x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა" - აცხადებს შსს-ს მინისტრი, არა და წესით უნდა იცოდეს რაც მოხდა საგარეჯოში
image ტრაგედია მოხდა კახეთის რეგიონში, ყოფილმა სამხედრომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ქუჩაში მიმავალი ადამიანები ჩაცხრილა საკუთარი სახლის აივნიდან.


მინისტრის განცხადება ჩემთვის გასაკვირიცაა და საწყენიც, წესით შსს-ს მინისტრმა უნდა იცოდეს თუ რას ნიშნავს "ვიეტნამის სინდრომი" და ზოგადად საომარი მოქმედებების ზონაში ნამყოფი ადამიანის ფსიქიკას მიხედვა რომ ჭირდება თუნდაც მცირე ხნით.


ერთნი აცხადებენ მკვლელი ფსიქიურად არამდგრადი იყოო, მეორენი აცხადებენ ძალიან კარგი კაცი იყოო.


თუ ფქისიურად არამდგრადი იყო ვინ მიიღო არმიაში და ვინ გაუშვა ავღანეთში საომარი მოქმედებების ზონაში, სადაც როგორც აცხადებენ პირნათლად მოიხადა სამხედრო ვალი.



5 ადამიანის მკვლელობას და 5 ადამიანის მძიმედ დაჭრას თუნდაც შელაპარაკების გამო მანიაკის გარდა არავინ იკისრებს, მაგრამ მანიაკი არცერთ შემთხვევაში თავს არ მოიკლავდა.


რა მოხდა სინამდვილეში? მე არ ვიცი რა გზით მოხდა ხელში ამ ადამიანის ხელში ასეთი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მათ შორის ხელყუმბარები, მაგრამ ცხადია აღნიშნული მუნიციპალიტეტის ძალოვნები ვერ მუშაობენ სათანადოდ, სხვა შემთხვევაში შემთხვევის პრევენცია მოხდებოდა იარაღის ამოღებით და ამდენი ადამიანის მკვლელის მკურნალობას თუნდაც იძულების წესით.


ჩვენი უბედურება იმაშია, რომ აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ერაყში თუ ავღანეთში ნაბრძოლ ვეტერანებთან პრაქტიკულად არავინ მუშაობს, არა და ამ ხალხთან აუცილებლად უნდა მუშაობდნენ ფსიქოლოგები, რომლებიც განვლილი საშინელი მოგონებების "წაშლას" მოახერხებენ ამ ადამიანების მახსოვრობიდან.


არ დაგიმალავთ, პარტიზანობის პერიოდში მქონდა შემთხვევა როცა რესტორანში მომხდარი ჩხუბის დროს 16 წლის მოზარდმა ჩხუბისთავი სწორედ იარაღის მუქარით "დავაშოშმინე", რასაც დღევანდელი გადასახედიდან ძალიან ვნანობ და განვიცდი.


ზოგადად სამხედრო ადამიანს, რომელსაც ხშირი წვდომა აქვს იარაღთან და თუ გარკვეული წვრთვნა არა აქვს გავლილი ფსიქოლოგიურად, საფრთხის შემცველია.


უფალს ებარებოდეს ის ახალგაზრდა პოლიციელიც რომელიც მსროლელის ტყვიას შეეწირა, მაგრამ მისი სიკვდილიც გამოუცდელობის შედეგია.


ხედავ სროლაა, რამდენიმე ადამიანი ქუჩაში დაჭრილი თუ დაღუპულია და შენ მიდიხარ ვიღაცის გამოსაყვანად თუ გადასაფარებლად.


მაპატიოს იმ ოფიცრის სულმა და მისმა ოჯახმა, მაგრამ როგორც სამთავრობო დაცვის და პირადი დაცვის სრულ კურს გავლილი ვაცხადებ: პოლიციელს აუცილებლად უნდა გამოეყენებინა ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი მსროლელის ლიკვიდირებისათვის, მას ჰქონდა ამისი კონსტიტუციური უფლება.
შტატებში გვასწავლიდნენ: როცა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი სასიკვდილო საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, დაუფიქრებლად გამოიყენეთ ტაბელური იარაღი მათი ლიკიდაციისათვის, რადგან ჯობია დაიღუპოს 1 ან 5 კრიმინალი, ვიდრე დაიღუპოს და დაიჭრას ათეულობით ადამიანი!!!


სწორედ 15 წლის ასაკში განცდილი სტრესის შედეგია ის, მაქსიმუმ 3 საათი რომ მძინავს მხოლოდ.


არ რა გგონიათ, უკრაინაში ბრძოლის დროს დიდი სიხარულით და კმაყოფილებით ვახდენდი რუსი აგრესორების ლიკვიდაციას?


არა ბატონებო, ეს ასე არაა, ომში განცდილი სტრესი ჩვენი თანამდევია და ზოგიერთებში ზუდი და მძიმე გამოძახილი რომ არ მოჰყვეს ასეთ სტრესებს ამიტომაცაა საჭირო მათთან ფსიქოლოგების მუშაობა.


მე ჩემს პირად აზრს მოგახსენებთ, განხილვა კი თქვენთვის მომინდვია.

0
183
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
183