x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მიწისქვეშა ქალაქი ავსტრალიაში, სადაც 2000 ადამიანი ცხოვრობს
image

გეპატიჟებით მიწისქვეშეთში, რათა მოინახულოთ არაჩვეულებრივი მიწისქვეშა ქალაქი კუბერ პედი, სადაც ამჟამად დაახლოებით 2 ათასი ადამიანი ცხოვრობს.



თავდაპირველად, როცა აღმოჩნდებით ავსტრალიის ამ მზით გადახურებულ წითელ ველზე და დაინახავთ აქა იქ შენობებს, აბსოლუტურად „სუფთა“ ლანდშაფტს, იფიქრებთ, რომ ეს ადგილი სრულიად უსიცოცხლოა. მაგრამ სინამდვილეში, არსებობს განსაცვიფრებელი იდუმალი ქალაქი, სახელად Coober Pedy.

image


აქ ხეები არ არის და მზე დაუნდობელი ძალით აცხუნებს, მაგრამ მრავალი კილომეტრიანი გვირაბები მიწისქვეშაა გაყვანილი და ისეა მოწყობილი, როგორც ჩვეულებრივ საცხოვრებელ ბინებშია.

image

image

თუმცა აქ ჩამოსული ტურისტებისთვისაც გამოიძებნება საცხოვრებელი. ამ დერეფანში გავლისას სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახებსაც აღმოაჩენთ.

image

აქაურები საკმაოდ კომფორტულად დასახლდნენ. ზოგიერთი სახლი მხოლოდ ნახევრად მიწისქვეშაა, რაც მხოლოდ მათ უნიკალურობას მატებს. აღსანიშნავია, რომ კომფორტის თვალსაზრისით ისინი არანაირად არ ჩამოუვარდებიან ჩვეულებრივ თანამედროვე სახლებს.

image

ქალაქის წარმოშობის ისტორია 1915 წელს დაიწყო, როდესაც მამა-შვილმა აქ ოქროს საძიებლად ჩამოვიდნენ

მათ აქ ოქრო ვერ იპოვეს, მაგრამ იპოვეს ულამაზესი ოპალები, ამ ქვებმა სწრაფად მოიპოვეს არანაკლებ პოპულარობა.


image

აქ ჩამოსული მაღაროელები ვერ უძლებდნენ ადგილობრივი კლიმატის მაღალ ტემპერატურას და ამიტომ ააშენეს სახლები არა მიწის ზემოთ, არამედ შახტებს შორის.


მათ დაიწყეს გრძელი გვირაბების გათხრა, ასე რომ, დროთა განმავლობაში, კუბერ პედიში დაახლოებით 1500 სახლი გამოჩნდა.

image

თანამედროვე სამყაროში Coober Pedy უკვე დიდი ხანია არის ოპალის მთავარი მიმწოდებელი. თუმცა, ხალხი აქ აღარ მოდის ძვირფასი ქვების დასათვალიერებლად, არამედ მიწისქვეშ მცხოვრები ადამიანების საცხოვრებლის სანახავად.


image

მაღაროების, სასტუმროებისა და სახლების გარდა, კუბერ პედიში მიწისქვეშა მშვენიერი ეკლესიაც არის.ასევე მიწისქვეშა წიგნის მაღაზია, რა თქმა უნდა საიუველირო მაღაზია და მიწისქვეშა ბარიც.

image

image

image

image

0
375
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0