x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ფუკანის ვარსკვლავური ქვა: გასაოცარი სილამაზის უძვირფასესი მეტეორიტი, რომელიც ხელოვნების შედევრს ჰგავს
ფუკანის ვარსკვლავური ქვა 2000 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, გობის უდაბნოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ერთ ტონამდე წონის კოსმოსის ამ საოცრების ერთი ნაწილი ანონიმურმა პირმა მოგვიანებით ამერიკის ტერიტორიაზე გადაიტანა.


ამ მართლაც დაუჯერებლად ლამაზ მეტეორიტს გასაოცარი ფერთა შეხამება გააჩნია. კრისტალური მინერალების და ოლივინის წყალობით მეტეორიტი მუდმივად თითქოს შიგნიდან ანათებს ოქროსფერი შუქით.


ქვა


ფუკანის ვარსკვლავური ქვის შემცველობაში ოლივინის გარდა რკინა-ნიკელი და ვერცხლიც ჭარბობს. მისი მხოლოდ 420 კილოგრამამდე წონის ნაჭერი იქნა გატანილი შეერთებულ შტატებში. ძირითადი მასა კი კვლავაც ჩინეთში ინახება.



კოსმოსური მინერალოგიის ეს გასაოცარი შედევრი რამდენიმე წლის წინ ნიუ-იორკის ბონჰემის აუქციონზე 2 მილიონ დოლარად შეაფასეს.


ქვა


მეცნიერების დასკვნით მეტეორიტის ასაკი 4, 5 მილიარდი წელია, რაც ჩვენი პლანეტის ასაკის შესატყვისია.


ფუკანის ვარსკვლავური ქვა პალასიტია. დღემდე დედამიწაზე სულ 61 მსგავსი მეტეორიტია ნაპოვნი. ამრიგად პალასიტების პროცენტული შეფარდება ჩვეულებრივ მეტეორიტებთან მიმართებით 1 %-ს არ აჭარბებს. მსგავსი მეტეორიტების შემადგენლობაში 50 % ოლივინია, ხოლო 50 % - რკინა-ნიკელი. ამრიგად ფუკანის ვარსკვლავური ქვა ამ მხრივაც გამორჩეულია.


ფუკანის მეტეორიტი კოლექციონერების ნამდვილ ოცნებას წარმოადგენს და ყველა ის ადამიანი, ვინც მეტეორიტების შეგროვებით არის დაკავებული, ცდილობს, ხელსაყრელ ფასში შეიძინოს მისი თუნდაც მცირედი ნაწილი მაინც. ამიტომ სულაც არ არის გამორიცხული, რომ ის საარაკო ფასი, რაც დღეს ამ მეტეორიტს გააჩნია, მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს.


ქვა

0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0