x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ლომის თავდასხმისგან გადარჩენილი გოგონა, რომელიც მანიაკალურად დასდევდა ოპერის მომღერალს და ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
image

მარცხენა ფოტოზე გამოსახულ გოგონას ნელ თეობალდი(Nell Theobald)ჰქვია. დაიბადა 1944 წლის 5 ოქტომბერს ამერიკის ქალაქ ატლანტაში. პატარაობიდანვე გოგონა ოცნებობდა გამხდარიყო ოპერის მომღერალი. სკოლის დამთავრებისთანავე მან მიატოვა სახლი და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა.


რამდენიმე წუთში ლომი გოგონას დაესხმება. მას გადაარჩენენ, მაგრამ მხეცის თავდასხმა სერიოზულ ჭრილობას დაუტოვებს, არა იმდენად ფიზიკურს, არამედ უფო სულიერს. მალე ეს ლამაზმანი თავად გადაიქცევა შეუპოვარ მტაცებლად.



მაგრამ იმისთვის, რომ მეტროპოლიტენის ოპერის სცენაზე ემღერა, ან თუნდაც ბროდვეის არც თუ ისე ცნობილ თეატრებში, გოგონას აშკარად აკლდა ნიჭი. ნელი მუშაობდა რესტორნებში, მოცეკვავედ ღამის კლუბებში და ფოტომოდელად. კარგად უხდიდნენ, მაგრამ თავისუფალი დრო აღარ რჩებოდა.



1966 წლის 6 აპრილს ნელ (მოდით ჩვენ "ნელი" ვიხმაროთ)თეობალდი ჩავიდა ნიუ-იორკის საერთაშორისო საავტომობილო სალონში სარეკლამო გადაღებისთვის. როგორც დაგეგმილი იყო, ფოტო მოდელს ლუქსი კლასის მანქანებს შორის უნდა ეპოზიორა. მაგრამ მარტოს კი არა, არამედ ნამდვილ ლომთან ერთად.

image

ცხოველი ერთი კერძო ცირკიდან მიიყვანეს. ლომი, სახელად ლუდვიგი, მშვიდად იქცეოდა. ნელიმ თავიდან ნადირი გალიაშივე მიიჩვია. შემდეგ მომთვინიერებელმა ლაგამამოდებული ლომი დარბაზში გაატარა. ბოლოს კი გოგონასთან მიახლოების უფლება მისცა. ლუდვიგმა ჩვეულებრივად მიიღო უცნობი. მოფერების უფლებაც მისცა და მიეყრდნო კიდეც. ფოტოგრაფებს, რათა არ გამორჩენოდათ ძვირფასი კადრები, დაიწყეს ფოტოაპარატების ჩხაკუნი. სავარაუდოდ, ფოტოაპარატის ელვა განათებამ, დააფრთხო და გააბრაზა ველური მხეცი. ლუდვიგმა გოგონას ფეხში პირი ჩაჭიდა და შემდეგ კლანჭებით დაიწყო მისი დაფლეთვა. მომთვინიერებელმა საბედნიეროდ მალევე შეძლო გაბრაზებული ნადირის შეყვანა გალიაში.

imageimage

ნელი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ ექიმებმა გადაწყვიტეს ფეხის ამპუტაცია. გოგონა ევედრებოდა ექიმებს, რომ იგი ინვალიდი არ დაეტოვებინათ და საბოლოოდ მედპერსონალმა გადაწყვიტა გაერისკათ.


ნელი 1, 5 თვის შემდეგ გაწერეს. მისი ფეხი გადაარჩინეს, მაგრამ დარჩა საშინელი იარები. ფოტომოდელისა და მოცეკვავის შემდგომი კარიერაზე საუბარი აღარ იყო.


ნელ თეობალდი მაინც მოხვდა გაზეთების გვერდებზე და სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებებში, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა, თუმცა არა როგორც "ვარსკვლავი", არამედ რუბრიკაში "ინციდენტები".

image

მალე ნელიმ ფოტოსესიის ორგანიზატორთა წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა, ითხოვდა კონპენსაციას 3 მილიონი დოლარის ოდენობით. შედეგად, ორივე მხარემ გააფორმა ანგარიშსწორების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც

BMW-ს ავტოდილერმა ნელ თეობალდს 250 ათასი დოლარი გადაუხადა კომპენსაციის სახით. დღევანდელი კურსით და ინფლაციის გათვალისწინებით, ეს არის დაახლოებით 2.2 მილიონი აშშ დოლარი. აქედან იწყება ჩვენი ისტორიის მეორე ნაწილი ...

image

როგორც კი გამდიდრდა, ნელიმ მიატოვა სამსახური და გადაწყვიტა საყვარელ ოპერასთვის დაეთმო მთელი დრო.


იგი რეგულარულად ესწრებოდა პრემიერებს საუკეთესო ამერიკულ და ევროპულ თეატრებში. იგი შეუერთდა "საოპერო ელიტას", შინაურად გრძნობდა თავს არტისტებს, რეჟისორებსა და კრიტიკოსებს შორის.


ფრენები, ბილეთები, საღამოს კაბები და წვეულებები - ეს ყველაფერი შთამბეჭდავ თანხებს მოითხოვდა. როგორც არ უნდა იყოს, ოპერა მდიდარი ადამიანების გასართობია და მიღებული ფულადი კომპენსაცია გოგონასთვის ამოუწურავი ჩანდა.


1968 წლის ზაფხულში ნელ თეობალდი იყო ოპერის ფესტივალზე ბავარიის ქალაქ ბაიროითში.


მუსიკისა და სიმღერის ეს ფესტივალი ცნობილია იმით, რომ იქ მხოლოდ გერმანელი კომპოზიტორის რიჩარდ ვაგნერის ნაწარმოებები სრულდება. აქ ნელი შეხვდა ბირგიტ ნილსონს (Birgit Nilsson 1918-2005), (მთავარი ფოტო მარჯვნივ) დიდებული საოპერო მომღერალს შვედეთიდან. იგი ითვლება ვაგნერის ოპერებიდან ქალი სოპრანოს პარტიების საუკეთესო შემსრულებლად. ნილსენი გამოდიოდა მსოფლიოს ყველა მთავარ სცენაზე, მათ შორის საბჭოთა კავშირსაც სტუმრობდა.


რა გადაუტრიალდა ნელ თეობალდს თავში ბირგიტ ნილსონთან შეხვედრის შემდეგ, ძნელი სათქმელია. უბრალოდ ოპერის დივით მოხიბლული გოგონა ნამდვილ მანიაკალურად შეპყრობილ ურჩხულად გადაიქცა.


იმ დღიდან მოყოლებული იგი ესრებოდა შვედი მომღერლის ყველა წარმოდგენას, არ აქვს მნიშვნელობა, თუ მსოფლიოს რომელ კუთხეში იყო.ამის გარდა ის ყოველდღე უგზავნიდა ბირგიტს მის საყვარელ მუქი წითელი ვარდების თაიგულებს სასტუმროებსა და გასახდელებში. ის მარტო ერთი თვის განმავლობაში უგზავნიდა ათეულობით წერილს მომღერლას.

image


ჯიუტი და არა მთლად ადეკვატური ამერიკელის საქციელმა შეაშინა ოპერის დივა.მან მიახლოება აუკრძალა. ამან არათუ ვერ შეაჩერა ნელი, არამედ კიდევ უფრო გააღიზიანა. მისი მეგობრების მოგონებების თანახმად, მან დაკარგა ყოველგვარი კავშირი რეალობასთან. გოგონა ცხოვრობდა იმავე სასტუმროებში, სადაც ბირგიტ ნილსონი ჩერდებოდა.


ერთხელ ოპერის პრიმა ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე მიიწვიეს. ნელიმ მოახერხა მოახლეების მოისყიდა, რათა მომღერლის ოთახში შესულიყო. მან მოიპარა სუნამოები, საცვლები და მისი კერპის სხვა ნივთები, შემდეგ კი უთხრა მეგობრებს, რომ ეს იყო მისი საყვარლის საჩუქრები. დიახ, ნელ თეობალდმა ყველას უმტკიცებდა, რომ თითქოს ბირგიტთან ინტიმურ ურთიერთობაში იყო.

image

ბირგიტ ნილსონი 500 შვედური კრონის კუპიურაზე გამოსახული



ამავდროულად, ამერიკელი, უწინდებურად აგრძელებდა მამაკაცებთან შეხვედრას და ის არც არასოდეს შეუნიშნავთ ერთნაირსქესიანთან ურთიერთობებში.


ბოლო-ბოლო ქალბატონი ნილსონი ტრადიციული ოჯახიდან იყო. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე იგი ცხოვრობდა თავის ერთადერთ ქმართან, რომელიც მასზე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა.


ასე რომ, სიყვარულის ისტორიაც ნელის ფანტაზიის ნაყოფია.



თაყვანისმცემლის მიერ მისი საკუთარი კუმირის დევნა არც ისე იშვიათი მოვლენაა. როგორც წესი, ეს ხდება უფრო პოპულარული მუსიკის სფეროში, მაგრამ როგორც ვხედავთ, ოპერაშიც ყოფილან შეპყრობილი ადამიანები.


ბირგიტის „საპასუხო წერილები“ ​​სიგიჟის კიდევ ერთი გამოვლინება გახდა. ნელიმ შვედი მომღერლის ხელწერის მიბაძვა ისწავლა და მისი სახელით ასობით შეტყობინება დაწერა. ძნელი სათქმელია, როგორ დასრულდებოდა მთელი ეს ამბავი, ნელი თეობალდს ფული რომ არ გამოლეოდა.


ლომის თავდასხმისთვის მიღებული უზარმაზარი კომპენსაცია დაიხარჯა იმ შესაძლებლობაზე, რომ 9 წელი ედევნა საკუთარ კუმირისათვის. მას შემოსავლის სხვა წყარო არ ჰქონდა.


1977 წელს, თავისი უკანასკნელი სახსრებით, იგი გაფრინდა ვენაში და იქირავა ოთახი იმავე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, სადაც ბირგიტ ნილსონი იმყოფებოდა. მაგრამ ფული აღარ დარჩა ყვავილებისთვის, მოახლეების მოსყიდვისთვის და თეატრის ბილეთისთვის. საღამოს, როდესაც მომღერალი ვენის სახელმწიფო ოპერის სცენაზე გამოვიდა, ნელიმ ერთი მუჭა საძილე აბები და ტრანკვილიზატორი დალია.


მაშინ ის გადაარჩინეს. მაგრამ როდესაც ამერიკაში დაბრუნდა, გოგონამ გადაწყვიტა დაესრულებინა ის, რაც დაიწყო ვენაში.


1977 წლის 20 აგვისტოს ნიუ-იორკში უკვე იაფფასიანი მოტელის ოთახში, რომელიც სავსე იყო იგივე თავისავე დაწერილი ყალბი წერილებით, ნელ თეობალდმა მიიღო აბების ლეტალური დოზა. ბოლო ჩანაწერში მან მოითხოვა, რომ მისი ფერფლი შვედეთში, ბირგიტ ნილსონის ბაღში გაეფანტათ. ბუნებრივია, ეს არავის გაუკეთებია.ნელი 33 წლის იყო.


image

ასევე დაგაინტერესებთ


მისი დაწესებულების სტუმრები იყვნენ განგსტერები და ჩინოვნიკები და დამსახურებული პენსიაზე გასვლის შემდეგ პოლი ადლერმა დაწერა ავტობიოგრაფია, რომელიც ცნობილი გახდა მთელი მსოფლიოში. პერლ ადლერი, რომელსაც ყველა იცნობდა, როგორც "მადამ პოლი", დაიბადა 1900 წლის 16 აპრილს ბელორუსის ქალაქ იანოვში. ის ც...


დღეს, 29 ივლისს დაბადებიდან 90 წელის შეუსრულდებოდა, ამერიკელ მოდელს, პინ აპ გოგონას, მსახიობს და მუცლის ცეკვის დიდოსტატს დაიანა უებერს. მას ჩვენში ფაქტობრივად არც იცნობენ, არა და ამერიკაში გასული საუკუნის 50-იან 60-იან წლებში მერლინ მონროს და სხვა სექს-სიმბლოებს ტოლს არ უდებდა. მშვენიერი და სექსუალური დაიან...


40 წლის წინ გარდაიცვალა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი თვითმარქვია-ავანტურისტი ფერდინად(ფრედ) დემარა, კაცი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმატებით იცვლიდა პროფესიებს, თავისი სიცოცხლის განმავლობაში მან შესანიშნავად გაართვა თავი სხვადასხვა პროფესიის შესრულებას - იყო მღვდელი, ქირურგი, სტომატოლოგი, ინჟინერი, ფსიქ...

image

9 იანვარს დაბადებიდან 35 წელი შეუსრულდა თანამედროვე პოპ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად იტალიელ მომღერალს ანა ტატანჯელოს, რომელიც "სან-რემოს" სიმღერის ფესტივალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა, ხოლო მშობლიურ იტალიაში მისმა 20-მდე ჩანაწერმა მიიღო ოქროს და პლატინის სერთიფიკატი. გოგონას მუსიკალური კარიერა ი...

image

100 წლის წინ, 1922 წლის 19 იანვარს თბილისში 79 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოში მოღვაწე სომეხი ბიზნესმენი და ქველმოქმედი მიქაელ არამიანცი.ქვემოთ გაეცნობით მის დრამატიზმის აღსავსე ცხოვრების დეტალებს. დაიბადა 1843 წლის 4 მაისს მთიანი ყარაბაღის სოფელ კეატუკში სოფლის თემის უფროსის ოჯახში მი...

0
399
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0