x
მეტი
  • 30.01.2023
  • სტატია:125290
  • ვიდეო:355875
  • სურათი:498156
ჰარვარდის პროფესორი: “ჩვენი სამყარო უცხოპლანეტელების ლაბორატორიაში წარმოიშვა”
ავი ლოებს ალბათ ყველა იცნობთ. მან განაცხადა ასტეროიდ ომუამუას შესახებ, რომ ის შესაძლოა უცხოპლანეტელების მიერ მზის სისტემის დასაზვერად წარმოგზავნილი კოსმოსური ხომალდი ყოფილიყო. სწორედ ამავე მეცნიერს ეკუთვნის ის სენსაციური განცხადებაც, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი; ავი ლოები ფიქრობს, რომ ჩვენი სამყარო უცხოპლანეტელების მიერ, ლაბორატორიულ პირობებშია დამზადებული.


ალბათ ზედმეტი იქნება იმის დამატება, რომ ეს ჰიპოთეზა თავისი არსით ძალიან შემზარავია.


ლოების აზრით, ვინაიდან ჩვენს სამყაროს ნულოვანი ნეტო ენერგიის მქონე ბრტყელი გეომეტრია აქვს, განვითარებულ უცხო ცივილიზაციას მისი დამზადება კვანტური გვირაბების გამოყენებით, სრულიად არაფრისგან თავისუფლად შეეძლო.


ჰარვარდის პროფესორის მოსაზრება ძალიან ჰგავს სამყაროს შექმნის რელიგიურ ახსნას. განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ სამყაროს შემქმნელი ლოების ჰიპოთეზაში ზეგანვითარებული არამიწიერი ცივილიზაციაა და არა წვერებიანი მოხუცი ბაბუა, რომელიც ღრუბლებში ცხოვრობს.



ლოებს ჯერ კიდევ არ დაუკონკრეტებია, თუ როგორია ის ცივილიზაცია, რომელმაც მისი აზრით ჩვენი სამყარო შექმნა და როგორი განზრახვები აქვს მას ჩვენთან მიმართებით, კეთილი, ბოროტი თუ ის საერთოდაც გულგრილია ჩვენი ბედის მიმართ.


ალბათ უფრო გულგრილი, რადგან ამ სამყაროს არაფერი ეტყობა, რომ მასზე ვინმე ზრუნავდეს და მასში მყოფი ადამიანების და სხვა ცოცხალი არსებების ბედი ვინმეს თუნდაც ოდნავ მაინც აწუხებდეს…


უცხო

0
273
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0