x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ჰიტლერს ტყუილად ლანძღავენ?! ის დამნაშავე არ ყოფილა!

II მსოფლიო ომის დაწყების წინ, მსოფლიოში უჩვეულო ინფორმაცია გავრცელდა: აშშ-ში წიგნი — «ადოლფ ჰიტლერის უცნაური სიკვდილი» (Strange Death of Adolf Hitler) გამოვიდა, რომლის ავტორი ირწმუნებოდა, რომ ფიურერი, ჯერ კიდევ 1938 წელს გარდაიცვალა... და რომ ის, ნსდაპ-მა (NSDAP — ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია) ორეულით, მაქსიმილიან ბაუერით ჩაანაცვლა, რომელიც გარეგნობით, ჰიტლერისგან არაფრით განსხვავდებოდა...


image


ამერიკული კომპანიის — Macaulay–ის გამომცემლების განცხადებით, წიგნის ხელნაწერი, მათ გერმანელმა ოფიცერმა გადასცა, რომელიც ამერიკაში რამდენიმე დღით იყო ჩასული და რომელსაც, მისი თქმით, ნაცისტური იდეოლოგია არ მოსწონდა. ის აშშ-ი გემით ჩავიდა და იგივე გემით, უკან დაბრუნებას აპირებდა. ხოლო, ხელნაწერი ორ — გერმანულ და ინგლისურ ენებზე იყო.

«1939 წლის იანვრის ბოლო პარასკევს, ჩვენი ოცდაათწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, ყველაზე უჩვეულო ხელნაწერი მივიღეთ. წყაროები, რომელიც წიგნს საფუძვლად ედო, მისი ნამდვილობის გარანტიას იძლევა», — ნათქვამია წიგნის წინასიტყვაობაში.

გამომცემლები ირწმუნებოდნენ, რომ ხელნაწერის წარმომავლობა და მასში მოთხრობილი მოვლენების ჭეშმარიტება, «დეტალურად გადაამოწმეს» და ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა...


ორეულის აღსარება


წიგნში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ ადოლფ ჰიტლერმა 1933 წელს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, თავისთვის რამდენიმე ორეული აიყვანა და მათ მომზადებაში, თავადვე მონაწილეობდა. ორეულები ნაცისტების ლიდერს მხოლოდ გარეგნობით კი არ ჰგავდნენ, მისი სიარულის მანერის და ხმის ტემბრის და საუბრის სტილის იმიტაციასაც აკეთებდნენ. მათი ამოცანა კი, საზოგადოებრივ ღონისძიებებზე ლიდერის ჩანაცვლება იყო.

imageერთ-ერთ ორეულს მაქსიმილიან ბაუერი ერქვა და წიგნიც სწორედ მისი სახელით იყო დაწერილი. ბაუერი ირწმუნებოდა, რომ მას შემდეგ, რაც 1938 წლის 29 სექტემბერს ჰიტლერი თავისივე თანაპარტიელებმა მოწამლეს, გერმანიის ხელისუფლებას სათავეში, სწორედ ის ჩაუდგა. «ეს ვახშმის დროს მოხდა. სუფრასთან ჰიტლერის გარდა, გერინგი, გებელსი და რიბენტროპი იყო. მათ ნამდვილ ფიურერს საჭმელში სამხრეთ ამერიკული ნარკოტიკი ჩაუყარეს» — აცხადებს ჰიტლერის ორეული.

თუმცა, ამის შემდეგ, ბაუერის ცხოვრებაში მაინც არაფერი შეიცვალა. ის ჰიტლერის როლის შესრულებას, იძულებით, ისევ აგრძელებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წიგნში ამ ისტორიის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად, არანაირი საბუთი არ არის წარმოდგენილი, გარდა იმისა, რომ თითქოს, 1938 წლიდან მესამე რაიხის პოლიტიკა შეიცვალა.


რა არის ცნობილი ჰიტლერის ორეულების შესახებ


მიუნხენის შეთანხმების (1938 წლის 30 სექტემბერი) წინ, ჰიტლერის სიკვდილის მოსურნე, მართლაც ბევრი ადამიანი იყო. თუმცა, იმ პერიოდში, მთავარი ნაცისტის გარდაცვალების დამადასტურებელი, რაიმე მტკიცებულება, ისტორიას არ შემოუნახავს. არც ის არის ცნობილი, თუ რა დაემართა ბაუერს აღნიშნული წიგნის გამოქვეყნების შემდეგ.

სავსებით შესაძლებელია, რომ «ადოლფ ჰიტლერის უცნაური სიკვდილი» გამიზნული დეზინფორმაცია, ან ლიტერატურული მისტიფიკაცია ყოფილიყო...

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ირიბი მტკიცებულება, ჰენრიხ მიულერის დაკითხვის ოქმის სახით, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში გასაჯაროვდა და რომელშიც ნათქვამია, რომ ფიურერისთვის ათობით ორეულის შერჩევა ხდებოდა და კანდიდატურებს პირადად ჰიტლერი ამტკიცებდა. ხოლო, თუ რომელიმე «სტანდარტებს არ შეესაბამებოდა», — უბრალოდ, კლავდნენ. ორეულების გამოყენება კი, ჰიტლერის მხოლოდ დაგეგმილ საჯარო გამოსვლების დროს კი არა, მაშინაც ხდებოდა, როდესაც მესამე რაიხის უფროსს, საფუძვლიანი ეჭვი გააჩნდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

imageცნობილია ისიც, რომ ყველაზე მეტად ჰიტლერს, ავსტრიელი გუსტავ ველერი ჰგავდა, რომელიც ადრე ტიპოგრაფიაში მუშაობდა. ასევე ცნობილია, ეროვნებით ებრაელის, კლაუს ბუშტერის სახელიც, რომელიც «საიდუმლო მისიაში» პირდაპირ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან მოხვდა.

ის ფაქტი, რომ ჰიტლერს ორეულები ჰყავდა, იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ფიურერმა, 1945 წელს, საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო და ევა ბრაუნათან ერთად, არგენტინაში გაიქცა. თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა...


P. S. იქნებ არც "პუტინია" — პუტინი? იქნებ, ნამდვილმა პუტინმა, დიდი ხნის წინ მიაბარა სული უფალს? ხოლო ახლა, მისი სახელით, რუსეთს სულ სხვა ადამიანები მართავენ?

პრეზიდენტის ორეული – მსოფლიო პოლიტიკაში, «ახალი ხილი» არ არის და მსგავსი შემთხვევები ადრეც არაერთი ყოფილა. მაგ., ბიზანტიაში, მმართველის ორეულების არსებობა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. შუა საუკუნეებში ორეულები ჰყავდათ იაპონიის იმპერატორებსაც და შორს რომ არ წავიდეთ, ცნობილია, რომ ორეული ჰყავდა პეტრე I და სტალინს.

ორეულების პრაქტიკა დღესაც არსებობს, მაგრამ, არა ქვეყნის მართვის, არამედ, პრეზიდენტის უსაფრთხოების მიზნით (თუ ტერაქტის საფრთხე არსებობს, პრეზიდენტის ავტომობილში ორეული ჯდება, ხოლო პრეზიდენტი დანიშნულების ადგილზე სხვა მანქანით მიდის). თუმცა, სავარაუდოდ, რუსეთი, ამ მხრივ, უფრო შორს წავიდა... გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ აპირებდა ნაცისტური გერმანია თავის მართლებას, ჩადენილი დანაშაულების გამო

* მეტად უცნაური ფაქტები ძველი რომის შესახებ

* რუსეთ–უკრაინის ომის დასრულების სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია

* ძველი სამყაროს ოქროს ხანა და «ზღვის ხალხები». რატომ დაიღუპა უძველესი ცივილიზაცია?

* ყველაზე საინტერესო, ჩაის შესახებ და დაყენების ოფიციალური რეცეპტი

* მარტოხელა მეომარი: საინტერესო ფაქტები "პირველ სისხლის" შესახებ

* 15 შემეცნებითი და საინტერესო ფოტო, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან



0
342
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0