x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თინა კანდელაკმა რუსეთს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და განათლებული ხალხის ქვეყანა უწოდა
image

გაზპრომ-მედიის გენერალური დირექტორის მოადგილემ თინა კანდელაკმა Studfest-ის სესიაზე განმარტა, თუ რა იზიდავს უცხოელებს რუსეთში.


25 იანვარს ქ.პეტერბურგში სტუდენტური სამეწარმეო ფესტივალი "Studfest"-ი გაიმართა. ახალგაზრდა თაობაში მეცნიერებისადმი ინტერესის გაზრდის პერსპექტივების განხილვისას, თინა კანდელაკმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ფეხი შედგა ახალ ეპოქაში, როდესაც განსაკუთრებით დაფასდება ადგილობრივი მეცნიერები, რუსული ტექნოლოგია და პროექტები.


მან აღნიშნა, რომ რუსეთი რჩება პერსპექტიულ, საინტერესო ადგილად ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერებისთვის. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არის ყველაზე განათლებული და ყველაზ ელამაზი ხალხის ქვეყანა. რუსულ მეცნიერებას განსაკუთრებული პოტენციალი აქვს და ახლა დადგა მისი აყვავების დრო.



„დასავლეთში მუდმივად გვეუბნებიან: „ უნდა აირჩიოთ“. ანუ რაღაც უმცირესობის ნაწილი უნდა იყო, რომელიმე უმცირესობას უნდა დაუჭირო მხარი, რომ დისკურსში იყო აქტუალური. მაგრამ, მაპატიეთ, სამყარო მაინც უმრავლესობაა. ყველა, ვინც რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, ისევე როგორც მე, (და ამის თქმის უფლება მაქვს, რადგან საქართველოდან გადავედი რუსეთში)აი რას აწყდება - მეტროში ჩავა და ამდენ ლამაზ ადამიანს ნახულობს! ასე არ ხდება! მთელ მსოფლიოში ვიმოგზაურე და არასოდეს მინახავს ამდენი ლამაზი ადამიანების ასეთი კონცენტრაცია, როგორიც რუსული მეტროს ვაგონში ვნახე. რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ქვეყანაა. კვლავ ძველებურად განათლების სისტემაში დაწყებით სკოლაში ლიდერები ვართ, სწრაფი კითხვით, სიჩქარით, რომლითაც ბავშვები მოთხრობის კითხვას იწყებენ, იმიტომ, რომ ესეები და მოთხრობები იწერება“, - განაცხადა კანდელაკმა.


გარდა ამისა, კრემლის პროპაგანდისტმა აღნიშნა, რომ დღეს დადგა დრო, რომ გზა დავუთმოთ ახალგაზრდებს, შემოქმედებით ადამიანებს, რომლებიც მზად არიან თავი გამოიჩინონ მეცნიერებაში, მედიაში და სხვა პერსპექტიულ ინდუსტრიებში, რათა გახდნენ დიდი რუსი მეცნიერების, მხატვრების, მწერლების თაობის სამაგალითო გამგრძელებლები .


თინა კანდელაკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მომავალი ახლანდელ თაობაზეა დამოკიდებული.

1
127
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
127
  
2023, 28 იანვარი, 22:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1