"ტაბულას" და "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი მის გარშემო გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს:
"ხალხო გაზპრომზე მიყიდვით დაწყებული, ტუალეტის ქაღალდის მოპარვით გაგრძელებული, რას არ გვაბრალებდნენ ნაცები 2016 წლიდან მოყოლებული.
დაქირავებული ბინძური ჭორიკნებით - ელისო კილაძეებით და სხვებით ავრცელებდნენ რომ თითქოს ფსიქიატრიულში ვიწექი. რომც ვწოლილიყავი მერე რა, მაგრამ ფაქტია რომ გვაბრალებდნენ უსაზიზღრესი კაგებეშნიკური მეთოდებით, დისკრედიტაციის მიზნით და იარაღად იყენებდნენ როგორც ტელემედიას, ისე ინტერნეტმედიას, ისე ტროლებს.
ეკა ხერხეულიძეს ყურები მაშინ უნდა გამოეფხიკა, როცა მისი ბელადი ასე იქცეოდა ჩვენ მიმართ … ახლა რა გასაკვირია რომ მის კართანაც წამოწვა ბელადის მიერ გამოშვებული ჯინი.
ეს ჯინი ყველასთან მოვა და “გაგებით მოეკიდეთ” - თქვენი ბელადის გამოშვებულია."- ვკითხულობთ თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქპოსტში.