x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"მერე იტყვიან, რომ ოპოზიციური ვნება მალაპარაკებს"- რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სამწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჩინეთში კოვიდ ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე გაუმართლებლად მიიჩნევს:


"ახლა ელაპარაკე ამათ.გაქანებული კოვიდ--პანდემიაა ჩინეთში, ცხედრებს უკვე კორპუსების წინ წვავენ, მთელი მსოფლიო შეზღუდვებს აწესებს ჩინურ ავიარეისებზე და ამათ ახლა აღადგინეს მიმოსვლა. მერე კიდევ იტყვიან, რომ ოპოზიციური ვნება მალაპარაკებს."- წერს შალვა ნათელაშვილი.


ცნობისთვის, სამწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა. ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია "China Southern Airlines"-მა განაახლა.


"სასიხარულოა, რომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ტრადიციულად, ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით. დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის ჩამოსვლას, აგრეთვე დადებითად აისახება 2023 წელს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე და დამატებითი სტიმული გახდება საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებითაც, “ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.


რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს შესრულდება.





0
111
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
111