x
მეტი
  • 30.01.2023
  • სტატია:125290
  • ვიდეო:355875
  • სურათი:498156
45 მილიმეტრიანი ჭურვი, ყველაზე საშიში ამფეთქით, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა არასაბრძოლო ვითარებაში
image ფრად ლითონზე "მონადირეები" და უბრალოდ თავგადასავლევბის მაძიებლები დღესაც იღუბებიან ჯავშანგამტანი 45 მილიმეტრიანი ჭურვის დაშლის, დათვალიერების, ან გადაადგილების შემთხვევაში.


აღნიშნული ჭურვი აღჭურვილია "МД-5"-ამფეთქებლით, რომელიც დიდი ხანია წარმოებიდან იქნა ამოღებული მისი საიმედოობის არქონის გამო.


თუ ფუგასური ჭურვის დაშლას მესანგრე ხელს მოკიდებს და განაღმავს კიდეც, არცერთი ჭკუათმყოფელი მესანგრე ამ ამფეთქებლის მქონე ჯავშანგამტანი 45 მილიმეტრიანი ჭურვის განაღმვას არ შეუდგება, ქვიშიანი ტომრების რამდენიმე ფენას შემოავლებს ჭურვს კოლეგებთან ერთად და დისტანციურად ააფეთქებს ჭურვს, რადგან მისი განაღმვა პრაქტიკულად შეუძლებელია მისი ამფეთქებლის თავისებურების გამო.


"МД-5"-ი იხრახნება ჭურვის ქვედა ბუდეში, ხრახნის ბოლოში უკეთდება ჩახრახვნამდე ალუმინის რგოლი რომელიც იფარება სპეციალური წყალგაუმტარი საღებავით.



სწორედ ამფეთქებლის კონსტრუქციის გამო არ უნდა მოკიდოს ხელი გამნაღმველმა ხელი მას განაღმვის მიზნით, რადგან ჰილზიდან გასროლილი ჭურვის საბრძოლო თავაკიც კი ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, მისი არა თუ დაშლა, მისი გადაბრუნებაც კი საშიშია, რადგან ძალიან მაღალია დეტონაციის საფრთხე ხოლო აფეთქება, რამდენიმე მეტრზე მყოფ ნებისმიერ ადამიანს იმდენად დაასახიჩრებს (ადგილზევე თუ არ მოკლა) რომ თუ არა უსწრაფესად არ იქნა გაწეული დახმარება ჯერ ადგილზე, შემდეგ კი უსწრაფესად არ მოხდა მისი მიყვანა კლინიკაში გამოსავალი ლეტალური დგება.


ამიტომ ყველას ვურჩევ ვინც კი ამ სახის ჭურვს სადმე გადაეყრება (ეს ჭურვები სავარაუდოდ ჯერ კიდევ "ინახება" საქართველოს რეგიონებში მყოფ პოლიგონებზე თუ ბაზებზე მიწაში), გირჩევთ ახლოს არ გაეკაროთ და სასწრაფოდ გამნაღმველებს დაუკავშირდეთ.


imageimageimageimage



0
87
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
87