x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
გაგიკვირდებათ და "ფლოსტებიანი" "თალიბანის" მებრძოლები ანგარიშგასაწევი ძალა გახდა
image მას შემდეგ ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთის დატოვებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა, განსაკუთრებით გააქტიურდა მოძრაობა "თალიბანი", რომელიც ხელისუფლებიდან თავის დროზე ამერიკელებმა და მისმა მოკავშირეებმა, მათ შორის სამშვიდობო მისიებში მუდმივად მყოფმა ქართველმა სამხედროებმა გააძევეს.


პრაქტიკულად "თალიბანი" იარაღის უქონლობის გამო პრიმიტიულად დამზადებული საშუალებებით აწყობდა ტერორისტულ აქტებს, რომელსაც სამხედროებთან ერთად სამოქალაქო პირებიც ეწირებოდნენ. საართველომაც საკმაოდ დიდი საფასური გაიღო ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ ერთ დღეს "ნატო"-მ და მისმა მოკავშირეებმა დატოვა ავღანეთი და "თალიბები" შეტევაზე გადავიდნენ ამერიკის მიერ კბილებამდე შეიარაღებული სახელმწიფო შეიარაღებული ძალების ნაწილობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად.


მიუხედავად ავღანელი მებრზოლების გაწვრთვნაში დახარჯული მილიარდებისა, "ფლოსტებიანმა თალიბებმა" რასაც ჰქვია "კუდით ქვა ასროლინა" ავღანეთის ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებს, რომლებსაც ავიაციაც გააჩნდა შეიარაღებაში, ტანკებიც, არტილერიაც და ჯავშანმანქანებიც.


ავღანეთის ოფიციალურ არმიას არ ეყო საბრძოლო სული იმისათვის, რომ შეეჩერებინა პრიმიტიულად შეიარაღებული ამბოხებულები.



"თალიბებმა" ჯერ "ნატოს" მებრძოლებთან, შემდეგ კი ავღანეთის ოფიციალურ ძალოვან სტრუქტურებთან ბრძოლებში წარმოუდგენლად დიდი გამოცდილება მიიღო, მიიღო და ხელისუფლებაც დაიბრუნეს, ხელისუფლების დაბრუნებასთან ერთად ხელში ჩაიგდეს კოლოსალური რაოდენობის შეიარაღება, რომელთა დიდი ნაწილი ავღანელმა სამხედროებმა გზაზევე ან ბაზებზე დაყარეს უპატრონოდ ან ბრძოლებში მოიპოვეს.


ავღანეთი მრავალეროვანი სახელმწიფოა, ბევრს ეგონა გენერალ დუსთუმის მშობლიური რეგიონი ოაზისად დარჩებოდა ავღანეთში, მაგრამ "თალიბებმა" დუსთუმის მშობლიური ქალაქიც შტურმით აიღეს, გენერალი იძულებული გახდა გაქცეულიყო ავღანეთიდან მომხრეების ნაწილთან ერთად უზბეკეთში გაიქცა, ვინაიდან ის ეთნიკურად უზბეკი გახლავთ.


"თალიბანის" ხელში აღმოჩნდა რამდენიმე ათეული ათასი ავტომატური შაშანა, სხვადასხვა ტიპის ტყვიამფრქვევები, რამდენიმე მილიონი ვაზნა ცეცხსასროლი იარაღებისათვის.


3 ათეულამდე ვერტმფრენი "შავი ქორი", არაფერს ვამბობ რამდენიმე ასეულ ჯავშანმანქანაზე და სპეციალურად ავღანეთის არმიისთვის შეძენილ რუსულ მი17 ტიპის ვერტმფრენებს, არც არტილერიის მხრივ ჩავარდნია ხელში მცირე რაოდენობის შეიარაღება, ასევე ხელში ჩაუვარდათ რამდენიმე დარონი, ასევე მსუბუქი სადაზვერვო თვითმფრინავი.


იყო უკვე ინფორმაცია გავრცელებული, რომ "თალიბანმა" დაიქირავა ინსტრიქტორები, რომლებიც მათ მფრინავებს მოამზადებს ამერიკული ვერტმფრენის "შავი ქორის" ექსპლუატაციისათვის.


ერთი სიტყვით, "თალიბანის" არმიის სახით რეგიონში შეიქმნა უზარმაზარი საბრძოლო გამოცდილების მქონე არმია.
imageimageimageimageimageimageimageimageimage









0
341
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
341