x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ახლა ხომ ყველაფერი გაცხადდა ...."- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ვრცელ პოსტს უძღვნის და მას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ თამაშში ამხელს:


"40 ათასი ადამიანი დარეგისტრირდაო მელიამ და 200 კაცი კლინიკა "ვივამედთან" ვერ მიიყვანა 40 ათასიდან-ახლა უკვე 50 ათასიდან???


ხომ გახსოვთ მეგობრებო ერთი წლის წინ 10 ოქტომბრისთვის, ჩვენი აქციისთვის რომ ასევე ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა და შემდეგ აღარ მოვიდნენ, ხომ გახსოვთ?! ჰოდა დასკვნა და კომენტარი თქვენთვის მომინდვია. ახლა ხომ ყველაფერი გაცხადდა ....????❤️

ჯიპოსანი "ღვთისმსახურები", ჯიპოსანი ოპო.პარტიის "თავმჯდომარე". ვაახ ასე ძალით რატომ არიგებთ ამ ჯიპებს, არ უნდა ამ ხალხს და ძალით რატომ "ტენით" ოჰ ასე როგორ შეიძლება?!???? ეს იუმორით, ხოლო რეალობა ასეთია:


სააკაშვილს პიჯაკებზე ასამართლებენ, მოწამლული, თან კოვიდით სიცოცხლეს ებრძვის, მოქმედი თავმჯდომარე მელია ამ დროს ბრიფინგს აწყობს და თანამდებობებს ანაწილებს ( სააკაშვილს არ ახსენებს) 40 ათასი კაცი დარეგისტრირდაო ამბობს გახარებული მოქმედი "თავმჯდომარე" (რომლის " მოღვაწეობის " დროსაც ნაც მოძრაობა უძრაობად იქცა და ოფიციალური კვლევის შედეგით 8 პროცენტამდეა პარტიის რეიტინგი, დიახ ამ უმოქმედობით დაიყვანა დასავლური მსხვილი ოპო პარტია მელიამ ) და 200 კაცი არ და ვერ გამოჰყავს კლინიკა ვივამედთან......


ამ დროს ხელისუფლების ნაცნობი სახეები გულშემატკივრობენ სწორედ მელიას, რადგან აწყობს ხელისუფლებას სწორედ ასეთი უმოქმედო მსხვილი ოპო პარტია და ეს "თავმჯდომარე", ასეა და დიდი ტვინის განძრევა ამ სქემას არ სჭირდება.


სქემა ასეთია -ოლიგარქ ივანიშვილის თამაშები და პაიკად ქცეული "თავმჯდომარე" = წაგებას.

გამოსავალი ერთია!

უძრაობას არა!

გაუმარჯოს მოქმედებას -მოძრაობას!!✌️ "- წერს ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში.





0
405
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
405