x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"კუნწულიკო... შენი დაბადების დღე გათენდება..." - თეონა ქუმსიაშვილს 39 წელი შეუსრულდებოდა + ტოპ 5 სიმღერა
image

პოეტმა გელა დაიაურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გარდაცვლილ მეუღლეს დაბადების დღე მიულოცა.


„კუნწულიკო, შენი დაბადების დღე გათენდება... სულ გულში ხარ, სულ... წმინდა ნინოს მადლიანი კალთა გფარავდეთ მანდ...“, - წერს გელა დაიაური.




თეონა ქუმსიაშვილი დაიბადა 1984 წლის 27 იანვარს დაბა სიონში, თიანეთის მუნიციპალიტეტი.


2007–2010 წლებში მონაწილეობდა ქართული ხალხური სიმღერის ფესტივლებზე: "ხევსურული საღამო" და "არტგენი"; 2007 წელს ანსამბლ "შავნაბადა"-სთან ერთად იმყოფებოდა ფესტივალზე თურქეთში; სახელი გაითქვა დახვეწილი კომპოზიცებითა და გამორჩეული ხმით.


გამოცემული აქვს სოლო ალბომები: 2005 წელს - "პირიმზე", 2009 წელს - "მარტო სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული"; 2010 წლის 22 ივლისს, ათენგენობიდან (მთიელთა უძველესი დღესასწაული, რომელიც გაიმართა სოფელ მუცოში), მომავალი ავტომობილი, რომელშიც იჯდა თეონა ქუმსიაშვილი 2 მცირეწლოვან ვაჟთან, დასთან და კიდევ 3 ადამიანთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოჰყვა; ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა; კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონა ქუმსიაშვილი თავის ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად; კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონას დაც;


ყოველი წლის 27 იანვარს იმართება თეონა ქუმსიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო; ქართული ხალხური სიმღერების, საკუთარი ფოლკლორული კომპოზიციების შემსრულებელი; იყო ანსამბლ "სიონის ზარების" სოლისტი.



თეონა ქუმსიაშვილი ტოპ 5 სიმღერა







1
109
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
109
  
2023, 4 თებერვალი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1