x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
NASA–ს ასტრონავტი ფრანკლინ მასგრეივი: "დიახ, მინახავს ამო"...

ფრანკლინ სტორი მასგრეივი (Franklin Story Musgrave) — NASA–ს ყოფილი ასტრონავტი, აშშ–ს საზღვაო ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი, ექიმი, მათემატიკოსი, 6 აკადემიური ხარისხის მფლობელი და ამერიკის ისტორიაში, უბრალოდ, ლეგენდარული პიროვნებაა.


image


დღეს 84 წლის არის და მის ანგარიშზე ექვსი კოსმოსური ფრენაა... და როგორც ამბობენ, მან უამრავი რამ ნახა და განიცადა. ერთ–ერთ ინტერვიუში, მასგრეივმა აღნიშნა, რომ ამო რამდენჯერმე ნახა, მაგრამ არ უნდოდა ემოციებზე აყოლა და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება:

«ორი სხვადასხვა მისიის დროს, მე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ვნახე, რომლებიც თავისუფლად იღუნებოდნენ და ფორმას იცვლიდნენ. ხოლო, მათი ტალღისებური გადაადგილება, ნამდვილად რომ შთამბეჭდავ იყო. ამო უკან მოგვდევდა, მაგრამ არ გვემუქრებოდა. დიახ, დავინახეთ, მაგრამ არ ვიცი, ეს რა იყო».

ამ თემით დაინტერესდა ჟურნალისტი, რომელსაც არაერთი ისტორია ჰქონდა მოსმენილი უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შესახებ. მაგრამ, ამჯერად, მის წინ მეცნიერი და თან, ასტრონავტი იყო და არა ოფისის თანამშრომელი, ან ფერმერი... და მან ჰკითხა: «როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ყოფილიყო?»

«არ ვამტკიცებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ მოწინავე ცივილიზაციას გადავეყარეთ, რომელიც, ალბათ, 100 მლნ. წლით უფრო ხანდაზმულია, ვიდრე ჩვენი ცივილიზაცია. მაგრამ, ჩვენ მათთვის საინტერესონი არ ვართ. მათთან ახლო კონტაქტის შანსი – ნულის ტოლია», — გამოთქვა საკუთარი მოსაზრება ფრანკლინ მასგრეივმა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მას სამარეში 12 ცხენი და 16 ქალი "ჩააყოლეს"... – საინტერესო ფაქტები ჩინგიზ–ყაენი შესახებ

* "მულენ რუჟის" კულისებში გადაღებული ფოტოები

* მეცნიერებმა ჩვენი ცივილიზაციის კოლაფსის სავარაუდო თარიღი დაასახელეს

* მსგავსება უძველეს ცივილიზაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ათიათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი

* ერთი ობიექტი – ორი რაკურსით, ანუ ყველა იმას ვპოულობთ, რასაც ვეძებთ...

* მათი ურთიერთობა სამ წელს გაგრძელდა, მაგრამ ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ...

* საჭურისების ისტორია: "დაბადება", "აღზევება" და "დაცემა"

* ვიღაც ჩვენს გადასარჩენად იბადება, ზოგი – ჩვენ უნდა გადავარჩინოთ...



1
1444
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1444
  
2023, 22 იანვარი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1