x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
პატარა გენიოსი: 4 წლის ბრიტანელი ბიჭუნა 7 ენაზე საუბრობს
image

თეოდორ ჰობსმა, აღმოსავლეთ ინგლისის პატარა ქალაქ პორტისჰედიდან, წერა-კითხვა დამოუკიდებლად ისწავლა 2 წლისა და 4 თვის ასაკში.


ახლა ვუნდერკინდი 3 წლის და 9 თვისაა და მას არა მხოლოდ ინგლისურად კითხვა შეუძლია, რომელიც მისი მშობლიური ენაა, არამედ კიდევ ექვს სხვა ენაზეც, მათ შორისაა ჩინური, უელსური და ფრანგული. გარდა ამისა, ბავშვი ამ ენებზე თავისუფლად ითვლის ასამდე და მისი საყვარელი გატარება ახალი სიტყვების სწავლაა. ტედის ასევე სიამოვნებით კითხულობს ჰარი პოტერის წიგნებს, იმ შემთხვევაში თუ მისი მშობლები ნებას რთავენ.


გასული წლის ბოლოს თეოდორი მიიღეს ორგანიზაციაში Mensa, რომელიც აერთიანებს მაღალი ინტელექტის ინდექსის მქონე ადამიანებს. თეოდორ ჰობსი არის ორგანიზაცია Mensa-ს ყველაზე ახალგაზრდა წევრი დიდ ბრიტანეთში 1946 წლიდან ანუ მისი დაარსების დღიდან მოყოლებული



ბავშვის "ყველაზე ჭკვიანთა" რიგებში ჩარიცხვამდე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საჭირო ტესტები - ერთი საათის განმავლობაში ბავშვი ხსნიდა სხვადასხვა თავსატეხებს, შემდეგ პატარა მშობლებს გამოუტყდა, რომ ეს იყო ყველაზე საინტერესო თამაში მის ცხოვრებაში.

image

-ამის შემდეგ მას სახლში დაბრუნება მოუწია. ის ისეთი მოწყენილი იყო, რადგან თავსატეხებები დასრულდა. თავის დასამშვიდებლად ახალ სიტყვებსაც კი ეძებდა. არც კი დაინტერესბულა რა იყო Mensa. ის ახლახან იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ სხვა ბავშვებზე უფრო უნარიანია. სკოლაში რომ წავა, ვფიქრობ, უფრო მეტს გაიგებს“, - ამბობს ახალგაზრდა გენიოსის დედა.

1
101
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
101
  
2023, 3 თებერვალი, 22:56
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1