x
მეტი
  • 30.01.2023
  • სტატია:125290
  • ვიდეო:355875
  • სურათი:498156
მთვარის პირველი სტუმარი, ასტრონავტი ედვინ ოლდრინი 93 წლის ასაკში მეოთხედ დაქორწინდა
image

რიგით მეორე კაცი მთვარეზე მეოთხედ დაქორწინდა.ლეგენდარულმა ასტრონავტმა ბაზ ოლდრინმა გამოაცხადა, რომ საკუთარ დაბადების დღეზე თავის დიდი ხნის შეყვარებულზე დაქორწინდა.


ბატონმა ოლდრინმა, რომელიც პარასკევს 93 წლის გახდა და პირველად მსოფლიოში მთვარეზე დაშვების ისტორიული მისიის ნაწილი გახლდათ, ეს ტკბილი განცხადება თავის ახალ საცოლის შესახებ Twitter-ზე გააკეთა. ასტრონავტის შეყვარებული და ამჯერად უკვე ცოლი მასზე 30 წლით უმცროსია,



„ჩემს 93-ე დაბადების დღეზე და იმ დღეს, როცა Living Legends of Aviation-ის პატივს მიმაგებენ, მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მე და ჩემმა დიდი ხნის სიყვარული, დოქტორი ანკა ფაური დავქორწინდით. ჩვენ შევუერთდით წმინდა ქორწინებას ლოს-ანჯელესში, მცირე კერძო ცერემონიით და ისეთივე აღფრთოვანებულები ვართ, როგორც მოზარდები“-აღნიშნა ავსტრონავტმა.




63 წლის დოქტორი ფაური ამჟამად შპს Buzz Aldrin Ventures-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზეა და მის LinkedIn-ის გვერდზე მითითებულია, რომ იგი კომპანიაში 2019 წლიდან მუშაობს.


მისტერ ოლდრინი ადრე სამჯერ იყო დაქორწინებული და განქორწინებული, ჯოან ენ არჩერთან 1954 წლიდან 1974 წლამდე, ბევერლი ვან ზილთან 1975 წლიდან 1978 წლამდე და ლოის დრიგს ქენონთან 1988 წლიდან 2012 წლამდე.



მეორე ადამიანს, რომელიც მთვარის ზედაპირს შეეხო, სამი შვილი ჰყავს - ჯეიმსი, ჯენისი და ენდრიუ - მისი პირველი ცოლისგან, მის არჩერისგან.


ასევ ჰყავს შვილიშვილი ჯეფრი შუსი, ქალიშვილ ჯენისგან და ოთხი შვილთაშვილი.

image

შეგახსენებთ, 1969 წლის 19 ივლისს აპოლო-11-ის მესამე მისია მთვარისკენ იქნა გაშვებული.მისი ეკიპაჟი იყო: ნილ არმსტრონგი (მეთაური), ედვინ "ბაზ" ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი) და მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი). 20 ივლისს, არმსტრონგი და ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები კაცობრიობის ისტორიაში, რომლებმაც ფეხი დადგეს სხვა ციურ სხეულზე - მთვარეზე.

image

2
234
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
234
  
26 იანვარი, 22:22
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
21 იანვარი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2