x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 ცნობილი ქალბატონი წითელ ხალიჩაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში

image
წითელ ხალიჩაზე გასვლა მთელი მოვლენაა, ცნობილი სახეები ცდილობენ გამოიყურებოდნენ იდეალურად, რადგან მთელს მსოფლიოში გამოცემები დაწერენ ყველა წვრილმანზე მათ გარეგნობისა და ჩაცმულობის შესახებ. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ისეთივე უბრალო ადამიანები არიან როგორც ყველა, სახლის ტანსაცმელში, მაკიაჟის და ვარცხნილობის გარეშე:

1. ანა ტეილორ ჯოი

26 წლის ვარსკვლავი, რომელმაც სწავლა 10 წლის წინ მიატოვა სამსახიობო კარიერის დასაწყებად, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში და მისი განრიგი რამდენიმე წლით უკვე შედგენილია. მოდის ექსპერტები თანხმდებიან, რომ მისი სტილის გრძნობა უდაოა. სახლში კი ურჩევნია ჩაიცვას მარტივად, მაგრამ ამავე დროს არანაკლებ ელეგანტურად გამოიყურება.image

2. მილი ბობი ბრაუნი

მილი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ ის უკვე მსოფლიო ვარსკვლავია Stranger Things-ში მთავარი როლის წყალობით. მისი პერსონალური სტილი აერთიანებს სიკაშკაშეს რეტროსთან და მისი ფოტობი ხშირად ამშვენებს ჟურნალების გარეკანს. ყოველდღიურ ცხოვრებაში მილი ისეთივე ტკბილი და სპონტანური გოგონაა, როგორც მისი გმირი სერიალში.image

3. ვაინონა რაიდერი

50 წლის მსახიობი ყოველთვის იზიდავდა თაყვანისმცემლებს თავისი უბრალოებით. ის იყო, არის და ყოველთვის იქნება 90-იანი წლების მისაბაძი ვარსკვლავი, ის დღემდე უპირატესობას ანიჭებს დიდი ზომის მამაკაცის მაისურებს და კოსტუმებს. შესაძლოა ისინი არაპოპულარული იყო 2000-იან წლებში, მაგრამ ახლა ის თითქმის ყველას აცვია. image

4. კენდალ ჯენერი

კენდალის შეუდარებელი კოსტიუმების მიღმა, არა მხოლოდ წითელ ხალიჩაზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, ის დამსახურებულად ითვლება ქუჩის სტილის დედოფლად. ის მინიმალისტური სტილის მიმდევარია, ჯინსები, ლოფერები, მარტივი ტოპები, რაც მთავარია, მის სტილს ბევრი ბაძავს.image

5. ემა სტოუნი

რაც შეეხება ელეგანტურ სამოსს, ემას ბადალი არ ჰყავს, რადგან მან იცის როგორ აქციოს ჩვეულებრივი და მარტივი, უკიდურესად ელეგანტურად. ზოგჯერ გრანდიოზული შემთხვევისთვის ის კაბებს პირდაპირ საკუთარი კარადიდან იღებს, რაც სამოსის არჩევანს ღრმად პერსონალურს ხდის. ერთხელ მან Met Gala-ს ღონისძიებაზე საქორწინო კაბა ჩაიცვა. და ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ემა ისეთივე საყვარელია, როგორც მისი გმირები ეკრანზე. image

6. ბრაის დალას ჰოვარდი

ფილმების "ბინდი" და "იურული სამყაროს" ვარსკვლავი უბრალო და გულწრფელი ადამიანია. მაგალითად, მსახიობმა ღიად თქვა, რომ შვილის გაჩენის შემდეგ მშობიარობის შემდგომი დეპრესია დაეწყო, რომელიც 18 თვე გაგრძელდა. სოციალურ ქსელებში ის წერს პირად პოსტებს და აქტიურად ურთიერთობს გულშემატკივრებთან. image

7. კარენ გილანი

Doctor Who-ის გულშემატკივრებმა გაიცნეს კარენი, როგორც ექიმის ერთგული მეგობარი. და მთელმა მსოფლიომ გაიცნო და შეიყვარა იგი “ჯუმანჯი"-ს სერიებიდან. წითელ ხალიჩაზე გილანი ბრწყინავს მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მსახიობი უპირატესობას ანიჭებს ძალიან მარტივ და სადა სტილს.image

8. ევა ლონგორია

“სასოწარკვეთილი დიასახლისები"-ს 47 წლის ვარსკვლავმა იცის როგორ გამოიყურებოდეს მომხიბვლელად, როცა წითელ ხალიჩაზე დადის მოდური კაბებითა და ელეგანტური ფეხსაცმლით. მაგრამ ცხოვრებაში ევა არანაკლებ ელეგანტურია - როგორღაც სასწაულებრივად ახერხებს მოდური იყოს, მაშინაც კი, როცა შვებულებაშია ან შვილთან ერთად თამაშობს. image

9. ემა უოტსონი

არ აქვს მნიშვნელობა ემა წითელ ხალიჩაზე გადის თუ ჩოგბურთის ტურნირზე, ის ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება. სტილის ექსპერტები თანხმდებიან, რომ უოტსონის საყვარელი ფერები შავი და თეთრია, ამიტომ მსახიობი კოკო შანელისა და კარლ ლაგერფელდის პრინციპების მიხედვით იცვამს.image

10. ზენდეია

სტილისტები პატივს სცემენ ზენდეიას, მას არ ეშინია რისკის. ამომავალი ვარსკვლავი მხოლოდ 26 წლისაა და მან კარიერა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. წითელ ხალიჩაზე მისი ჩაცმულობა ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხვდება, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი მისი ჩაცმულობა სადა და ელეგანტურია.image




1
320
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
320
  
2023, 26 იანვარი, 22:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1