x
image
მარიამმ პაიჭაძე
გელა ზედელაშვილი: „ეგეთი იკლიკანტური ქალი თუ მენახოს... რას გადაგვეკიდეთ? მასხრად აგვიგდეთ და..."
გელა კელი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, მოსკოვთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ეგეთი იკლიკანტური ქალი თუ მენახოს, მე ვიყო „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე!


კელი დეგნანი: „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან".


ჰო, ქალო, ძალიანაც გვირჩევნია, რუსეთმა ხვალვე რომ გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, მაგრამ რომ არ გაჰყავს?


1993 წლიდან დღემდე გიყურებთ, როგორი შეშფოთებულები ხართ, როგორ იღებთ წყალწყალა რეზოლუციებს და როგორ გვაიმედებთ, როგორ უჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.


მერე?


არც არაფერი... 1993 წლის შემდეგ 30 წელიწადი გავიდა!


ეს ის დროა, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს... ეს ის დროა, რომლის მდინარებაშიც, სულ მცირე, ორი თაობა მაინც წავიდა და ასევე ორი თაობა მოვიდა. იმ ორმა თაობამ სული ოცნებებში დალია, ამ ორმა თაობამ კიდევ მხოლოდ გადმოცემით იცის, რა იყო და რა მოხდა.


თქვენ ის ხალხი ხართ, ჯაბა იოსელიანს რომ დაატარებდით ჟენევაში და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ალაპარაკებდით!
თქვენ ის ხალხი ხართ, ტელევიზორში რომ მოგვიწოდებდით, რუსებთან მოილაპარაკეთ, პრობლემა არ არიო და... თუ ჩვენები გაბედავდნენ მოლაპარაკებას, მათ თავზე წისქვილის ქვას ატრიალებდით!


აი, ასე ვაი-ვიშით და ცრუ დაპირებებით მოვედით დღემდე!
მოვედით და მივხვდით, რომ ვიღაცის (თუნდაც ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის) კარნახით არ უნდა ვმართოთ ქვეყანა, ამ მიწა-წყლისა ჩვენზე უკეთესად არავის გაეგება.


საბედნიეროდ, იმასაც მივხვდით, რა დაგვიპირეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. რა დაგვიპირეთ და... იმავე ჯოჯოხეთში გახვევა, 2008-ში რომ გაგვხვიეთ და სამაგიეროდ, წყლით დატვირთული კრეისერი გამოგვიგზავნეთ.
ახლა იძახიან, იქ მარტო წყალი არ იყოო... ჰა, ჰა, ჰა, მარტო წყალი იყო და პამპერსები კიდევ.


ფაქტია, ქალო, 2008-ში მასხრად აგვიგდეთ და ახლაც იმავეს გვიპირებდით.
რომ ვერაფერი გააწყეთ, რომ ვერაფერი „შეგვაგნებინეთ", თქვენს ხოშზე რომ ვერ მოგვაქციეთ, ბიძინა ივანიშვილს გადაეკიდეთ, პირადად მიხვედით მასთან, რათა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დაწიოკებაზე დაგეთანხმებინათ. ვერ დაითანხმეთ, ამ მხრივ თითი ვერ გაატოკებინეთ და ბანკებში პრობლემები შეუქმენით. თან ისე შეუქმენით, შვეიცარიის ერთ-ერთი წამყვანი ბანკიც გააბანკროტეთ.


მაინც არაფერი გამოგივიდათ და ახლა სანქციებით იმუქრებით.
რა სანქციები, რის სანქციები, თქვენ ხომ არ გაყანყალებთ?!
ახლა კი, როცა ფრენების აღდგენის საკითხი დადგა, ისტერიკაში ჩავარდით.
არადა, ყველამ ვიცით, ეს არც კურსის შეცვლას ნიშნავს, არც რუსეთის გუბერნიად გადაქცევას, ეს უბრალოდ შვებას მოუტანს მილიონ ქართველს, რუსეთში რომ ცხოვრობს და საქმიანობს.
არ გინდათ ამის დანახვა?
ნუ გინდათ, მაინც ფაქტია, მაინც რეალობაა, ვერსად გაექცევით!
და კიდევ ერთი რამეა რეალობა... გინდათ, არ გინდათ, ვინმეს უნდა, არ უნდა, ჩვენ გვინდა, არ გვინდა, ბედმა ასე გვარგუნა - რუსეთი არის ჩვენი მეზობელი და რაკი არის, როგორმე მასთან ურთიერთობის გასაღებიც უნდა მოვძებნოთ.
დიახ, ის არასანდო მეზობელია, მაგრამ დღეს თუ ხვალ მაინც მოგვიწევს რაღაც საკითხებთან შეგუება.

გვაცადეთ, ქალო, ცოტახანს გვაცადეთ, ეგებ საკუთარ სვე-ბედს უკეთესად მივხედოთ და წარვუძღვეთ?


ბოლო-ბოლო, აღარ ბრუნდებით სახლში? რა გინდათ, რას გადაგვეკიდეთ, რას გვიყეფთ წამდაუწუმ და ცხოვრებას თქვენებურად გვიგეგმავთ?


არ ვუხვევთ არსად, ძალიანაც რომ გვინდოდეს, ვერ გადავუხვევთ, რადგან ჩვენ თვითონ ვართ შეგნებითა და მოწოდებით ევროპიელები.


ჰი, ჰი, ჰი... ზეზვას და მზიას იცნობთ, ქალო?!", - წერს გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.


გელა





7
538
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
538
  
2023, 22 იანვარი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 იანვარი, 19:16
ან პოლიტიკოსი აღზარდა საქარტველომ .რომ დადგეს დრო მოლაპარაკებების ვინ დაჯდება საქარტველოს მხარეს .დაასახელეთ პერსონალულათ გვარები თანამდებობით.
2023, 22 იანვარი, 19:10
საიდან მოგაქვთ ციფრები. წაიკითხეთ ახალი თუ ძველი აღწერის მონაცემები რუსეთში.მილიონი ეს ჯირინოვსკის გამიზნული ზღაპარია .საინტერესოა როდის იყავით რუსეთში.მე პირადათ ძალიან მაწყობს პირდაპირი რეისები მაგრამ გააჩნია რის ფასათ. რაც შეეხება დამოუკიდებლათ გადაწყვეტილების მიღებას .რამდენი პროფესიონალი დიპლომატი
2023, 22 იანვარი, 9:31
ხო კიდევ,ისე ამბობს,მილიონობით ჩვენს მოქალაქეს გაუადვილდება საქმეო,გეგონება სულ ხალხზე ფიქრობენ. ხალხზე რო ფიქრობნენ და განვითარებაზე,მილიონობით ქართველი არ იქნება ქვეყნიდან გაქცეული. ამიტომ ეს ყველაფერი არის სრული სისულელე
2023, 22 იანვარი, 9:20
რაც შეეხება ამ ვაჟბატონის პოსტს,სრული იდიოტობა არის თავიდან ბოლომდე. რაც ამერიკამ ფული დახარჯა საქართველოში დემოკრატიის საშენებლად რო ამის თქმის უფლება აქვთ და ამბობენ კიდეც. კი ბატონო,ქართველ ხალხს თანხის ძირითადი ნაწილი არც მოხმარებია,მაგრამ ეგ ჩვენი პრობლემა უფრო არის,ვიდრე მათი. ამ წლის ბიუჯეტშიც არის განსაზღვრული დაფინანსება საქართველოსთვის და თუ ამერიკა არ გვინდა,მაშინ ამ ფულს რაღატო ვიღებთ? ამერიკა თითქმის ისეთივეა როგორც რუსეთი თავისი იმპერიალისტური მიზნები,მაგრამ გამოყენება შეგვიძლია,თუ ტვინს ძალას დავატანთ. სწორედ ამერიკელების დახმარებით გადაიქცა ჩვენი ჯარი რაღაცად და მათ ტილები არ სჭამენ. კი ბატონო,ამსათვის საერთაშორისო მისიებში წასვლა გავინაღდეთ,მაგრამ უკაპიკოდ დარჩენი ჯარის სტანდარტები ამაღლდა. ამ კაცის ნაბოდიალების შინაარსი არის ჩვენი თავი ჩვენ გვეყუდნისო,მარა გევყუდნის? ნუ დავემსგავსებით ნათელაშვილს მთელი ქვეყანა,პარლამენტარობა რო არ უნდოდა,მაგრამ ხელფასი სურდა. ეგრეა ეს ამბავიც,ამერიკა არ გვინდა,მაგრამ მისი ფული და დაფინანსება გვინდა. ყველაფერთან ერთად,მართალია ეს დეგნანი,ამ პერიოდში რუსებთან ფრენების აღდგენა არის სრული იდიოტობა და ამის მეტი არაფერი უთქვამს. რუსეთი არის იზოლაციის ქვეშ და ის ცდილობს რაღაცის გამოჩხრეკას და ეს რაღაცა არის საქართველო. რატო აქამდე არ აღსდგა ფრენები? იმიტო ხო არა რო რუსებს ვეკიდეთ? ამიტომაც ცოტას დაუწიეთ და უცოდინრობის ბუმს ნუ მაწყობთ. ამერიკა მოგვიწოდებს რო ახლა არის შანსი ტერიტორიების დაბრუნების და თუ გინდათ,მაშინ დაგხმარებით და დაიბრუნეთო. ესენი გამოდიან და კულისებს მიღმა ნასაუბრებს,საჯაროდ ყვებიან და ეს კარგია? უკვე ვთქვი,რომ საქართველო ომით არ აპირებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას,რადგან იქ ჩვენი მოქალაქენი არიან. შეეძლოთ ეს ეთქვათ ქალბატონი ელჩისთვის და ყველასთვის,ვინც ამას სთავაზობდათ. შეთავაზება ნამდვილად კარგია,რადგან ასეთი შანსი აღარ იქნება კარგა ხანს.
2023, 22 იანვარი, 9:06
ტყუილი იმედებია და უაზრო მოლოდინები,ბუშის ადმინისტრაციის დროს დაგვბომბა რუსეთმა,თან ამ დროს პეკინში გვერდიგვერდ ისხდნენ და თქვენ იმას ამბობთ,რომ ობამა რო არა,ჩვენ ამერიკლები დაგვიბრუნებდნენ ტერიტორიებს? ასეთი დაიმედებულები როგორ ხართ ან რა გალძლევთ ამის თქმის ფუფუნებას? საქართველო ტერიტორიებს დაიბრუნებს მხოლოდ თავისი მონდომებით და სწორი პოლიტიკით.სწორი პოლიტიკა არის მშვიდობიანი,ყოველგვარი სისხლის ღვრის გარეშე. აფხაზეთი და სამაჩაბლო არის ჩვენი მიწა,იქ მცხოვრებთა უმეტესობა ჩვენი მოქალაქე და ჩვენივე მოქალაქეებს არ დავბმობავთ არც ამერიკელებთან ერთად და არც მათ გარეშე. კი ბატონო,იქ რუსული ჯარები დგას და ერთი შეხედვით ამ ჯარებთან მოგვიწევს დაპირისპირება,მაგრამ რაკეტა მხოლოდ რუსულ ჯარს არ ხვდება,ის დააშავებს ჩვენ მოქალაქებსაც და საქართველოს სახელმწიფოს მთავარი მისია და მიზანი უნდა იყოს საკუთარი მოქალაქეების დაცვა.
2023, 22 იანვარი, 7:40
მართალი ბრძამდებით ბატონო ზაზა, პუტინს ისე შინებია წყლისა და პამპერსების, რომ როგორც კი გაიგო საქართველომ მთლიანი კონტეინერი პამპერსები და წყალი მიიღოო, ეგრევე უკან გააბრუნა თბილისის ასაღებად გამზადებული ტანკები და ისეთ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლითაც ფაქტიურად დამარცხება აღიარა. სულ ცოტათი ბედსაც რომ გაეღიმა საქართველოსთვის და ბარაკობამა არ გამხდარიყო პრეზიდენტი (არასდროს ყოფილა ამერიკაში ფერადკანიანი პრეზიდენტი და რაღა მაშინ გახდა, ბედი არ გინდა?), რომელმაც გადატვირთვის პოლიტიკა წამოიწყო რუსეთთან, ეჭვიც არ შეგეპაროს სულ კუნტრუშ-კუნტრუშით შეასრულებდა პუტინი იმ ხელშეკრულებას და საქართველო აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაიბრუნებდა.
0 1 7