x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
10 კრეატიული ჩაცმულობა, რომელთა შემხედვარეც დიზაინერის ადეკვატურობაში ეჭვი შეგეპარებათ

image


თანამედროვე მოდა უცნაური ფენომენია, რომელიც ადამიანის რაციონალიზმის კონტროლს დიდწილად სცილდება, თუმცა არ ღირს ყოველდღიური ჩაცმულობის პოდიუმის კოსტიუმებთან შედარება. დიზაინერები უცნაური სილუტებისა და ფორმების სამოსს სპეციალურად ქმნიან, რათა საკუთარი შთაგონება ნივთების მატერიალური ფორმით გამოხატონ. კრეატიულობას აქვს გამოხატვის სპეციფიკური სახე, რაც ზოგჯერ მხოლოდ ავტორისთვის არის გასაგები. როდესაც უჩვეულო სამოსს ვხედავთ, თავში მხოლოდ ერთი კითხვა ჩნდება: რისთვის? თანამედროვე მოდა დიდი ხანია გასცდა "ნორმალურობას". ზოგიერთმა ჩაცმულობამ შეიძლება სერიოზულად შეგაშფოთოთ ან გულიანად გაგაცინოთ. დღეს, სწორედ ასეთი უნიკალური შანსი გეძლევათ. მაშ ასე, თქვენ წინაშეა ნამდვილი "შედევრები", რომლებიც ყველაზე თამამი ფანტაზიის მქონე ადამიანებსაც კი გულგრილს ვერ დატოვებს.


image


1. წინა ხედი მაშინვე აღფრთოვანებას იწვევს. ამ კაბის ცხელ ამინდში ჩაცმა მართლაც იდეალური იქნება, თუმცა ქუჩაში ვფიქრობ რომ კიდევ უფრო დაცხება.


image


2. ზოგჯერ გეჩვენება, რომ ასეთი სამოსის ავტორები რაღაცას მოიხმარენ. ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ პაკეტი თევზის ნახატით.


image


3. კაბა "ჰენდ-მეიდ"-ის მოყვარულთათვის. გოგონები ძველი ჯინსებიდან გამუდმებით იგონებენ სიახლეებს. ამ კონკრეტულმა დიზაინერმაც საფუძვლად სწორედ ეს იდეა აიღო და ორიგინალური კაბაც შექმნა.


image


4. კატეგორიიდან - რა მოხდება, თუ ერთ ნივთს მეორეს მივაკერებთ. ამ შემთხვევაში საძილე ტომარა და ბებიის ნაქსოვი ხალიჩა დაზარალდა.



image


5. ცნობილი ბრენდი "ლუი ვიტონი" კვლავ ყველას აოცებს. სხვათა შორის სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით ეს ჩაცმულობა მოდელზე არც ისე ცუდად გამოიყურება.


image


6. სლენდერმენი კუთხეში ნერვიულად ეწევა. მაღალი მხრები საერთო სურათის ფონზე მკვეთრად გამოირჩევა. არ ვიცი რისი თქმა სურდა ავტორს ამ მხრებით, თუმცა ეს მოდელი შიშის შეგრძნებას კი ნამდვილად ბადებს.



image


7. კაბა პოლიმერული მასალისგან ცელოფნის დამატებით არის შექმნილი. აღნიშნული სამოსი კაცობრიობის მთავარი პრობლემის, კერძოდ კი, ბუნების პლასტიკით დაბინძურების შესანიშნავი ინტერპრეტაციაა.


image


8. ეს ის შემთხვევაა, როცა ზედმეტი ქსოვილის ნაჭერი მორჩა, რაც ერთი შეხედვით თითქოს დიდია, მაგრამ ნორმალური კაბის შესაკერად საკმარისი მაინც არ არის, აი, სწორედ მაშინ ერთვება საქმეში კრეატიულობაც.


image


9.ყველაზე პრაქტიკული ვარიანტი სხვა ყველა შემოთავაზებულიდან. რატომ უნდა გეშინოდეს თოვლივით თეთრი კაბის დაბინძურების, როცა შეგიძლია ის თავიდანვე ასეთი ჩაიცვა.


image


10. ვერაფერს იტყვი, დიზაინერი ამ შემთხვევაში ზედმეტად კრეატიული აღმოჩნდა.







0
249
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
249