x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა გახდა გიგანტური ცხოველების იდუმალებით აღსავსე გაქრობის მიზეზი?
სულ რაღაც რამდენიმე ასეული ათასი წლის წინ (რაც ევოლუციისა და დედამიწის არსებობისთვის მართლაც თვალის ერთი დახამხამებაა) ჩვენს პლანეტაზე უზარმაზარი ცხოველები დააბიჯებდნენ. რა გახდა მათი გადაშენების მიზეზი? რატომ და რანაირად ამოწყდნენ ისინი დროის უმცირეს მონაკვეთში?


გვიანი პლეისტოცენის პერიოდის შემდეგ დედამიწაზე მეგაფაუნის სულ მცირე 10 წარმომადგენელი გაქრა. ექვსივე მათგანი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 49 ათასიდან 9000 წლამდე პერიოდში გადაშენდა.


შესაძლოა ეს უბრალო დამთხვევა იყოს (ან არც იყოს), მაგრამ მეგაფაუნის გიგანტური წარმომადგენლები გადაშენდნენ სწორედ მაშინ, როცა იმ ტერიტორიებზე, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ადამიანი დასახლდა.


მამონტი



პლეისტოცენის ეპოქა ცნობილია როგორც დიდი გამყინვარების პერიოდი, როცა კლიმატი დედამიწაზე მნიშვნელოვნად შეიცვალა და ჩვენს პლანეტაზე გასაოცრად გიგანტური ზომის ცხოველები გაჩნდნენ.


ეს უზარმაზარი ცხოველები წარმოიშვნენ 2 მილიონი წლის წინ და რატომღაც პირწმინდად გადაშენდნენ 10, 000 წლის წინათ.


მაგრამ რატომ გადაშენდნენ ისინი? ეს ბუნებრივმა პირობებმა გამოიწვია თუ ჩვენ ვართ დამნაშავეები?


მეგაფაუნის წარმომადგენელთა გადაშენების შესახებ აზრი ორ ნაწილად იყოფა. მეცნიერების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ პლეისტოცენის ეპოქის გიგანტური ცხოველების გადაშენება კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია, ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ადამიანის ნახელავია.


მეგაფაუნის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები ჩვენს კონტინენტზე იყვნენ მამონტები, გამოქვაბულის ლომები, გამოქვაბულის დათვები, სწორი ეშვების მქონე სპილოები, ძლიერი აზიური ანტილოპები, ევრაზიული მდინარის ცხენები, ბეწვიანი მარტორქები, გიგანტური ირმები, ხმალკბილა კატები და ლეოპარდები.


ყველა მათგანი უკვალოდ გაქრა.


ჰოდა, რა მოხდა? რაშია საქმე?


მოდით, უფრო დაკვირვებით გადავხედოთ თანამედროვე თეორიებს. ერთ-ერთი ასეთი თეორია ამტკიცებს, რომ გიგანტური ცხოველების გადაშენება ადამიანმა გამოიწვია, მეორე თეორია კლიმატის სწრაფ და მკვეთრ ცვლილებას ასახელებს ამის მიზეზად, ხოლო მესამე, შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე თეორია შერეულ ვარიანტს ანიჭებს უპირატესობას.


ლოგიკის პირველი წესი გვასწავლის, რომ ძირითად შემთხვევებში ყველაზე სარწმუნოა ის თეორია და მოსაზრებაა, რომელიც ყველაზე უფრო მარტივია.


ცხოველები


ჰოდა, რომელია ამ სამი თეორიიდან ყველაზე უფრო მარტივი?


ალბათ ყველაზე მარტივი და სწორი შერეული თეორია, რადგან როგორც არ უნდა უარვყოთ, ჩვენი წინაპრები მართლა ძალიან ინტენსიურად ნადირობდნენ გიგანტურ ცხოველებზე, რამაც დიდწილად გამიწვია ამ ცხოველთა საარსებო არეალის შემცირება და მათი რაოდენობრივი კლება; ადამიანები ძალიან ჭკვიანები იყვნენ, მათ შეეძლოთ ჯგუფებას ორგანიზება და საკუთარი აზრების ერთმანეთისთვის გაზიარება. გიგანტურ ცხოველებს არაფერი გააჩნდათ, რითაც ამ საოცარ ძალას წინააღმდეგობას გაუწევდნენ, მაგრამ ნურც კლიმატის ფაქტორს გამოვრიცხავთ. იმ დროისთვის homo sapiens-ების მხოლოდ 1 მილიონი ინდივიდი არსებობდა დედამიწაზე. მხოლოდ ადამიანი ამ მასშტაბების გადაშენებას ალბათ ვერ გამოიწვევდა.


ასე რომ, ადამიანები და ბრმა შემთხვევითობაა ის სავარაუდო მიზეზები, რამაც გიგანტური ცხოველები აღგავა პირისაგან მიწისა. ეს თეორია შეგვიძლია ვირწმუნოთ მანამ, სანამ დრო და მეცნიერული კვლევის შედეგები საპირისპიროს დაგვიმტკიცებენ. საუბედუროდ ამაზე უფრო დაზუსტებით ჯერ არაფრის თქმა არ შეგვიძლია. კვლევები გრძელდება და იმედია, საბოლოოდ დაზუსტებით გვეცოდინება, თუ რატომ შეიცვალა პლანეტის ფაუნის სტრუქტურა ასე დრამატულად დროის უმცირეს მონაკვეთში.

1
304
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
304
  
2023, 27 იანვარი, 23:12
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1