x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
აშშ-ს ინტერნეტ-მაღაზიაში 1958 წლის "ვოლგა"-გაზ 21მ ორმოცი ათას დოლარად იყიდება
imageავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთ პოპულარულ ამერიკულ საიტზე გამოჩნდა შეერთებული შტატებისთვის უჩვეულო ნიმუში - ვოლგა -გაზ M-21, რომელიც 1958 წელს გადმოვიდა კონვეირიდან.

image

ოკეანის გაღმა მძღოლებისთვის ეს ნამდვილად უცხო რამ არის. ამ მანქანის შეძენის მსურველებს მასში თითქმის 40 ათასი დოლარის გადახდა მოუწევთ, გარდა ამისა, ტრანსპორტირებისთვის, ყველა საბუთი უნდა შეავსონ.


image


მანქანა ჯერჯერობით კიევშია, სწორედ იქ ცხოვრობს ოსტატი, რომელმაც ავტომობილს რესტავრაცია გაუკეთა. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მანქანა არის შესანიშნავ მდგომარეობაში და შეიძლება იყოს კარგი ექსპონატი კერძო კოლექციისთვის ან მანქანების მუზეუმისთვის.


image

როგორც ჩანს ამ მანქანაზე კარგად იშრომეს.პროფესიონალური შეღებვა, აბსოლუტურად ახალი სარჩულები და დეტალები. მანქანა აღჭურვილია 2.4 ლიტრიანი ძრავით და ოთხი რიგის ცილინდრით. ძრავის სიმძლავრე 75 ცხენის ძალაა. მანქანას აქვს 3 სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია - რაც დღეს ნამდვილი იშვიათობა.სწორედ ამიტომ ავტომობილი ორგინალთან მაქისმალურად არის მიახლოებული, რა თქმა უნდა მანქანის კაპოტს "საფირმო" ლეგენდარული ირმის ფიგურა ამშვენებს.

image

ძნელი სათქმელია, მალევე გამოჩნდება თუ არა ისეთი ამერიკელი, რომელიც 40 000 დოლარს გადაიხდის ამ ავტომობილში, თუმცა ამ "ვოლგით" გასეირნების სურვილი რომ ბევრს გაუჩნდება ეს ნაღდია.


ასევე დაგაინტერესებთ:ვოლგა-21-როგორ იქმნებოდა ლეგენდარული საბჭოთა ავტომობილი

3
457
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
457
  
2023, 3 თებერვალი, 23:03
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 1 თებერვალი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 იანვარი, 22:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3