x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ხალხო, რა ჯანდაბა ხდება?" - რას წერს თამუნა მუსერიძე მაგდა პაპიძეზე

მაგდა და თამუნა

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ქმრისა და 5 წლის შვილის მკველობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პაპიძე საპატიმროში გათხოვდა, სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს:


„ხალხო, რა ჯანდაბა ხდება, მეორედ მოსვლაა?", - წერს მუსერიძე და გავრცელებულ ინფორმაციას აქვეყნებს.


თამუნა სქრინი



ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია საქართველოში ერთადერთი სამუდამო პატიმრობამისჯილი ქალის მაგდა პაპიძის გათხოვების შესახებ. არსებული ინფორმაციით, მაგდა პაპიძე თავის თანაკლასელზე დაქორწინდა. ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამ ეტაპზე, არც პროკურატურა ავრცელებს რაიმე ინფორმაციას და აცხადებენ, რომ პატიმრის პირადი ცხოვრების დეტალებზე საჯაროდ საუბრის უფლება, პატიმრის ნებართვის გარეშე, არ აქვთ.


შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძე ქმრისა და 5 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. ქართულმა სასამართლომ მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.






1
331
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
331
  
2023, 24 იანვარი, 18:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1