x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯოკოვიჩმა თავი იმართლა მამამისის გამო, რომელიც რუსეთის დროშით ხელში დააფიქსირეს
image

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კომენტარი გააკეთა რუსეთის დროშის გამო აგორებულ სკანდალზე, რომელიც სპორტსმენის მამას ხელში ეჭირა. ამის შესახებ Fox Sports იტყობინება.



ნოვაკის თქმით, მამამისი სრჯანი არ უჭერს მხარს რუსეთის მიერ უკრიანაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს და მისი სიტყვები არასწორად გაიგეს. სპორტსმენი ირწმუნება, რომ მამამისი უბრალოდ გულშემატკივრების გვერდით დადგა, რათა მადლობა გადაეხადა მათთვის.


შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობის 1/4 ფინალში ჯოკოვიჩის რუს ანდრეი რუბლევთან გამარჯვების შემდეგ, ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც სპორტსმენის მამა სრჯანი დგას მამაკაცის გვერდით, რომელსაც მაისურზე ასო Z- აწერია და ასევე. ხელში რუსული დროშა უჭირავს ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ამის შემდეგ სრჯანი ვიდეოში ამბობს "რუსებს გაუმარჯოს".


image

ამისთვის ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციამ ნოვაკ ჯოკოვიჩს გაფრთხილება მისცა ტურნირის მიმდინარეობისას პოლიტიკური შეხედულებების გავრცელების გამო.


გასულ კვირას უკრაინელების მოთხოვნით მელბურნ პარკის ჩოგბურთის ცენტრში რუსული სიმბოლოები აიკრძალა. თუმცა, სერბმა გულშემატკივრებმა სახელმწიფო დროშების ფერების მსგავსებით ისარგებლეს და რუბლევისა და ჯოკოვიჩის მეოთხედფინალური მატჩის დროს ტრიბუნებზე რუსეთის დროშები გაიტანეს. შედეგად, აქციის ოთხი მონაწილე ტრიბუნებიდან გააძევეს, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ დაკითხა.


„ადამიანთა მცირე ჯგუფმა გამოფინა მიუღებელი დროშები და სიმბოლოები და შემდეგ დაემუქრნენ დაცვის თანამშრომლებს, ინციდენტის შესახებ ინფორმირებული არიან მოთამაშეები და მათი გუნდები, " - ნათქვამია Tennis Australia-ს განცხადებაში."

4
174
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
174
  
2023, 4 თებერვალი, 23:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 1 თებერვალი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 28 იანვარი, 23:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 28 იანვარი, 22:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4