x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გაიხსენე ყველაფერი": საინტერესო ფაქტები და ფოტოები ფილმის გადასაღები მოედნიდან

image


1. დენ ო'ბენონი და რონალდ შუსეტი ამ ფანტასტიკური ჟანრის სცენარზე ჯერ კიდევ 70-იან წლებში მუშაობდნენ, თუმცა მასზე მუშაობის პროცესშივე მიხვდნენ, რომ ამ ისტორიის ეკრანიზაცია ძალიან ძვირი დაჯდებოდა, შემდეგ მწერლები სხვა სცენარზე გადაერთნენ, რომლის მიხედვითაც ფილმი "უცხო" გადაიღეს.


image


2. ფილიპ დიკის რომანის "მეხსიერების სიღრმიდან" ეკრანიზაცია ერთ-ერთ ბოლო ჰოლივუდურ ფილმად ითვლება, რომლისთვისაც სამგანზომილებიანი კომპიუტერული გრაფიკის ნაცვლად ფართომასშტაბიანი დეკორაციები აიწყო.


image


3. თავდაპირველად სცენარი დინო დე ლაურენტისის ხელში მოხვდა. ეს პროდიუსერი მთავარ როლში პატრიკ სუეიზის ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ სცენარის მიმართ ინტერესს თავად შვარცნეგერიც იჩენდა.


image


4. მთავარი როლის მიღების შემდეგ არნოლდ შვარცნეგერმა ფილმის მესვეურებს სცენარში გარკვეული ცვლილებების შეტანა შესთავაზა. თავდაპირველი ვერსიით, მთავარი გმირი ოფისის თანამშრომელი უნდა ყოფილიყო, თუმცა არნოლდის ინიციატივით მისი პერსონაჟი მშენებელი გახდა.


image


5. შერონ სტოუნი გადაღებების დროს იმდენად შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებოდა, რომ მისი მომზადების დონით აღფრთოვანებულმა არნოლდ შვარცნეგერმა მსახიობს "ტერმინატორი ქალიც" კი უწოდა.


image


6. 1990 წელს გადაღებული ფილმის რეჟისორი პოლ ვერჰოვენი შერონ სტოუნის სამსახიობო თამაშით აღფრთოვანებული იყო. ნიდერლანდელ რეჟისორს იმდენად მოეწონა მსახიობის ერთი გმირიდან მეორეში გარდასახვის უნარი რომ გადაღებების დასრულებისთანავე დამწყებ ვარსკვლავს "ძირითად ინსტინქტში" მთავარი როლიც კი შესთავაზა.


image


7. გადაღებები მეხიკოში მიმდინარეობდა. არასათანადო სანიტარული პირობების გამო კი თითქმის მთელი გადამღები ჯგუფი კვებითი აშლილობით იტანჯებოდა. გადასაღები მოედნის ახლოს ექიმებს მორიგეობა გამუდმებით უწევდათ.


image


8. კვებით ინტოქსიკაციას მხოლოდ შვარცნეგერი გადაურჩა. "მტაცებლის" გადასაღებ მოედანზე ანტისანიტარიულ პირობებში მსახიობმა იმდენად მწარე გამოცდილება მიიღო, რომ პოლ ვერჰოვენის ფილმის გადაღებისას ის საკვებს ამერიკიდან უკვეთავდა.


image


9. მარსიანელი მცველების როლში ფილმში ნამდვილი მექსიკელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ.


image


10. ფილმი ყველაზე ძვირადღირებულ ჰოლივუდურ ფილმად იქცა, თუმცა ეს ტიტული მას მხოლოდ მცირე ხნით ერგო, სულ მოკლე დროში ყველაზე ძვირადღირებული ფილმი "ტერმინატორი 2" გახდა.


image


11. შემოქმედებით ჯგუფს ორი სარეკლამო კონტრაქტი ჰქონდა. ერთი "კოკა-კოლასთან", მეორე "პეპსი-კოლასთან". სირთულე კი იმაში მდგომარეობდა რომ ფილმში ეს ორი ბრენდი ერთმანეთში არ უნდა გადაკვეთილიყო. სურათის მესვეურნი სიტუაციიდან ორიგინალურად გამოვიდნენ. ფილმში "კოკა-კოლა" მხოლოდ დედამიწაზეა, ხოლო "პეპსი-კოლა" მარსზე.


image


12. არნოლდ შვარცნეგერს ფილმის ორიგინალური ტრეილერი არ მოეწონა. მსახიობის თქმით, ის ფილმის სრულ მასშტაბს ვერ გადმოსცემდა, ამიტომ მისივე დაჟინებული თხოვნით ტრეილერი გადაკეთდა.


image


13. ფილმის გამოსვლისთანავე ჟურნალმა "Playboy"-იმ გამოუშვა ნომერი შერონ სტოუნის მონაწილეობით.



image


14. ფილმის საერთო მოგებამ, რომლის ბიუჯეტიც მხოლოდ 65 მილიონი იყო 261 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.










0
589
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
589