x
მეტი
  • 22.03.2023
  • სტატია:126688
  • ვიდეო:356233
  • სურათი:499391
45 წლის ამერიკელი წლიურად $2 მილიონს ხარჯავს, რათა ისევ 18 წლის გახდეს

45 წლის ბრაიან ჯონსონმა მიაღწია იმას, რაზეც სხვებს აქამდე მხოლოდ ოცნება შეეძლოთ. როგორც “ბლუმბერგი” იუწყება, მან მოახერხა და მთელი 5 წლით გაახალგაზრდავდა. მას 37 წლის მამაკაცის გული აქვს და 18 წლის თინეიჯერი ბიჭის ფილტვები. მაგრამ ეს ყველაფერი ერთ ღამეში, რაიმე სასწაულის ძალით არ მომხდარა.


ჯონსონმა დაახლოებით ერთი ათეული წლის წინ დააფუძნა კომპანია, რომელიც ფულადი გადარიცხვების გადამუშავებას ახდენდა. კომპანია ძალიან წარმატებული გამოდგა და მისი დამფუძნებელი, რომელიც მანამდე პროგრამისტად მუშაობდა, მულტიმილიონერად აქცია.


მაგრამ არ არსებობს მედალი, რომელსაც ნათელის გარდა მეორე, ბნელი მხარეც არ გააჩნდეს. მართალია, ჯონსონის ფირმას წარმატება ხვდა წილად, მაგრამ ეს წარმატება იოლად არ მოსულა და ჯონსონს ძალების დაძაბვა, მუდმივი შრომა და ნერვიულობა დასჭირდა დასახული მიზნის მისაღწევად, რასაც ჭარბწონიანობა და დეპრესია მოჰყვა შედეგად. ამიტომ 2013 წელს მან საკუთარი ფირმა eBay-ზე 800 მილიონ დოლარად გაყიდა და მას შემდეგ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით დაკავდა.


ჯონსონი



ჯონსონის გატაცება სხეულის გაახალგაზრდავების და გაჯანსაღებს იდეით იმდენად დაჟინებული და ყოვლისმომცველი გახდა, რომ მან ფირმა Kernel-ის დაფუძნება გადაწყვიტა, რომელიც ტვინის აქტივობების გასაზომად ჩაფხუტებს იყენებს. ჯონსონს სწამს, რომ ადამიანებს არ გააჩნიათ წვდომა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან, რასაც მათი დახმარება შეუძლია, რათა ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ.


ჯონსონმა საკუთარი იდეები ოლივერ ცოლმანს გაუზიარა, ლონდონის სამეფო კოლეჯის კურსდამთავრებულ ექიმს, რომელთან ერთადაც მულტიმილიონერმა გაახალგაზრდავების გზების ძიება გადაწყვიტა.


ამჟამად ცოლმანი მედიცინის სხვა 30 მუშაკთან ერთად ატარებს ცდათა სერიას ჯონსონზე, რათა მისი კვება და ფიზიკური აქტივობა მუდმივად კონტროლქვეშ მყოფ სასიცოცხლო ფუნქციებთან მოვიდეს თანხვედრაში.


ჯონსონის დღე დილის 5 საათზე იწყება. ის დროის ამ პერიოდისთვის საკვებ დანამატებს და ისეთ მედიკამენტებს იღებს, როგორებიცაა ლიცოპინი, თუთია და მეტფორმინი და ასევე ლითიუმის მიკროსკოპული დოზა ტვინისათვის.


ამის შემდეგ ჯონსონი დღიურად იღებს მკაცრად 1977 კალორიას, ხოლო შემდეგ ერთი საათის მანძილზე ინტენსიურად ვარჯიშობს. მულტიმილიონერს აქვს ასევე ძილის ძალიან მკაცრი გრაფიკი, რომელსაც ის ყოველდღიურად მიჰყვება. ძილის დაწყებამდე ორი საათით ადრე ჯონსონი ატარებს სათვალეს, რომელიც ლურჯ სინათლეს ბლოკავს. მამაკაცი პირის ღრუში ივლებს ჩაის ზეთს და ასევე ანტიოქსიდანტურ გელს მას შემდეგ, რაც ჯაგრისით კარგად იხეხავს კბილებს.


საკუთარი ჯანმრთელობის გასაკონტროლებლად ჯონსონი სასწორზე ყოველდღიურად დგება, მეთვალყურეობას უწევს თავის Body-Mass-Index-ს და ამოწმებს, ზედმეტი ცხიმი ხომ არ დაუგროვდა. ის ასევე იზომავს შაქრის დონეს სისხლში, გულის რიტმს და ჟანგბადის მაჩვენებლებს. სისხლის და შარდის ანალიზები მისი ყოველთვიური რუტინის განუყოფელი ნაწილია, ისევე, როგორც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ექოსკოპია და კოლონოსკოპია.


ცოლმანმა და მისმა გუნდმა აურაცხელი კვლევებით დაადგინეს, რომ ჯონსონს 37 წლის ახალგაზრდის გული, 28 წლის ახალგაზრდის კანი და 18 წლის ახალგაზრდის ფილტვები აქვს. გარდა ამისა, თინეიჯერის მსგავსია მისი ღამეული ერექციების ინტენსივობა და ხარისხიც.


თუმცა ჯონსონი მიღწეულით კმაყოფილი მაინც არ არის. ის დაჟინებით ხარჯავს წლიურად 2 მილიონ დოლარს და ცდილობს, 18 წლის ასაკს დაუბრუნდეს.


ჯონსონი სახის კანის ქვეშ უამრავ ინიექციას იტარებს, რითაც ორგანიზმში მას ცხიმი შეჰყავს, რათა მისმა სხეულმა ახალგაზრდა ადამიანის ცხიმის უჯრედები აწარმოოს.


მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ გახლავთ ყველაფერი. ბიზნესმენი უახლოეს მომავალში გენური თერაპიის ჩატარებასაც გეგმავს, რის შემდეგაც იმედი აქვს, რომ მისი სხეული კიდევ უფრო გაახალგაზრდავდება.


ამრიგად, ჯონსონი იმ საცდელ ბაჭიას ჰგავს, რომელიც აფინანსებს ექსპერიმენტებს, რასაც მეცნიერები საკუთრივ მასზე ახორციელებენ. და ეს ყველაფერი სიცოცხლის მაქსიმალურად გახანგრძლივების მიზნით.


ეტყობა, როცა 800 მილიონი დოლარი გაქვს, სიცოცხლის თითოეული წამი ძალიან წარმტაცი და მშვენიერი ხდება. და ალბათ არც საიქიო ცხოვრებაა ისეთი კარგი, როგორც ჯონსონის მსგავსი მდიდრების მიერ დაქირავებული მღვდლები ჩვენ გველაპარაკებიან, რათა მწუხარებისგან არ გავგიჟდეთ და სამომავლოდ რაღაცის იმედი ვიქონიოთ.


1
359
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
359
  
27 იანვარი, 23:13
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1