x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ახალმა კვლევამ გამოავლინა საუკეთესო ადგილები, სადაც ატომური კატასტროფის შემთხვევაში თავის შეფარება შეგიძლიათ
როგორც ახალმა კვლევამ ცხადჰყო, მიწისქვეშა ბუნკერს ან გამძლე და სქელკედლებიან მიწისზედა ნაგებობას გარკვეული თვალსაზრისით ჩვენი დაცვა მართლაც შეუძლია, მაგრამ სხვადასხვა გარემოებათა გათვალისწინება ასეთ შემთხვევებში აუცილებელია.


ბირთვული აფეთქების არეალში მოხვედრა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კოშმარია, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. რადიაციული გამოსხივება თვით დიდ მანძილზეც კი ჯანმრთელობის უზარმაზარ რისკს წარმოადგენს, რომ აღარაფერი ვთქვათ გამოსხივების წყაროსთან ახლო ყოფნაზე, რაც მეყსეულ სიკვდილს და აორთქლებას ნიშნავს.


ატომი


არცერთი შენობა არ არის დაზღვეული სრული განადგურებისგან, რომელიც ბირთვული აფეთქების ეპიცენტრთან ახლოს მოხვდება. ამიტომ ლოგიკურია, რომ აფეთქებისგან ყველაზე დაცული ადგილი ეპიცენტრისგან რაც შეიძლება შორს უნდა მდებარეობდეს, მაგრამ რანაირად უნდა მოვახერხოთ ასეთ შორ მანძილზე სწრაფად გადაადგილება, როცა აფეთქების წერტილთან ახლოს ვიმყოფებით? ბირთვული აფეთქების დროს ხომ თითოეული წამი გადამწყვეტია.



ამიტომ საღი აზრი თითქოს გვკარნახობს, რომ თუ ბირთვული აფეთქების დროს ეპიცენტრთან ახლოს მოვხვდით, რაც შეიძლება მყარი შენობა უნდა მოვნახოთ და იქ გავმაგრდეთ. მაგრამ რა შემთხვევებში არის ეს ოპტიმალური გამოსავალი?


ნიქოზიის უნივერსიტეტის მკვლევარების სწორედ ამის გარკვევა სურდათ. ამიტომ მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს ამის გადარკვევად. მათი კვლევის შედეგები ჟურნალ Physics of Fluids-ში გამოქვეყნდა.


მკვლევართა ჯგუფმა ცდის ფარგლებში მოახდინა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის აფეთქების სიმულირება კომპიუტერის მეშვეობით. სიმულაციური რაკეტა ჩამოვარდა და გამოიწვია დარტყმითი ტალღა. მკვლევარებს აინტერესებდათ, თუ რა დაემართათ იმ ადამიანებს, ვინც შენობას შეაფარა თავი.


ატომი


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ატომური ბომბის აფეთქების შემდეგ ჰაერის დარტყმითი ტალღა იმდენად ძლიერია, რომ მას შეუძლია შეაღწიოს უმცირეს ნახვრეტებშიც კი და საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამიტომ შენობას მჭიდროდ უნდა ჰქონდეს დაგმანული ყველა ნახვრეტი. ფანჯრები და კარები ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან სწორედ აქედან შეიძლება შეიჭრას ჰაერის ნაკადი, რომელიც იმგვარი სიმძლავრით დაეჯახება ადამიანს, რასაც 10-15 ზრდასრული ადამიანის წონა შეადგენს, რაც რასაკვირველია მის მომენტალურ სიკვდილს ან დასახიჩრებას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, მკვლევარები ურჩევენ ადამიანებს, მსგავსი საფრთხის დადგომისას ფანჯრებს და კარებს მოერიდონ.


გარდა დარტყმითი ტალღისა, რასაკვირველია უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს ასევე ზემოთ არაერთგზის ნახსენები რადიაციული გამოსხივება, მტვერი და ხანძრების და მოკლე ჩართვების მომატებული საფრთხე. ამ ყველაფერზე დაუყოვნებლივ უნდა იზრუნოს ეპიცენტრის სიახლოვეს მყოფმა ადამიანმა.


რასაკვირველია, კვიპროსელი მეცნიერების ექსპერიმენტი არ წარმოადგენს ბირთვული კატასტროფისთვის მომზადების სახელმძღვანელოს, რადგან მსგავსი საფრთხე დღეს მინიმალურია. მკვლევარებს უბრალოდ სურდათ იმის გარკვევა, თუ რამდენად იყო სწორი უსაფრთხოების ის რეკომენდაციები, რაც აქამდე ატომური საფრთხის კონტექსტში გაიცემოდა და რა ხარვეზები გააჩნდა მათ. სიმულაციამ კი ამ მხრივ მართლაც საინტერესო სიახლეები გამოავლინა.


2
456
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
456
  
2023, 28 იანვარი, 23:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 28 იანვარი, 22:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2