x
მეტი
  • 02.02.2023
  • სტატია:125353
  • ვიდეო:355904
  • სურათი:498235
ჯეინ ფონდა ნანობს, რომ სახე დაიჭიმა - ახალგაზრდებს სთხოვს, სიბერის შიში შეწყვიტონ
ჯეინ ფონდა თავის პლასტიკურ ოპერაციებზე საჯაროდ ხშირად საუბრობს. ლეგენდარული და საკულტო მსახიობი, რომელიც 85 წლისაა, სიბერეზე თავის შეხედულებებს გვიზიარებს. მსახიობი სახის დაჭიმვას ნანობს.


image


ასაკი თქვენს ცხოვრებაზე უარის თქმის მიზეზი არაა.

image

ოსკაროსანი ვარსკვლავი და გარემოს დამცველი ჯეინ ფონდა Vogue–თან ინტერვიუში ამბობს, რომ ქალებს სიბერის არ უნდა ეშინოდეთ.



„თითქმის 85 წლის ვარ, მაგრამ თავი ასეთი ბებერი არ მგონია. მინდა დავეხმარო ახალგაზრდებს, რომ სიბერის აღარ შეეშინდეთ. უნდა გააცნობიერონ, რომ გარკვეული ასაკის მიღწევა ცხოვრებასა და გართობაზე უარის თქმის მიზეზი არაა. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი მეგობრები და აკეთოთ ის, რაც გსურთ“ – ამბობს მსახიობი.


ფონდა ამბობს, რომ წარსულში სახის დაჭიმვის გადაწყვეტილებით არ ამაყობს.

image

მსახიობი განმარტავს, რომ ბევრი მდიდარი ქალი, რომლებმაც სახე ყველა შესაძლო მეთოდით დაიჭიმეს, საშინლად გამოიყურებიან. მან სახე დაიჭიმა, მაგრამ შემდეგ შეჩერდა, რადგან არ სურდა, რომ მისი სახე „უცნაურად“ გამოჩენილიყო. „არ ვამაყობ იმ ფაქტით, რომ დანის ქვეშ დავწექი“ – აღიარებს მსახიობი.


თვლის, რომ სხვა მეთოდებიც არსებობს, რომ ქალი იდეალურად გამოიყურებოდეს.

image

ფონდა ახალგაზრდებს ურჩევს, რომ აქტიური ცხოვრება რაც შეიძლება ადრე დაიწყონ. „სახის მოსავლელად ბევრ პროცედურას არ ვიტარებ. კრემებსა და რაღაც მსგავსზე დიდ ფულს ვერ დავხარჯავ. ვსვამ ბევრ წყალს, კარგად ვიძინებ, ბევრს ვმოძრაობ და მზეზე დიდხანს ყოფნას ვერიდები. მყავს კარგი მეგობრები, რომლებიც მაცინებენ. სიცილიც კარგია“ – ამატებს მსახიობი.


ფონდა იხსენებს სავარჯიშო ვიდეოებს, რომლებიც ადრე გამოსცა.

image

თავისი ცნობილი სახლში შესასრულებელი სავარჯიშო ვიდეოებით, რომლებიც 1980-იან წლებში პოპულარული იყო, ოსკარის მფლობელი ცდილობდა, რომ ვარჯიში ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. მსახიობის თქმით, მისი და მისი გუნდის მიერ შედგენილი ვარჯიშების პირველი სქემა დღემდე პოპულარულია.


„ვიცი, რომ მსოფლიოში ბევრი ქალია, რომლებიც სავარჯიშო დარბაზში სიარულს ვერ ახერხებენ, რცხვენიათ ან სახლის გარეთ ვარჯიში არ შეუძლიათ, რადგან პატარა ბავშვი ჰყავთ“ – ამბობს ფონდა.


ხალხის ისტორიები აბედნიერებს

image

„ძალიან მომწონს ხალხის რეაქცია. იქნებ, მათ დაიწყეს ვარჯიში დასაკლებად, მაგრამ მეუბნებიან: „დიაბეტის გამო ინსულინს აღარ ვიღებ“ ან „პირველად შევეკამათე უფროსს, რადგან ხელზე კუნთები დავინახე“. ასეთი შეფასების მოსმენა ძალიან მიხარია“ – ამბობს მსახიობი სავარჯიშო ვიდეოებზე საუბრისას.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 16 მოულოდნელი ფაქტი მუსიკაზე, რომელთა მოსმენა გსურთ, მაგრამ ჯერ არ იცით

2. ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი 76 წლისაა: როგორ გამოიყურება მომღიმარი ჯერალდინა

3. ისე, როგორც უბრალო მოკვდავები: საინტერესო ფაქტები ცნობილების შესახებ, რაც შეიძლება არ იცოდეთ

4. სანდრამ ბულოკმა აღიარა, რომ ბავშვის კანს სახის ახალგაზრდობისთვის იყენებს

5. როცა ქრონიკული დაავადება ვარსკვლავობაში ხელს არ გიშლის: ცნობილების ისტორია უჩვეულო დაავადებებით

6. რამდენიმე ფაქტი ნიკოლ პელტცის შესახებ – გოგონა, რომელმაც ბექჰემების შვილის გული მოიგო

0
505
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
505