x
image
თუთიკო ბერძენა
დედის ტანხმობით შიშველი სცენების სიუხვე 14 წლის ასაკში და გაუპატიურება, რომელიც ახლახან გაამხილა
image

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ბრუკ შილდსმა კარიერა ადრეულ ბავშვობაში დაიწყო. მას ბავშვობა თითქმის არ ჰქონია, კამერების წინ მუდამ სექსუალური იმიჯით იდგა. მსახიობმა დიდხანს ინახა, თუ რა საშინელებების გადატანა უხდებოდა მისთვის შერჩეული სექსუალური როლების გამო.

image

"სანდენსის" კინოფესტივალზე დოკუმენტური ფილმი წარუდგინეს მაყურებელს, სადაც ბრუკი ნაადრევად დასრულებულ საკუთარ ბავშვობაზე საუბრობს და გაუპატიურების ფაქტს იხსენებს. მაშინ ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო და მორიგი როლის მისაღებად ერთ-ერთ პიროვნებასთან შეხვედრა სასტუმროს შენობაში შედგა. .შეხვედრის შემდეგ გოგონა თავის ნომერში შევიდა. ადამიანი, რომელთანაც შეხვედრა მოუწყვეს, პიროვნება მის ნომერში შევიდა და გოგონაზე იძალადა.image

ბრუკმა აღნიშნა, რომ მოძალადისთვის მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან კიდევ უფრო მეტი სისასტიკის შეეშინდა. „მეშინოდა, რომ დამახრჩობდა ან რამე მსგავსი მოხდებოდა. ვერ ვმოძრაობდი. ჩემს თავს ვუთხარი: „გადარჩი და გაიქეცი აქედან". ვიცოდი, როგორ განმეცალკევებინა ჩემი ფიქრები და გრძნობები ჩემი სხეულისგან, ამაში როლებზე მუშაობისას ნავარჯიშევი ვიყავი“, - განაცხადა შილდსმა.

image


მან ასევე ფილმ "ცისფერი ლაგუნას" გადაღებებზე ისაუბრა. აღნიშნულ ფილმს მოგვიანებით ბავშვთა პორნოგრაფია უწოდეს, რადგან ბრუკი 14 წლის იყო, მისი პარტნიორი კი 18-ის. ყველა სცენაში ისინი ნახევრადშიშვლები არიან და სექსუალუი სცენებიც უხვადაა.

image


„ტანსაცმლის ნაცვლად რამდენიმე ნაკუწით ვიფარავდით სიშიშვლეს, წელზემოთ შიშველს თმა ტანზე მქონდა წებოთი მიკრული, რომ მკერდი დამემალა. 14 წლისას ისეთი პატარა მკერდი მქონდა, არ ვიცი, რის დამალვას ვცდილობდი“, - ამბობს ბრუკი.

image

მსახიობი იხსენებს, უფრო დიდი და სექსუალური მკერდის გამოსაჩენად როგორ დააკრეს სპეციალური ხორცისფერი ბალიშები. რამდენიმე სცენაში საბედნიეროდ დუბლიორიც ჰყავდა. ბრუკის თქმით, გადაღებების შემდეგ ჩაცმულიც ისე გრძნობდა თავს, თითქოს გახდილი იყო.

"ცისფერ ლაგუნამდე არავისთვის მიკოცნია. ჩვენს შორის ეს უმანკო ქიმია იგრძნობოდა და ეს ფილმისთვის მომგებიანი გამოდგა, " - თქვა მან. თუმცა ფილმმა, 58 მილიონი დოლარი მოგების გარდა, ბევრი უსიამოვნო შეფასებაც მოიტანა.


imageარასრულწლოვანმა ბრუკ შილდსმა არაერთხელ ითამაშა სკანდალურ პროექტებში და ამას, დედამისი ტერი უწყობდა ხელს. ბრუკის იმიჯი სექსუალური გახდა მას შემდეგ, რაც 10 წლის გოგონა, დედის თანხმობით, შიშველ ფოტოსესიაში გამოჩნდა. 11 წლის ასაკში კი ფილმში "Pretty Child" მეძავის ქალიშვილი განასახიერა, რომლის უბიწოებაც აუქციონზე გაიყიდა.

image

შილდსს საშინელი დედა ჰყავდა, უსირცხვილოდ ვაჭრობდა თავისი ქალიშვილის ბავშვური სილამაზით... დღეს ასეთ მშობლებს საერთოდ ართმევენ მშობლის უფლებას.

image

0
447
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0