სხვა სახალისო საბჭოთა სუვენირი: წიგნი-ბრელოკები 2023, 26 იანვარი, 14:45 მოდით გავიხსენოთ ერთ დროს ძალიან პოპულარული გასაღებზე დასაკიდი ე.წ. ბრელოკები, რომლებიც “Союзпечати”-ის თითქმის ნებისმიერ ჯიხურში იყიდებოდა. ხანდახან სასიამოვნოა რაღაც წვრილმანი უსარგებლო ნივთის ნახვა, რომელიც სასიამოვნო მოგონებებში გადაგისვრით. ერთ-ერთი ასეთი გასართობი წვრილმანი შეიძლება ჩაითვალოს გასაღების რგოლი ლითონის მინიატურული წიგნით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყდა იშლებოდა გარმონივით, რომელზეც ფოტოსერიები იყო განთავსებული. საბჭოთა კავშირი უზარმაზარი ქვეყანა იყო და ასეთი სუვენირები იყიდებოდა თითქმის ნებისმიერ "Союзпечати”-ის კიოსკში, თემები სხვადასხვა იყო . ძირითადად, ეს იყო ფოტოები სხვადასხვა ქალაქების ღირსშესანიშნაობებით და ხედებით: მოსკოვი, ლენინგრადი, ტაშკენტი, სოჭი, ვოლგოგრადი და ა.შ. ჩვეულებრივ "გარმონზე" 10-15 სურათს ათავსებდნენ მოკლე განმარტებით ან ღირშესანიშნაობების სახელების ჩამონათვალით. გარდა ამისა, იყო ადგილობრივი გამოცემები. ასე მაგლითად ბრელოკი- წიგნი შოთა რუსთაველის პოემის, „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებით. რაც შეეხება პირდაპირ დანიშნულებას, ბრელოკის გამოყენება საკმაოდ არასასიამოვნო იყო. თუნუქის წიგნის ბასრი კუთხეები ადვილად ხევდა ჯიბეს, ხოლო სამაგრი ენა ყოველთვის იხსნებოდა და ხან რას მოედებოდა და ხან რას. ქალაქის გამოსახულებიანი სუვენირების გარდა, იყო ბრელოკი საბჭოთა მანქანებით, საბჭოთა კოსმონავტებით, ცნობილი მწერლებით, ასევე ძაღლების ფოტოები, საგზაო ნიშნებიც კი... ზოგჯერ კოლექციები გამოდიოდა რამდენიმე ნაწილად. ასეთი სუვენირები 65 კაპიკიდან ერთ მანეთამდე ღირდა. დღესდღეობით ისინი ბარახლოვკაზე 3-იდან 15 აშშ დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ, მდგომარეობიდან და თემიდან გამომდინარე. 87 2-ს მოსწონს
|