x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სახალისო საბჭოთა სუვენირი: წიგნი-ბრელოკები
image
მოდით გავიხსენოთ ერთ დროს ძალიან პოპულარული გასაღებზე დასაკიდი ე.წ. ბრელოკები, რომლებიც “Союзпечати”-ის თითქმის ნებისმიერ ჯიხურში იყიდებოდა.


ხანდახან სასიამოვნოა რაღაც წვრილმანი უსარგებლო ნივთის ნახვა, რომელიც სასიამოვნო მოგონებებში გადაგისვრით.


ერთ-ერთი ასეთი გასართობი წვრილმანი შეიძლება ჩაითვალოს გასაღების რგოლი ლითონის მინიატურული წიგნით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყდა იშლებოდა გარმონივით, რომელზეც ფოტოსერიები იყო განთავსებული.


საბჭოთა კავშირი უზარმაზარი ქვეყანა იყო და ასეთი სუვენირები იყიდებოდა თითქმის ნებისმიერ "Союзпечати”-ის კიოსკში, თემები სხვადასხვა იყო . ძირითადად, ეს იყო ფოტოები სხვადასხვა ქალაქების ღირსშესანიშნაობებით და ხედებით: მოსკოვი, ლენინგრადი, ტაშკენტი, სოჭი, ვოლგოგრადი და ა.შ. ჩვეულებრივ "გარმონზე" 10-15 სურათს ათავსებდნენ მოკლე განმარტებით ან ღირშესანიშნაობების სახელების ჩამონათვალით.



image

გარდა ამისა, იყო ადგილობრივი გამოცემები. ასე მაგლითად ბრელოკი- წიგნი შოთა რუსთაველის პოემის, „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებით.

image

რაც შეეხება პირდაპირ დანიშნულებას, ბრელოკის გამოყენება საკმაოდ არასასიამოვნო იყო. თუნუქის წიგნის ბასრი კუთხეები ადვილად ხევდა ჯიბეს, ხოლო სამაგრი ენა ყოველთვის იხსნებოდა და ხან რას მოედებოდა და ხან რას.


ქალაქის გამოსახულებიანი სუვენირების გარდა, იყო ბრელოკი საბჭოთა მანქანებით, საბჭოთა კოსმონავტებით, ცნობილი მწერლებით, ასევე ძაღლების ფოტოები, საგზაო ნიშნებიც კი... ზოგჯერ კოლექციები გამოდიოდა რამდენიმე ნაწილად.

image

ასეთი სუვენირები 65 კაპიკიდან ერთ მანეთამდე ღირდა. დღესდღეობით ისინი ბარახლოვკაზე 3-იდან 15 აშშ დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ, მდგომარეობიდან და თემიდან გამომდინარე.

image

image

image

image

image

0
87
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0