x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
კვლევა: მამაკაცები, რომლებსაც სექსი ნაკლებად სურთ, მალე იღუპებიან?
როგორც იაპონიის ოფიციალური სტრუქტურები იუწყებიან, 2040 წელს ამომავალი მზის ქვეყნის მოსახლეობის 40 % მარტოხელა იქნება. პარალელურად კი იაპონელმა მეცნიერებმა გამოარკვიეს: სექსის სურვილის ქონასა და ჯანმრთელობას შორის მტკიცე კავშირი არსებობს.


იაპონია აზიური ქვეყანაა, სადაც ტექნიკური პროგრესის მიუხედავად ცხოვრების ტრადიციული წესი და სექსის მიმართ კონსერვატიული დამოკიდებულება მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი. სწორედ ამიტომ 20-დან 29 წლის ასაკის ახალგაზრდების 16, 3 % გამოკითხვის თანახმად აცხადებს, რომ წელიწადზე მეტია, რაც სექსი არ ჰქონია. ხოლო 30-დან 39 წლამდე ასაკის ქალებს რაც შეეხება, ამ ასაკობრივ ჯგუფში ეს რიცხვი 31 %-საც კი უტოლდება.


კონკრეტულად მამაკაცებს რაც შეეხება, უკეთესი სტატისტიკა არც აქ არსებობს: 2022 წელს პორტალ Nippon.com-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ 20-დან 29 წლამდე ასაკის იაპონელი მამაკაცების 40 %-ზე მეტს ქალთან პაემანიც კი არასოდეს ჰქონია.


პარალელურად იმავე იაპონური იამაგატას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლის დროსაც 8558 მამაკაცი გამოიკითხა, დადგინდა, რომ იმ მამაკაცებს, რომლებსაც სექსის ნაკლები სურვილი გააჩნიათ, გარდაცვალების მომატებული რისკი აქვთ. აღნიშნული კვლევის შედეგები ჟურნალმა PLOS ONE-მ გამოაქვეყნა.



სექსის ნდომასა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ურთიერთკავშირს იკვლევდა მეცნიერთა გუნდი კაორი საკურადას ხელმძღვანელობით. ჯგუფმა 40 წელს გადაცილებული 20, 969 ადამიანის მონაცემები შეისწავლა, საიდანაც 8558 მამაკაცი იყო, ხოლო 12, 411 - ქალი. აღნიშნული ცდის პირები მთელი 7 წლის მანძილზე გადიოდნენ ჯანმრთელობის კვლევას უნივერსიტეტის კლინიკაში, სადაც ისინი საკუთარი სექსუალური ინტერესების და მათ მიერ დამყარებული სქესობრივი კავშირების სიხშირის შესახებ მონაცემებსაც ტოვებდნენ.


კვლევის დროის მანძილზე ცდის 503 მონაწილე დაიღუპა. მათი ჯანმრთელობის მონაცემების შედარების შედეგად მკვლევარებმა დაადგინეს: ის მამაკაცები, რომლებმაც მიუთითეს, რომ ნაკლები ან არავითარი ინტერესი სექსის მიმართ არ გააჩნდათ, უფრო ხშირად იღუპებოდნენ ავთვისებიანი სიმსივნეების გაჩენის შედეგად.


მიუხედავად იმისა, რომ კვლევის პროცესში მამაკაცებზე ორჯერ უფრო მეტი რაოდენობის ქალმა აღნიშნა, რომ სექსის მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნდა, არ გამოვლენილა, რომ ამას რაიმე კავშირი სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებასთან ჰქონოდა.


რატომ ხდება ეს ასე და მხოლოდ მამაკაცების მხრიდან სექსის სურვილის არქონას რატომ აქვს კავშირი მათი სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, ეს მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ გამოცანად რჩება.


სექსი

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0