x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
"ეს რა ჰქენით ფუჰ!”- რამ აღაშფოთა თაკო ჩარკვიანი

image


ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს საჯაროდ მიმართავს და მათ მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას "მოშორებისკენ" მოუწოდებს:


"რა სიბინძურეში ხართ ნაც მოძრაობა???? ( ცხადია, რასაც ვამბობ, გულწრფელ იდეალისტ ამომრჩეველს არ ეხება, პარტიის სათავეს გგულისხმობთ) ეს რა დღეში ჩაგაგდოთ “მელაკუდა” თავმჯდომარემ, მოძრაობა უძრაობად აქცია და ეს “წუმპე”, რაც ახლა ხდება, რომ უნდა მოიშოროთ ამას რა კითხვა უნდა?!
გამოხედვა აღარ მინდა, ჩემს გარშემო ყველა ასეა, ეს რა ჰქენით ფუჰ! საკუთარი ლიდერი -მოწამლული დაუძლურებული პრეზიდენტი ვერ დაგიცვიათ, თქვენ ვინ უნდა გენდოთ ! ეს რა ჰქენით ფუჰ!”- წერს თაკო ჩარკვიანი.


შეგახსენებთ, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება და ხმის მიცემა დღეს, 10:00 საათიდან იწყება. პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი - მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულთა რიცხვი დაახლოებით, 50 000 ადამიანს შეადგენს.


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება. კობა ნაყოფიას თქმით, 30 იანვრის, 12:00 საათისთვის საზოგადოებისთვის შედეგები უკვე ცნობილი იქნება.





0
169
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
169