x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცი ორი ქალის გაუპატიურების შემდეგ გაასამართლეს, როგორც ტრანსგენდერი ქალი
image

ტრანსგენდერი ქალი ორი დაუცველი დედის გაუპატიურების გამო გაასამართლეს, ეს მოხდ აიმ დროს როცა ის მამაკაცი იყო, თუმცა ციხეში ჩასვეს როგორც ტრანგენდერი ქალი, განაჩენის გამოტანამდე ერთი თვით ადრე.


აილა ბრაისონი იყო მანამდე თავგადაპარსული სკინჰედი ადამ გრეჰემი, რომელსაც მაიკ ტაისონის სტილში სახეზე ტატუ ჰქონდა გაკეთებული და რომელმაც ძალადობრივი სექსუალური ქემდება ჩაიდინა 2016 და 2019 წლებში რომლებიც ინტერნეტით გაიცნო.


31 წლის ყოფილი მამაკაცი და ამჟამად " ქალი"სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ ოთხი წლის ასაკიდან ჰქონდა გენდერული პრობლემები, თუმცა მხოლოდ 2020 წლიდან დაიწყო მამაკაციდან ქალზე გადასვლა, იგი უარყოფდ ბრალდებებს. მან ნაფიც მსაჯულებს უთხრა, რომ ნებისმიერი სექსი ორხმრივი თანხმობის საფუძველზე მოხდა იყო, თან ამტკიცებდა, რომ ქალებთან დაწოლა არ მოსწონდა და რომ მათ გადადგეს "პირველი ნაბიჯი".


image

თუმცა პირველმა მსხვერპლმა სულ სხვაგვარად გაიხსენა ძალადობის ფაქტი, რომ არაერთხელ უთხრა "არა", მაგრამ "დაკუნთულმა" მაშინდელმა მამაკაცმა ძალადობრივად გააუპატიურა, როდესაც საწოლში ჩაუხტა 2016 წელს.


მეორე ქალი გააუპატიურა 2019 წელს ბინაში, როდესაც ისინი ფილმის "Mean Girls"-ის ყურებას გეგმავდნენ.


ის პირველად საბრალდებლო სკამზე 2019 წლის ივლისში აღმოჩნდა, როგორც ადამ გრეჰემი. მაგრამ უმაღლესი სასამართლოს 2020 წლის დოკუმენტებში, მოძალადე მოხსენიებული იყო, როგორც ენი ბრაისონი. ექვსდღიანი სასამართლო პროცესის დაწყებისას იგი ცნობილი იყო როგორც აილა ბრაისონი.


გლაზგოს უმაღლეს სასამართლომ იგი დამნაშავედ იქნა ცნო გაუპატიურების ორ შემთხვევაში. იგი უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ "არასოდეს დააზარალებს სხვა ადამიანს“.


ის აქამდე გირაოთი იყო, მაგრამ მოსამართლე ლორდ სკოტმა უკვე იგი პატიმრობაში დატოვა. 28 თებერვალს სტერლინგში საბოლოო განაჩენს გამოიტანენ. მანამდე ტრანგენდერ ბრაისონს მოათავსებენ Cornton Vale-ის ქალთა ციხის სპეციალიზებულ საკანში.

3
374
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
374
  
2023, 4 თებერვალი, 23:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 1 თებერვალი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 იანვარი, 22:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3