x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"Wolt საქართველოს" მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება 

image

"Wolt საქართველოს" მხარდაჭერის გუნდი, რომელიც მომხმარებელთა დისტანციურ მომსახურებას ახორციელებს, უკვე რამდენიმე თვეა Wolt-ის სხვა ევროპულ ბაზრებსაც ემსახურება. საქართველოს მომსახურების ცენტრი მხარდაჭერას უწევს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ფინეთი, დანია, შვედეთი და საბერძნეთი, სულ მალე კი, ამ ქვეყნების სიას გერმანიაც შეემატება.


ამის გამო "Wolt საქართველო" აქტიურად ეძებს გერმანულენოვან თანამშრომლებს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში, ძირითადი მოთხოვნა გერმანული ენის ცოდნა და მომხმარებელთა მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობაა: https://bit.ly/3uJJj0s


რატომ გადაწყვიტა საერთაშორიო კომპანიამ მომსახურების ცენტრის საქართველოში განვითარება? ამ შეკითხვას Wolt-ის რეგიონალური გენერალური მენეჯერი, ნატალია ხიზანიშვილი პასუხობს:



„Wolt უკვე ოთხ წელზე მეტია, რაც საქართველოში ოპერირებს და ამ ხნის მანძილზე Wolt საქართველოს მხარდაჭერის გუნდმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ ის ერთ-ერთი ძლიერი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია. მათ შორის, ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ერთ-ერთი საუკეთესო და სწრაფია Woltwide. ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ჩვენთან მუშაობს, სხვა უნარებთან ერთად, სრულყოფილად ფლობს არაერთ უცხო ენას. ამიტომაც, ამ მიმართულებით კომპანიამ განვითარების დიდი პოტენციალი დაინახა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ Wolt-ისთვის საქართველო ტალანტების ფონდად იქცა.“


2023 წლიდან ვოლტის მომსახურების ცენტრი, სხვა ქვეყნებთან ერთად, გერმანიის ბაზრის მომსახურებასაც დაიწყებს, რისთვისაც გერმანულენოვანი პერსონალის მიღება უკვე დაწყებულია. წლის პირველ კვარტალში კი, კომპანია მომსახურების ცენტრის ახალი ოფისის გახსნასაც გეგმავს და თანამშრომლებს, გარდა მაღალი ანაზღაურებისა და მოქნილი სამუშაო გრაფიკისა, მუშაობისთვის გამორჩეულად სასიამოვნო და კომფორტულ გარემოსაც ჰპირდება.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვოლტის მომსახურების ცენტრი ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს. კომპანია ამ მიმართულებით მნიშვნელოვან გაფართოებას, მეტი ქვეყნის მომსახურებასა და მომსახურების ცენტრების საქართველოს სხვა ქალაქებში გახსნასაც გეგმავს.



Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების, სურსათის, საჩუქრებისა თუ სხვა ნივთების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს.



R




1
19
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
19
  
2023, 28 იანვარი, 23:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1