x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტერენტი გრანელის პასუხი შალვა დადიანს...
ყველასთვის ცნობილია, რომ ტერენტი გრანელი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა, ამის გამო მას ძალიან ღარიბულად ეცვა. იმ დროს, როდესაც თბილისის ქუჩებში, საუკეთესოდ გამოწყობილნი დაიარებოდნენ ნიკო ნიკოლაძე, გერონტი ქიქოძე, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა დადიანი და სხვები. ტერენტი გრანელი ხშირად სატინის ხალათითა და გახეული ფეხსაცმლით ჩნდებოდა. ტერენტი შეყვარებული იყო შალვა დადიანის ძმისშვილზე, ნინო დადიანზე, ამიტომ ხშირად მის სახლთან იჯდა ეკლესიის გვერდით და მის გამოჩენას ელოდებოდა. ეს ფაქტი არ გამორჩენია უყურადღებოდ შალვა დადიანს და ერთხელაც ესოდენ უცნაურად ჩაცმული ტერენტი რომ დაინახა, მიუგო:
"ჩაიცვით, ყმაწვილო, ჩაიცვით."
ამ ფაქტმა განაპირობა ტერენტის გულისტკივილი და შალვას მან ლექსით უპასუხა:
"ბატონო შალვა, არამც თუ კაცმა
ბავშვმაც კი იცის, ჭამა და ჩაცმა.
თქვენ სიღატაკეს არ იცნობთ ალბათ,
რომელიც არის პატარა ჯვარცმა."
image
0
170
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0