცოდეთ, ყველა წვრილმანი, ყველა ნიუანსი, ყველა დეტალი გაკონტროლდება ციფრული ჭოგრიტით, შეუმჩნეველი არაფერი დარჩება. პირველი იერიში მიტანილ იქნება სოლოლაკზე, რუსი ოლიგარქის სასახლეზე. მართალია, ოლიგარქი ამჟამად იქ არ იმყოფება, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, არმია დიდ გამოცდილებას მიიღებს აღმართებში აღტყინებით ასვლისას და შემდეგ იქიდან გამოქანებისას.


მეორე იერიში განხორციელდება ჭორვილაზე, აუცილებლად არის ასაღები ოლიგარქის ზაფხულის სასახლე!


აი, თურმე რაში ყოფილა საქმე... აი, თურმე რატომ დაიწყო ვარჯიში, ამ ჩვენის კირაკოსიანმა!


ხედავთ, როგორი სამამულო აზრები ჰქონია უზურში?!


თქვენი არ ვიცი და... როდესაც მე შვილიშვილები მკითხავენ, მაგ დროს სად იყავიო, ალბათ ვეტყვი: მაშინ სიცილით მამკლეს, ბაბუ!" - წერს გელა ზედელაშვილი.


გელაა







0
380
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0