x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სკოლისა და მასწავლებლის როლი ბავშვის ცხოვრებაში
ჩემი დღევანდელი ესე მინდა დავიწყო ილია ჭავჭავაძის სიტყვებით : “ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას “. რას ნიშნავს ეს? ილია ჭავჭავაძის გამონათქვამი ჩემი სიტყვებით მინდა განვმარტო . ანუ ჩვენი შვილების მომავალი ჩვენს ხელშია . თუ ბავშვებს სწორად აღვზრდით, მაშინ ის მომავალში ერთ -ერთი წარმატებული პიროვნება გახდება . მართალია, მშობლის როლი დიდია ბავშვის აღზრაზე ; მაგალითად, ბავშვი თავისი მშობლის ქცევებს იმეორებს . ანუ თუ მის ოჯახში მუდმივი ხმაურია, თუ მისი მშობლები გამუდმებით ჩხუბობენ და აქ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ყველაფერს ბავშვის თანდასწრებით აკეთებენ. აი ზუსტად ეს არის ყველაზე ცუდი . ბავშვი უნებურად იზეპირებს მშობლის ქცევებს და მომავალში ამას იმეორებს . მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ასეთი პრობლემები უკვე აღარ არის . მშობლები ცდილობენ, რომ სწორად აღზარდონ თავიანთი შვილები, რომ მომავალში წარმატებული პიროვნება გახდნენ .

მშობლის შემდეგ ბავშვის სწორად აღზრდა სკოლისა და მასწავლებლის ევალება. მშობლებს უნდათ, რომ თავიანთი შვილები კარგი სკოლაში ისწავლონ, მათ ჰყავდეთ კარგი მასწავლებლები . ანუ მშობლების სათქმელი შეგვიძლია ნელსონ მანდელას სიტყვებით გითხრათ: „განათლება დიდებული საშუალებაა პიროვნების განვითარებისათვის . სწორედ განათლების წყალობით შეიძლება გახდეს გლეხის შვილი -ექიმი, მეშახტის შვილი- შახტის დირექტორი, ფერმერის შვილი -ქვეყნის პრეზიდენტი“. კარგი განათლება კი ყველაზე მეტად დაკავშირებულია კარგ სკოლასთან. რა არის კარგი განათლებისთვის საჭირო? როგორია კარგი სკოლის მოდელი? ჩემი აზრით, კარგი სკოლა მხოლოდ გარეგნულად არ უნდა შევაფასოთ . ერთ მაგალითს გეტყვით, ჩემი მეგობარი ისეთ სკოლაში სწავლობდა, რომ იმ სკოლას არ ჰქონდა კარგი შენობა, ანუ არ იყო გარემონტებული, მაგრამ მას კარგი პედადოგები ჰყავდა. ზუსტად იმ სკოლის დახმარებით მან ჩააბარა უნივერსიტეტში და თანაც ას პროცენტიანი გრანტი მიიღო .

კარგი სკოლა წარმატებული განათლების საწიდარია. რას ნიშნავს ეს? სკოლა უნდა იყოს მოსწავლის ოცნებების ახდენისკენ მიმავალი გზა . სკოლაში მოსწავლე მარტო გაკვეთილებს არ უნდა იზეპირებდეს, არამედ რასაც ისწავლის, იმის ცხოვრებაში გამოყენებაც უნდა ისწავლოს . სკოლა მაშინაა კარგი, როდესაც მას ჰყავს განათლებული, გონიერი და აქტიური პედაგოგი. პედაგოგმა მოსწავლეს მარტო არ უნდა ასწავლოს, არამედ მასში უნდა განავითაროს გარკვეული უნარ-ჩვევები. მაგალითად, მოსწავლემ უნდა იცოდეს, სად რა უნდა თქვას; სკოლამ მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბოს ეთიკური ნორმები .ზოგჯერ მშობელი შვილს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს, ან დრო არ აქვს, ან არ იცის, რადგან თვითონაც არ მიუღია კარგი განათლება . აი ზუსტად ასეთი პრობლემების გამო სკოლა უნდა იყოს კარგი აღმზრდელობითი ორგანიზაცია, რათა სწორად აღზარდოს ბავშვი.

სკოლა ის სააღმზრედელო დაწესებულებაა, რომელიც ეხმარება ბავშვს განვითარებაში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო გამონათქვამი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს ; „ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას.“ რას ნიშნავს ეს? ანუ როგორც ცნობილია, სკოლა არის ორგანიზებული გარემო, რომელშიც მიმდინარეობს მოზარდის აღზრდა . აი, ზუსტად ამ მოზარდის სწორი აღზრდა კი პედაგოგის ხელშია . თუ პედაგოგი სწორად აღზრდის მოზარდს, მაშინ ის მომავალში ერთ- ერთი წარმატებული პიროვნება გახდება და მასაც შეეძლება რომ თავისი პედაგოგისგან მიღებული ცოდნა სხვებს გაუზიაროს . სწორად აღზრდაში იმას ვგულიხმობ, რომ პედაგოგმა ბავშვში უნდა გამოაღვიძოს სწავლის სურვილი და უნდა აუხსნას, რომ თუ გინდა, რომ მომავალში ერთ-ერთი წარმატებული პიროვნება გახდე, მაშინ აუცილებლად უნდა ისწავლო . ასეთი სიტყვებით, ცოტაც მეგობრულად, რომ აუხსნის ვფიქრობ, რომ ბავშვი გაიგებს.


მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ, გაუნათლებელი და განათლებული ადამიანი ხომ განსხვავდება ერთმანეთისგან, ქცევით, ჩაცმულობით, ერთი სიტყვით, ყველაფრით . მაგრამ ძირითადად ლაპარაკით . გაუნათლებელ ადამიანს უჭირს რაიმე შემთხვევის სწორად გაანალიზება, მაგრამ განათლებული ადამიანისათვის ეს მარტივი რამეა. აი, ზუსტად, იმ განათლების მიღებისთვის კი აუცილებელია კარგი სკოლა და აქტიური პედაგოგი.

ასეთი გამოთქმა არსებობს : ”თქვენ ვერაფერს ასწავლით კაცს, შეგიძლიათ მხოლოდ დაეხმაროთ მას საკუთარი თავის პოვნაში.” ეს გამოთქმა ჩემი სიტყვებით მინდა განვმარტო, უფრო სწორად როგორც მესმის ისე . ჩვენ ვერაფერს ვერ ვასწავლით კაცს, მარტო მას საკუთარი თავის პოვნაში შეგვიძლია დავეხმაროთ . აი ზუსტად ამას აკეთებს მასწავლებელი . ის თავისი სხვადასხვა მეთოდებით გვაპოვნინებს ჩვენს თავს . მას აქვს სხვადასხვა ხერხი . მაგალითად მე მასწვალებლობა ჩემი მასწავლებლის რჩევის შემდეგ ავირჩიე. ის ამბობდა, რომ ისეთი პროფესია უნდა აირჩიო, რომელიც გიყვარს და რომლის გაკეთება მომავალში არ მოგბეზრდება .პირიქით უფრო და უფრო გაგახარებს .

მინდა მასწავლებლობის შესახებ ჩემი პირადი აზრები გითხრათ. მსოფლიოში ყველაფერი იცვლება, გარდა მასწავლებლობის წმინდა პროფესიისა . ეს წმინდა პროფესია ყოველთვის ემყარება მის დაგეგმილ, თანმიმდევრულ და სისტემურ საქმიანობას სიკეთესთან დაკავშირებით, რომელიც მოდის წმინდა მეცნიერებისა და განათლებისგან. ეს არის კეთილგანწყობა, რომელიც აყალიბებს ეროვნულ ზნეობას, მაღალ კულტურას, მკვეთრ ლოგიკას და, საბოლოოდ, შემოქმედებით მიდგომებს, აქცევს მათ კაცობრიობის არსებობად, თავისთავად დაუმარცხებელ ძალად. მინდა რამდენიმე სიტყვით აღვწერო მასწავლებელი . სწავლება მსოფლიოში ყველაზე რთული, მაგრამ ასევე ყველაზე საპატიო და ლამაზი პროფესიაა. პედაგოგები იყენებენ თავიანთ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რათა უზრუნველყონ მოსწავლეებს ღრმა და ყოვლისმომცველი ცოდნა და გაუმკლავდნენ თავიანთი დროის პრობლემებს.

მშობლებთან ერთად, შესაძლოა, მასზე მეტად, მასწავლებლების მოვალეობაა ბავშვის ყველა ახირებასა და ტანჯვას გაუძლონ, მწუხარებით დარდობდნენ და სიხარულით ახარებდნენ. პედაგოგების მუშაობის შედეგად იქმნება საზოგადოება, იზრდებიან განათლებული, მცოდნე, ფართო მოაზროვნე ადამიანები სანიმუშო მორალით. ეს ადამიანები კიდევ უფრო ავითარებენ საზოგადოებას. ამჟამად, ის ხალხი, ვინც აქტიურად მონაწილეობს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, არის პედაგოგი. პედაგოგები ახალი საზოგადოების მშენებლობის არქიტექტორები არიან. ჩვენმა მასწავლებლებმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს თითოეული ჩვენგანის, როგორც ღირსეული მოქალაქის განვითარებაში.

ბაბუაჩემი მასწავლებელი იყო და ყოველთვის ასე ამბობდა :“ მთავარი პირობაა არამარტო იცოდე, არამედ რაც იცი იმის სხვებისთვის გადმოცემა და სწავლება უნდა შეძლო“ . ასეთი მიდგომა სწავლების ცენტრშია. ისინი ყოველგვარი სურვილის გარეშე იზიარებენ თავიანთ ცოდნას . ამ გზით ისინი სიკეთის გვირგვინს იკეთებენ საკუთარი თავისთვის. ისინი თავიანთ ცხოვრებას უძღვნიან იმ მოსწავლეების ცხოვრებას, რომლებსაც ასწავლიან. ისინი აქცევენ მათ სიამოვნების წყაროდ, ცხოვრების წესად. მასწავლებლები მშვიდობას პოულობენ სწავლების პროცესის ჰარმონიაში. მათ უხარიათ თავიანთი მოსწავლეების წარმატება და თავს ამაყად გრძნობენ. მასწავლებლის გულის სახლი არის სიკეთის ადგილი. სიკეთე, რომელიც იქიდან მოდის, არანაირ მითითებას არ ცნობს. ეს ხდება ჩვენი შვილების სულიერი სამყაროს, განვითარების და სამომავლო ცხოვრების გარანტია. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვალდებული ვართ ჩვენი მასწავლებლებისა და პედაგოგიური პერსონალის წინაშე.

კარგ სკოლაზე და კარგ მასწავლებელზე ჩემი პირადი ცხოვრებიდან მინდა მოგიყვანოთ მაგალითი . მართალია, ჩემი სკოლა პატარაა, არ აქვს დიდი ბიბლიოთეკა, არ აქვს ბევრი საჭირო რამ, მაგრამ ჩემს სკოლას ჰყავს აქტიური მასწავლებლები . ისინი მოსწავლეებს ასწავლიან ქცევის წესებს, გაკვეთილებს, ასევე მათ ეხმარებიან ყველაფერში . ისინი თავისუფალ დროს ჩვენ გვეპატიჟებოდნენ სკოლაში და გვასწავლიდნენ ქართულს, რათა ქართულად ჩვენი აზრების გამართულად ჩამოყალიბება გვესწავლა და შეგვძლებოდა . ზუსტად მათი წყალობით ვსწავლობ მე ახლა უნივერსიტეტში.

აქედან შეგვიძლია ის დასკვნა გამოვიტანოთ, რომ სკოლა მაშინაა კარგი, როდესაც მას ჰყავს აქტიური თანამშრომლები . როგორც ჩვენთვის ცნობილია, სკოლა და მასწავლებელი დიდ როლს თამაშობს, მოზარდის ცხოვრებაში . თუ სკოლა არის ორგანიზებული, მასწავლებელი აქტიური, მოსწავლე კი მოტივირებული, მაშინ ეს არის კარგი სკოლის მოდელი . ანუ ეს არის წარმატებული მოზარდების გარანტია .

0
89
შეფასება არ არის
ავტორი:აიტაჯ კარაევა
აიტაჯ კარაევა
89