საზოგადოება „კვირები დამჭირდა, რომ დამევიწყებინა..." - რას წერს გოდერძი შარაშია ვენერა ობოლაშვილზე 23 იანვარი, 16:48 ![]() ჟურნალისტი გოდერძი შარაშია 2009 წელს მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვენერა ობოლაშვილის გათავისუფლების გარშემო ატეხილ ამბავს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: „ვენერა ობოლაშვილზე რეპორტაჟი პირველმა გავაკეთე. ციხეში ვიყავი ინტერვიუზე, ვრცლად და დეტალურად ისაუბრა სამივე საქმეზე. მახსოვს, კვირები დამჭირდა, რომ დამევიწყებინა მისი მოყოლილი შემზარავი ამბები. არც ერთი წამით არ შეიძლება მისი საქმის რომანტიზება. ძალიან მძიმე და საშიში ისტორია აქვს", - წერს გოდერძი შარაშია. ![]() 1280 2-ს მოსწონს
|