x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რომელი იყო ის ერთადერთი გამოსვლა და სიმღერა, რომელიც ალა პუგაჩოვამ და სოფია როტარუმ ერთად შეასრულეს?
image

სოფია როტარუ და ალა პუგაჩოვა - მათი სახელები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. ამ ორმა მეგავარსკვლავმა, რომლებსაც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან ვიცნობთ უამრავი შესანიშნავი სიმღერა გვაჩუქეს, თუმცა არც ისაა საიდუმლო და ბევრმა მუსიკის მოყვარულმა იცის, რომ ამ ორ ქალბატონს შორის მუდმივი მეტოქეობა მიდიოდა პირველობისთვის.


ორ პოპ დივას შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ 70-იან წლებში დაიწყო. უფრო მეტიც, ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ თავიდან პრიმადონას ვარსკვლავი აკაშკაშდა სცენაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა მისი ეგრეთ წოდებული მეტოქე როტარუ. სინამდვილეში, ყველაფერი გარკვეულწილად სულ სხვაგვარად იყო.არტისტების დებიუტი დაახლოებით ერთი და იმავე დროს შედგა, მაგრამ სოფია როტარუმ პოპულარობა, სიყვარული და საყოველთაო აღიარება თითქმის მაშინვე მოიპოვა, ხოლო ალა პუგაჩოვას პირველი დიდი წარმატება მხოლოდ "არლეკინის"(1975) გამოსვლის შემდეგ ხვდა წილად.


”ალა ბორისოვნას ეშინოდა კონკურენციის და აბსოლუტურად ესმოდა, რომ როტარუ მასზე უარესად არ მღერის. უარესი ხმა არ აქვს, ტექსტურა სადღაც უკეთესია, ხიბლი შეიძლება უფრო მეტიც. მას ესმოდა და ეშინოდა, ”- განაცხადა მომღერალმა სერგეი მინაევმა ალა პუგაჩოვას შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში.



მაგრამ ყველაზე დიდი მტრობა ამბობენ ფილმი «Душа»-ს შემდეგ დაიწყოო, სადაც პუგაჩოვას ნაცვლად როლი სოფია როტარუს ერგო, მოგვიანებით ამ ჭორს ფილმის რეჟისორი ალექსანდრე სტეფანოვიჩი გამოეხმაურა და თქვა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა და საუბარი სულ სხვა პროექტზე იყოო.



ამბობენ, რომ ჯერ კიდევ 70-იან წლებში ეს ორი პოპ დივა ცდილობდა შერიგებას, მაგრამ მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.


ამის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, არტისტები ცდილობდნენ ნეიტრალურები ყიფილიყვნენ, ერიდებოდნენ ერთმანეთს და სადაც პუგაჩოვა იყო, იქ იშვიათად როტარუ გამოჩენილიყო, ან პირიქით, სადაც როტარუ იყო, იქ პუგაჩოვას ვერ ნახავდით.


მაგრამ 2012 წელს ურთიერთობები საბოლოოდ გაუარესდა მას შემდეგ, რაც პუგაჩოვამ პირადად ამოშალა თავისი მოსისხლე მეტოქე საშობაო-საახალწლო შოუების მონაწილეთა სიიდან.


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სოფია როტარუმ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთში, მოულოდნელად მხარი დაუჭირა თავის „მუდმივ მეტოქეს“ ალა პუგაჩოვას, რომლის მიმართაც გარკვეული ადამიანები სიძულვილს ანთხევენ რუსეთის ფედერაციის დატოვებისა და ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო.


მოლდავური წარმოშობის უკრაინელმა მომღერალმა პუგაჩოვას პოსტს დაუწერა "მოწონება"

image

გულშემატკივრები გაოცებულნი დარჩნენ იმით, რომ მომღერლებმა, რომლებიც მთელი კარიერის განმავლობაში თითქმის მოსისხლე მტრებად ითვლებოდნენ, მოულოდნელად გამონახეს საერთო ენა ასეთ დელიკატურ საკითხზე.


მაგრამ ახლა მივადექით მთავარ საკითხს, მიუხედავად ამისა, იყო ერთადერთი შემთხვევა, 2009 წელს, როდესაც პუგაჩოვა და როტარუ ერთად გამოვიდნენ სცენაზე და შეასრულეს Тату -ს ცნობილი ჰიტი

"Нас не догонят"




1
232
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
232
  
2023, 28 იანვარი, 22:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1