x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უმი საკვების მირთმევა ლეტალურ საფრთხეს უქმნის ადამიანს
image არის ერების და ტომების კატეგორია რომლებიც პრაქტიკულად ძირითადად უმად მიირთმევენ საკვებს და ეს მათთვის ნორმადაა ქცეული.


ამის გაკეთება რომ არ შეიძლება ამის მაგალითად მოგიყვანთ ოფიციალურად დადასტურებულ ფაქტს, როცა ახალგაზრდა ქალი ცოტა რომ დაეგვიანა ექიმთან მისვლა აუცილებლად დაიღუპებოდა.


ტაილანდელმა ახალგაზრდა ქალმა ერთ დღეს საშინელი შეგრძნებებით გაიღვიძა და ყველაფერი სავარაუდო საკვებით ინტოქსიკაციას დააბრალა, შესაბამისი პრეპარატებიც მიიღო, მაგრამ თავს სულ უფრო და უფრო ცუდად გრძნობდა.


მიუხედავად ამისა ქალი რამდენიმე დღე მაინც სახლში დარჩა ოჯახის წევრებთან ერთად, თუმცა როცა მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა ოჯახის წევრის თანხლებით სამედიცინო დაწესებულებას მიაშურა.



ექიმმა პაციენტი გამოკვლევაზე გააგზავნა და ჰოი საოცრებავ, ახალგაზრდა ქალის სხეულში რენტგენის სურათმა პარაზიტების ურიცხვი რაოდენობ აღმოაჩინა, რომლებიც კანქვეშ ცხოვრობდნენ და გადაადგილდებოდნენ.


ახალგაზრდა ქალს ორგანიზმში აღმოაჩნდა პარაზიტული ჭიების კოლოსალური რაოდენობა, რომელიც შიგნიდან ანგრევდა მის ორგანიზმს და სასიკვდილო საფრთხეს უქმნიდა მის ჯანმრთელობას.


ახალგაზრდა ქალს დაუნიშნეს სასწრაფო მკურნალობა კლინიკაში საკმაოდ ხანგრძლივი დროით ყოფნით და მისი სიცოცხლე იხსნეს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.


როგორც აღმოჩნდა ახალგაზრდა ქალს განსაკუთრებით უყვარდა უმი პროდუქტის მირთმევა, იქნებოდა ეს თევზეული თუ საქონლის ღორცის თხელი, სიფრიფანა ნაჭრები.


ზოგადად პარაზიტები ხშირად ბუდობენ ნედლად შენახულ თევზეულში თუ ის სათანადოდ არაა დამუშავებული, დამუშავებაში მისი შეწვა ან მოხარშვა არ იგულისხმება, საუბარია თევზის დამუშავება ქარხნული წესით რა დროსაც პარაზიტები ნადგურდება და თევზი დიდხანს ინახება უმი სახით.


ამერიკელი მეცნიერების მიერ 2005 წელს ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ უმი პროდუქტი (საუბარია ძირითადად ხორცეულზე) დიდი რაოდენობით შეიცავს კანქვეშ პარაზიტებს, რომლებიც ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში თუ ამ ხორცეულს დაუმუშავებლად მიიღებს ადამიანი, პარაზიტები ცუდ გავლენას ახდენენ მთელ ორგანიზმზე, იმატებს ჰომოცისტეინის დონე კატასტროფულად, რაც საფრთხეს უქმნის გულის რიტმულ და ნორმალურ მუშაობას, გარდა ამისა პარაზიტები საფრთხეს უქმნის კუჭ-ნაწლავს, იწვევს რა ხან ფაღარათს და ხან კი შეკრულობას, საკმაოდ ხშირად კი ნაწლავებში გაუვალობასაც იწვევს, რაც ლეტალურად მთავრდება ქირურგიული ჩარევის გარეშე.


ადამიანის ორგანიზმმა პირველყოფილი ადამიანის უამრავი თვისება დროის ცვლილებასთან ერთად დაკარგა, თუ ადრე ადამიანებს უმად შეეძლოდ გართულების გარეშე მიერთვათ საკვები, ახლა უკვე არ შეიძლება ამის გაკეთება, რადგან ადამიანის ორგანიზმი უკვე შეგუებულია დამუშავებული პროდუქტის მიღებას და უმად ძირითადად კი ხორცეულის მიღება უზარმაზარი საფრთხის მატარებელია მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვისაც კი.


აზიურ ქვეყნებში, მათ შორის ტაილანდში და ჩინეთში უმი სახით ხორცეულის მიღება დაშვებულია, მეტიც მთელი რიგი თევზეულის სიფრიფანა ნაჭრების უმად მიღება სპეციალურ საწებელთან ერთად დელიკატესადაც კი ითვლება.


მე მოგიყვანეთ ფაქტი და განსჯა თქვენთვის მომინდვია, თუმცა არა მგონია იყოს ქართველი, რომელიც უმად მიირთმევს საქონლის ან ღორის ხორცს, ნედლი თევზის მოყვარულებს კი თავადაც ბევრს ვიცნობ.


0
72
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
72