x
image
თუთიკო ბერძენა
ქალების გულთამპყრობელი ლამბერტ უილსონის გასაიდუმლოებული ოჯახი და პირადი ცხოვრება - ყველაზე ევროპელი "შეიჰი"
image
გასული საუკუნის 80-იან წლებში მან მსოფლიოს სუსტი სქესის წარმომადგენელთა გულები დაიპყრო ფილმით"საჰარა", რომელშიც პარტნიორობას უწევდა ულამაზეს კინომსახიობს ბრუკ შილდს. შავტუხა აზიელი, ტიპური აზიური გარეგნობით, მზით გარუჯული კანით, კეხიანი ცხვირით, ფართო მხრებით და კვინიხით დაჩრდილული თვალწარბით წარმოუდგენელი იყო ბევრისთვის, რომ რეალობაში წარმოშობით ფრანგი და ინგლისელია, თეთრი პირისახითა და თაფლისფერი თვალებით. მან ევროპელ და ამერიკელ ქალებს დიდი სიმპათია გაუჩინა აზიელი მამაკაცების მიმართ.. თუმცა ეს მხოლოდ როლი იყო და არა თვითონ ლამბერტის პერსონა.

image

"საჰარა" არის 1983 წლის ბრიტანულ-ამერიკული სათავგადასავლო დრამა, რომლის რეჟისორია ენდრიუ მაკლაგლენი და ფილმს მიჰყვება ენიო მორიკონეს საოცარი მუსიკა .image


1982 წლის მაისში გამოცხადდა, რომ გაი ჰემილტონი 15 მილიონი დოლარიანი იუჯეტით "საჰარას" გადაიღებდა გადაიღებდა. ეს იყო Cannon Films-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიუჯეტით დაფინანსებული ფილმი.


image

შილდსის ჰონორარი იყო 1, 5 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო დედამისი ტერი იყო აღმასრულებელი პროდიუსერი $25, 000 ჰონორარით.image

ტერიმ თქვა, რომ მას სურდა ფილმი ყოფილიყო "საყვარელი და მსუბუქი:" ჯერ არ მინდა, ვინმემ მას ქალივით შეხედოს. ამის დრო არ არის", განაცხადა ბრუკის დედამ. გავრცელებული ინფორმაციით, მან ორი რეჟისორი შეცვალა გადაღებების დაწყებამდე.

image

ბრუკი ყველაზე ლამაზი არსებაა დედამიწაზე, - თქვა გოლანმა: "ის უდაბნოს ჯინია, ლამბერტი კი ველური, მაგრამ განათლებული. მას სურს გააუპატიუროს, მაგრამ თავს აკონტროლებს. ჩვენ აქ კლიშეების არ გვეშინია. მე მინდა ლამაზი რომანტიკული ბლოკბასტერი".

image


გადარებას ფატერაკების გარეშეარჩაუვლია და შილდსი დაშავდა, როცა ის მანქანიდან გადმოაგდეს. მან თქვა, რომ ეს ინციდენტი იყო ყველაზე ახლოს სიკვდილთან. image

გადაღებები დასრულდა 1983 წლის თებერვალში, რის შემდეგაც შილდსი ჩაირიცხა პრინსტონის უნივერსიტეტში.image

„სასიამოვნო იყო ნეგევის უდაბნოში, ეილატში და მკვდარ ზღვაში ყოფნა, მაგრამ მისი გამოცდილება და ამდენი ხნის განმავლობაში იქ ცხოვრება ნამდვილად უფრო დასამახსოვრებელი იყო, ვიდრე თავად ფილმი“, - თქვა შილდსმა.



1984 წლის Razzies-ზე, ბრუკ შილდსი იყო ნომინირებული ყველაზე ცუდი მსახიობი ქალის ნომინაციაში და მოიპოვა ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის ტიტული, როგორც "ბრუკ შილდსი ულვაშით", ის იყო ი პირველი და ერთადერთი მსახიობი, რომელმაც მოიგო ეს ჯილდო.

image

თუმცაფილმმა დიდი აღიარება მოუტანა ფრანგს კინომსახიობს ლამბერტ უილსონს. მისი გვარი მომდინარეობს მამის მხრიდან დიდი ბაბუისგან, სახელად ჩარლზ ჯოზეფ უილსონიდან, რომელიც დაიბადა ლესტერში, ინგლისში. მას შეუძლია თავისუფლად ისაუბროს ინგლისურად, ფრანგულად და იტალიურად. ლამბერტს მსახიობობა თინეიჯერობიდან სურდა და სურდა "ამერიკელი მსახიობი" გამხდარიყო და ასევე ითამაშა ჰოლივუდურ ფილმებში.

image

ლამბერტი17 წლის ასაკში საფრანგეთში ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ლონდონის დრამატულ ცენტრში და იქ სწავლობდა მსახიობობას.


1977 წელს, შედგა მისი დებიუტი ეკრანზე ფრედ ზინემანის ამერიკულ სურათში "ჯულია".

image


ამბობენ, რომ ლამბერტი დიდი ხანია დაქორწინებულია, მაგრამ მისი ცოლი ყურადღების ცენტრში არასდროს ყოფილა. წყვილი მხოლოდ 2018 წლის 6 დეკემბერს გადაიღეს ერთად, როდესაც სპექტაკლს ესწრებოდნენ პარიზში და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ინტერნეტი აჭრელდა ლამბერტის მეუღლის ამბებით. თუმცა, ინციდენტის შემდეგ, ლამბერტი და მისი მეუღლე არცერთ პაპარაცს აღარ დაუტყვევებია

image

.

უფრო მეტიც, მსახიობი ლამბერტ უილსონი არც თუ ისე აქტიურია სოციალური მედიის პლატფორმებზე, ამიტომ მის თაყვანისმცემლებს უფრო აინტერესებთ კამერის მიღმა მისი ცხოვრების გაცნობა. გარდა ამისა, ლამბერტს არასდროს უთქვამს თავისი რომანტიული ცხოვრების შესახებ საჯაროდ და არც არასდროს გაუვრცელებია შვილების გაჩენის დეტალები.


image


უილსონი ცნობილი მსახიობია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო უამრავ სატელევიზიო შოუში და ფილმში. მან ათწლეულები გაატარა მსახიობის პროფესიაში, . 2022 წლის მონაცემებით, ლამბერტი შეიძლება ნახოთ მარკიზ დე შასანის როლში დრამატულ ფილმში "ქალბატონი ჰარისი მიდის პარიზში".


image

ლამბერტი ამჟამად 63 წლისაა, მაგრამ თავის ასაკზე ძალიან ახალგაზრდად გამოიყურება.... თუმცა არა ისე იდუმალებით მოცული ჰააბიტუსით, როგორც "საჰარაშია". image

0
367
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0